სიახლეები

შსს: ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს წვრილმან ხულიგნობაზე

04.02.2017 • 4567
შსს: ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს წვრილმან ხულიგნობაზე

გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით ბათუმის ბულვარში 7 პირი დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხუბობდნენ და მათ ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი დაკავებული არიან ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე  [იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით] და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოების თანაშმრომლების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: