მთავარი,სიახლეები

7,5 მილიონი ლარი ბათუმის ბულვარისთვის

19.12.2016 • 2396
7,5 მილიონი ლარი ბათუმის ბულვარისთვის

ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია და ის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის მართვას 1 მილიონ 55 ათას 400 ლარი მოხმარდება; აქედან 924 ათას 500 ლარი კი ხელფასებში დაიხარჯება. როგორც ამ წელს, ასევე მომავალ წელსაც „ბათუმის ბულვარში“ 94 ადამიანი იქნება დასაქმებული.

ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობას კი 6 მილიონ 534 ათას 900 ლარი მოხმარდება. მიმდინარე წელს კი ამ კუთხით 10 მილიონ 368 ათას 500 ლარი იყო გაწერილი.

ქალაქ ბათუმის მერიამ ბულვარი მართვაში არ დაიბრუნა და ამის მიზეზად ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სასამართლო დავები დაასახელა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: