მთავარი,სიახლეები

ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა

05.01.2017 • 4898
ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა

2017 წლის პირველი იანვრიდან ბათუმის სამორინეებში ერთ მაგიდაზე კვარტალში გადასახადი შეადგენს 24 ათას ლარს, ნაცვლად 18 ათასი ლარისა; ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე, ასევე კვარტალში – 2 600 ლარს, ნაცვლად 2 ათასი ლარისა.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახეობები და ოდენობა:

  • თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 24 000 ლარი კვარტალში;
  • თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში;
  • თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში;
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში;
  • თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში.

ბათუმში  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის 29 დეკემბერს დაადგინა.

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა. გასული წლის მონაცემებით, ბათუმში მოქმედ კაზინოებში განთავსებული იყო 138 მაგიდა და 1475 სათამაშო აპარატი. სათამაშო ბიზნესიდან კი ბათუმის ბიუჯეტში 2015 წელს ჯამში შენატანი 15,5 მილიონი ლარი იყო. აქედან 8,3 მილიონი ლარი მაგიდებიდან, ხოლო 6,6 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებიდან [სათამაშო ბიზნესიდან 2014 წელს ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა].


კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: