სიახლეები

„ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“

30.05.2012 • • 1132
„ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“

პედაგოგთა დაზღვევა და მედიკამენტები შერჩევით
ავტორი:ნანა კვაჭაძე

რამდენად სამართლიანია, პაციენტს მისცე მხოლოდ ის მედიკამენტები, რაც წინასწარ განსაზღვრულ ნუსხაშია შეტანილი? – კითხულობენ პედაგოგები, რომლებიც ამბობენ, რომ პედაგოგთა დაზღვევით გათვალისწინებული შეღავათით – 50 ლარის ღირებულების მედიკამენტები მთელი წლის მანძილზე – ვერ სარგებლობენ.

სოფელ ჩანჩხალოს სკოლის პედაგოგმა, გურამ გუმბაძემ რამდენიმე კვირის წინ ექიმს მიმართა. იგი, ისევე როგორც საჯარო სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს და მას დაზღვევის ფარგლებში მთელი წლის მანძილზე 50 ლარის ღირებულების მედიკამენტები უფასოდ ეკუთვნის. თუმცა გურამ დუმბაძემ ექიმის მიერ გამოწერილი წამლები დაზღვევის ფარგლებში ვერ მიიღო: „2011 წლის დასაწყისში პედაგოგებს დაგვინაწილეს მედიკამენტების აღრიცხვის ბარათები (50 ლარის ღირებულების წამლების უფასოდ შეძენა). მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ექიმის მიერ გამოწერილი წამლები არანაირად არ ედრება უბნის ექიმის მიერ დარიგებული წამლების ჩამონათვალს“.

გურამ დუმბაძემ დახმარებისთვის სადაზღვევო კომპანიას, „იმედი ელ“-ს მიმართა, რომელიც აჭარის საჯარო სკოლების პედაგოგების უმრავლესობის ჯანმრთელობას აზღვევს. სადაზღვევო კომპანიაში მას განუმარტეს, რომ მხოლოდ იმ წამლების უფასოდ მიღება შეუძლია, რომლის ნუსხაც კომპანიას აქვს და არა იმის, რომელიც უშუალოდ სჭირდება პაციენტს.

იმავეს ამბობს „ბათუმელებთან“ სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატალია ვარძელაშვილიც: „არსებობს მედიკამენტების ესენციალური ნუსხა, რომელიც დადგენილია 218-ე დადგენილებით სოციალური პროგრამების შესახებ. სადაზღვევო კომპანიები ამ ნუსხით ხელმძღვანელობენ და ანაზღაურებენ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ დადგენილებით“.

საქართველოს მთავრობის 218-ე დადგენილების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულია სამკურნალო საშუალებების ნუსხა, რომლებიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვისთვისაა საჭირო.
გურამ დუმბაძე მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის: „უკეთესი იქნება, ბარათის მფლობელს ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით წამლების მიღება აფთიაქებში თავისუფლად შეეძლოს. ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“.

მის მოსაზრებას იზიარებენ სხვა პედაგოგებიც. ინგა გოგმაჩაძე ამბობს, რომ სამედიცინო დაზღვევით გასულ წელს უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე წელს: „სადაზღვევო კომპანია ხომ ხარჯავს ამ 50 ლარს, უკეთესი არ არის იმ წამლების უფასოდ მიღება შეეძლოს ადამიანს, რომელიც ნამდვილად სჭირდება?! ვერ ვისარგებლე დაზღვევით წამლების შეძენისას, გამოდის, რომ სახელწიფომ ჩემ შემთხვევაში სულ ტყუილად გადაიხადა თანხა, სადაზღვევო კომპანია ხომ ჩემი ხათრით არ მუშაობს, სახელმწიფო ფულს უხდის და უმჯობესი არ არის ეს ხარჯი შედეგიანი იყოს?!“

ამ პრობლემის შესახებ სმენია აჭარის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარეს, ალექსანდრე ბერიძეს. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგთა პროფკავშირებს არ გააჩნია იურიდიული მექანიზმი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იგი ამბობს, რომ თუკი მასწავლებელი იჩაგრება, პროფკავშირები ვალდებულია, შეძლებისდაგვარად დაიცვას მათი ინტერესები და პედაგოგებს სთხოვს, მიმართონ პროფკავშირებს: „ჩვენ მივყვებით ასეთ საქმეს ბოლომდე, გავავრცელებთ ინფორმაციას, პრობლემას უფრო საჯაროს გავხდით, დეტალებს გავარკვევთ და ასე შემდეგ, ეს ჩვენი მოვალეობაა და საქმესაც წინ წაწევს“.

თუმცა არიან პედაგოგები, რომელთაც მსგავსი პრობლემა არ შექმნიათ და დაზღვევით კმაყოფილნი არიან. ქეთევან გვარჯალაძე ამბობს, რომ მას დაზღვევით მიღებული სამედიცინო მომსახურებისას პრობლემა არ შექმნია: „როცა დამჭირდა, ყოველთვის ვისარგებლე, გაციების დროს მჭირდებოდა პრეპარატები, თუ ტკივილგამაყუჩებლები, ყოველთვის მივიღე, დაზღვევით კმაყოფილი ვარ“.

სადაზღვევო კომპანიებთან შექმილ პრობლემებსა და დავას ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური აგვარებს, სადაც, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საჩივრების შვიდი პროცენტი პედაგოგების დაზღვევას შეეხება.

გადაბეჭდვის წესი