სიახლეები

100 ათასი ლარი ბათუმში ქუჩის კალათბურთის მოედნებისთვის

18.01.2017 • 4517
100 ათასი ლარი ბათუმში ქუჩის კალათბურთის მოედნებისთვის

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, თითო კალათბურთის დაფა დამონტაჟდება. „ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, რომ დამონტაჟდება სულ 20 დაფა, თუმცა, კონკრეტული მისამართები ჯერ შერჩეული არ არის.

ბათუმის ტერიტორიაზე „ქუჩის კალათბურთის 20 მოედნის მოწყობაში“ ქალაქის ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს „ბათუმის კორპუსი“ ტენდერის საშუალებით შეისყიდის. ტენდერში გამარჯვებულს კი მისამართებს ეტაპობრივად მიაწვდიან. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გამარჯვებულს არა 20, არამედ 28 მისამართს მიაწვდიან, თუმცა სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ეს ტექნიკური უზუსტობაა და ჩასწორდება.

ტენდერის მიხედვით, „უნდა დამონტაჟდეს ანტივანდალური კალათბურთის დაფა ლითონის კალათითა და ბადით; კალათა და ბადე უნდა იყოს მოთუთიებული ლითონის. ქუჩის კალათბურთის მოედანი უნდა დაიხაზოს საგზაო მარკირების საღებავებით“.

20 ასეთი „მოედნის“ მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი კი 7 თებერვალს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: