38015

მირანდა ჩარკვიანი უმაღლეს საბჭოში თანაშემწედ დაინიშნა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი დირექტორი მირანდა ჩარკვიანი აჭარის უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძეა,  ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ წევრი.

მირანდა ჩარკვიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად 2015 წლის მარტში დაინიშნა და ეს თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მაშინ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მირანდა ჩარკვიანი და სხვა თანამდებობის პირები, მთავრობის ცვლილების გამო, ავტომატურად გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com