მთავარი,სიახლეები

ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

04.02.2017 • 4296
ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

დღეს, 4 თებერვალს, 15  საათზე ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ დირეტორი ელგუჯა დავითაძე პრესკონფერენციას მართავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხი შეეხება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ  ოფიციალური საბუთი ავტორიზაციის შეჩერებაზე არ მიუღიათ, თუმცა სკოლაში შიშობენ, რომ შესაძლოა ასე მოხდეს.

სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემოწმების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი სკოლაში ორჯერ შევიდა:

„გასულ წელს მოითხოვეს თურქული სექტორის გაუქმება. ბრძანების შესაბამისად წელს თურქული სექტორი გაუქმდა. 10 მოწავლე გადმოვიდა ქართულ სექტორში და 85 მოწავლე საერთოდ გავიდა სკოლიდან. ეს ათი მოსწავლე თითქოს პრობლემას უქმნიდა დანარჩენ 350 ბავშვს. მათ აღირება არ გაუკეთებიათ, რადგან არ ჩაგვითვლია საჭიროდ ჩვენი სკოლის მოსწავლეს, ისევ ჩვენს სკოლაში მოსასვლელად აღიარება გაეკეთებინა. ეს ჩათვალეს დანაშაულად.  სკოლას მატერიალური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს. “ – უთხრა ბათუმელებს“ სკოლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

„ბათუმელებმა“ აჭარის და საქართველოს განათლების სამინისტროებს მიმართა ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი, უჩერდება თუ არა შაჰინის სკოლას ავტორიზაცია.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის პრეზიდენტი ერდოსამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტებია არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

ამავე თემაზე: 

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: