ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ხვალ, 25 იანვარს განახლდება. ბაღებში მუშაობის დაგვიანებით დაწყების მიზეზი ის არშემდგარი ტენდერი გახდა, რომლითაც ქედის ბაღების გაერთიანებას მუნიციპალიტეტში მოქმედი ბაღებისთვის პურ-ფუნთუშეული და სხვა საკვები პროდუქტები უნდა შეესყიდა.
იქედან გამომდინარე, რომ ბაღების გაერთიანების მიერ, საკვების შესაძენად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა, შესყიდვების სააგენტომ გაერთიანებას უფლება დართო ბაღებისთვის, მაკარონი, პურ-ფუნთუშეული, შაქარი, მთლიანობაში ათი დასახელების პროდუქტი ერთი თვის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზითთ შეისყიდოს.
ქედის ბაგა-ბააღების გაერთიანების დირექტორის აიშე თებიძის ინფორმაციით, ხელშეკრულება გაერთიანებამ რამდენიმე ახალ მეწარმესთან უკვე გააფორმა.
ქედის მუნიციპალიტეტში 15 საბავშვო ბაღია.