ბათუმის ბულვარში ხეების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს: „მთელი ღამის განმავლობაში ადმინისტრაციის შესაბამისი მობილური ჯგუფები ხეებისა და დეკორატიული ნარგავების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოებს ახორციელებდნენ. სამუშაოები ამ წუთებშიც უწყვეტად მიმდინარეობს“.
„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, თოვლის გამო სამსახური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.