მთავარი,სიახლეები

დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები

19.01.2017 • 3487
დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები

ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, თუმცა პროექტის პირველი ნაწილი მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს,  თუ როდის დაიწყება უშუალოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშნებლობა, ჯერ ვერ ასახელებენ.

„სამუშაოები დაწყებულია, შეიძლება ეს ჯერ არ ჩანს, რადგან სანამ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება, იქამდე მას სჭირდება მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ველოდებით მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან. პირველ რიგში დაიწყება პროექტის კვლევითი კომპონენტი – მონიტორინგი როგორც მდინარე ჭოროხის აუზის, ასევე ზღვის სანაპირო ზოლის, რისთვისაც ხდება აპარატურის ჩამოტანა, დაწყობა, დალაგება და ა.შ.“ – განმარტავს რევაზ გიგილაშვილი, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯერი.

ნაპირდაცვის პროექტი სამუშაოების დაწყებიდან, წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. რეზო გიგილაშვილმა განმარტა, რომ სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გადაბმულად არ ჩატარდება: „კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ ნოემბრის ბოლოს, მაგრამ აი ამ წელიწადნახევრის ათვლა დაიწყება სამუშაოების დაწყების შესახებ შეტყობინების გაცემის შემდეგ, რომელიც ჯერ გაცემული არ არის. მოგეხსენებათ, როგორ სენსიტიურ მონაკვეთზე ვმუშაობთ, ეს არის სანაპირო ზოლი და ზაფხულის 3 თვე უშუალოდ სამუშაოები არ გვექნება, წყვეტა გვექნება“.


ამავე თემაზე: 

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: