ცოტა ხნის წინ ქობულეთში საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ავარიაში მოყვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
„საავადმყოფოში არავინ არ არის გადაყვანილი,“- განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.