მთიანი აჭარა,რეკლამა,სიახლეები

როგორ გეგმავს „აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერას

19.12.2016 • 2600
როგორ გეგმავს „აჭარისწყალი ჯორჯია” მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის მხარდაჭერას

2017 წელს  „შუახევიჰესი“ ოპერირებას იწყებს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“კი სოციალური პროექტების გაგრძელებას მშენებლობის დასრულების შემდგომაც გეგმავს. „შუახევიჰესის“ მშენებლობის დაწყების დღიდან კომპანიის პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარება იყო. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის თანახმად გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. ამ მიზნით, კომპანიამ 70-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

კონფერენცია მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა

კონფერენცია მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა

ერთი თვის წინ „აჭარისწყალი ჯორჯიამ“  გოდერძის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა დააფინანსა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა გამოყო.

კომპანიის ინიციატივითა და აჭარის მთავრობისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 15 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია თემაზე – „ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ახალი შესაძლებლობების განხილვა მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო და  კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი, „შუახევიჰესის“ ოპერირების დირექტორი ნარეშ თელგუ,  კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლაშა კომახიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირაკლი არჩაია,  სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან  ერთად ვიმსჯელოთ და გამოვნახოთ ახალი გზები და საშუალებები, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი ტურიზმის განვითარებას მაღალმთიან აჭარაში.  შუახევიჰესის მშენებლობა მთავრდება, თუმცა გრძელდება ჩვენი სოციალური პოლიტიკა ოპერირების ბაზაზეც, რაც რეგიონის გრძელვადიანი განვითარების პროცესში ჩვენი მხრიდან აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ჩვენი ახალი განაცხადი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტურიზმის მხარდაჭერაა მაღალმთიან აჭარაში,“ – განაცხადა კომპანია  „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

რონი სოლბერგი, აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი

რონი სოლბერგი, აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი

„2017 წელს მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება.  დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბიუჯეტი ჩვენ მილიონ ლარამდე სწორედ არასაზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით გავზარდეთ. სააგენტომ მიმდინარე წელსაც მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ტურისტული მარშრუტების შექმნისა და მარკირების, ასევე სხვადასხვა თემატური ფესტივალის ჩატარების კუთხით, თუმცა შემდეგ წელს სააგენტოს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. რაც შეეხება დღევანდელ კონფერენციას, მისი მიზანი მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა და ეფექტური თანამშრომლობაა“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა.

კომპანიის ინიციატივა შეაფასეს კონფერენციაში მონაწილე ეკონომიკის სფეროს  წარმომადგენლებმა.

„მოგეხსენებათ, „აჭარისწყალი ჯორჯია“ არის კომპანია, რომელიც უმსხვილეს ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში ენერგეტიკის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და წინსვლისათვის,  ამასთანავე მათ მიერ ხორციელდება პროექტები, რომლებიც უშუალოდ მიბმულია სოციალურ პასუხისმგებლობასთან და სოფლების განვითარებასთან. ყველაზე კარგი ამავდროულად არის ის, რომ ამ პროცესში ჩართული არიან როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები,“ –  განაცხადა ტიტე აროშიძემ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა.

მამუკა ბერძენიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მამუკა ბერძენიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

კონფერენციაზე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გაწეული  საქმიანობა ვრცლად წარმოადგინა „შუახევიჰესის” ოპერირების დირექტორმა ნარეშ თელგუმ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა  დისკუსია მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის  მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დაისახა გზები ამ სფეროს განვითარებისთვის. სამუშაო შეხვედრამ შექმნა მნიშვნელოვანი წინაპირობა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის.

მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: