მთავარი,სიახლეები

სოლიდარობის აქცია სირიელი ხალხის მხარდასაჭერად

19.12.2016 • 2170
სოლიდარობის აქცია სირიელი ხალხის მხარდასაჭერად

ხვალ 20 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე სირიელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელდება.

აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს მთავრობას მიმართავენ:

„ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და გვსურს, დახმარება გავუწოდოთ დაზარალებულ მოსახლეობას.  დაგვეხმარეთ, რომ შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც შეძლებს გაერთიანებას ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა,  არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პირველად საჭიროებებზე და შეძლებისდაგვარად მოხდება კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება.  დროებით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს საახალწლო განათებები ქალაქებში“- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: