მთავარი,სიახლეები

ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება

03.02.2017 • 3763
ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774  ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 19 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, 5 გვირაბისა და 57 წყალგამტარი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

„არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში უწევს მოძრაობა. პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს მეორე მოანკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა გასული წლის დეკემბერში იწურებოდა, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს ვადა 2017 წლის მარტამდე გაგრძელდა.

ქობულეთისა [ლურჯი ზოლი] და ბათუმის [წითელი ზოლი] შემოვლითი გზის პროექტი

ქობულეთისა [ლურჯი ზოლი] და ბათუმის [წითელი ზოლი] შემოვლითი გზის პროექტი


ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: