„ტელერახი 25“-ის ჟურნალისტი: „აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო“

„ტელერახი-25-ის-ჟურნალისტ

„ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტი, თეონა თურმანიძე ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეო კამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო.

თეონა თურმანიძის თქმით, ცოტა ხნის წინ, გადაღებაზე მიმავალმა შენიშნა, რომ ბათუმში, გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში (აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის გვერდით), საპატრულო პოლიცია მანქანებს შერჩევის პრინციპით აჯარიმებდა. „დააჯარიმეს ჩვენი მანქანაც, რის შემდეგაც გადაღებაზე წავედი. უკან მობრუნებულს იგივე სიტუაცია დამხვდა – პატრული ვიღაცას აჯარიმებდა, ვიღაცას – არა. როდესაც ვკითხე თუ რა პრინციპით არჩევდნენ დასაჯარიმებლად მანქანებს, მიპასუხეს რომ მხოლოდ ორნი არიან, ამიტომ ყველას დაჯარიმებას ვერ აუდიან. მითხრეს – `აგერ ვიდეო კამერა ჩართულია. საღამოს ყველას მიუვა ჯარიმის ქვითარიო“.

დაჯარიმებულთან სინქრონის ჩაწერას ვაპირებდი, როდესაც საიდანღაც გაჩნდა ჯონი ბაკურიძე, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. ის მივიდა ოპერატორთან და კამერა წაართვა. ბაკურიძემ კამერა საპატრულო მანქანის სალონში დადო. მე შემოვუარე მანქანას, კარები გავაღე და კამერა ავიღე. ამ დროს 3 პატრული მომვარდა, ხელები გადამიგრიხეს და კამერა წამართვეს~.
თეონა თურმანიძე ამბობს, რომ ჯონი ბაკურიძე მას ისეთი სიტყვებით აგინებდა, რასაც ვერ გაიმეორებს. „მე თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე“, – ამბობს ჟურნალისტი.

თეონა თურმანიძის თქმით, მას კამერა 10 წუთის შემდეგ პატრულის თანამშრომელმა მიშიკო თავართქილაძემ დაუბრუნა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს უჩივლებს.
ჯონი ბაკურიძე ამ ინფორმაცია არ ადასტურებს:

„არ მიგინებია. მე კონფლიქტი არ მაქვს, არანაირი კომფილქტები და გულში ჩამოდებები არა მაქვს. შეურაცხყოფა მე მომაყენა, უზრდელურად დამელაპარაკე. კამერა არ წამირთმევია, აბსურდია. თანამშრომელი მძღოლს უწერს ოქმს და ვიღაც მივიდა და წარდგენის გარეშე დაიწყო ამის გადაღება. თუ ვინმეს რამე უნდა, 24 საათი ადგილზე ვარ და მოვიდეს. მე, პირადად, ინციდენტი არ მაქვს. თუ ოჯახში ხარ გაზრდილი, ადამიანებს თავაზიანად უნდა მიმართო. არ უნდა გამოიყენო მდგომარეობა შენი რაღაცეებისთვის“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

netgazeti.ge