„ობამამ ცურვა არ იცის”

„ობამამ-ცურვა-არ-იცის

ავტორი: ნათია ზოიძე 

საგამოძიებო ჟურნალისტიკა, გავლენა და ჟურნალისტური სოლიდარობა – ეს სამი რამ განასხვავებს ამერიკულ და ქართულ ჟურნალისტიკას ერთმანეთისაგან. მიუხედვად ამისა, პულიცერის პრემიის მფლობელი, გამომძიებელი რეპორტიორი ამბობს, რომ ამერიკული მედია შანსს ბოლომდე ვერ იყენებს. 

ეკონომიკური კრიზისის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით გამოცემა დაიხურა. გაზეთების ტირაჟი და თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ქუჩაში ეს ერთი შეხედვით არ იგრძნობა, რადგან აქ თითქმის ყველა კაფეში, ავტობუსში, მატარებლის სადგურში, აეროპორტში, ბაღშიც კი გაზეთებს კითხულობენ. ტაქსის მძღოლებს როცა შენი გატეხილი ინგლისური ესმით, ინტერესდებიან – საიდან ხარ, პასუხობ, რომ საქართველოდან და საქართველო-რუსეთის ომზე იწყებენ საუბარს. როცა ეკითხები, საიდან გაიგეს ეს -კონკრეტულ გაზეთებს გისახელებენ.

„ფოქს ნიუსი“ ობამას მიმართ მტრულად არის განწყობილი, ყოველ დღე აკრიტიკებს, პრეზიდენტი შეწუხდა და პრესსპიკერთან განიხილა – რა მოუხერხოს მათ? გადაწყვეტილება მიიღეს. ჟურნალისტები მიიწვიეს შადრევანთან. ობამას მანქანა დათქმულ დროს ჩერდება, გადმოდის მანქანიდან პრეზიდენტი და წარმოუდგენელი რამ ხდება: წყალზე გაივლის ისე, რომ არ დასველდება, უსიტყვოდ დატოვებს იქაურობას და მანქანაში პრესსპიკერს ეტყვის, – ვნახოთ, ახლა რას იტყვიან? მეორე დღეს „ფოქს ნიუსი“ ამბობს: „ობამამ ცურვა არ იცის“.

ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა. ამ ისტორიაში რეალური მხოლოდ ისაა, რომ „ფოქს ნიუსი“ მართლაც ძალიან აკრიტიკებს დემოკრატებს და ობამას. არავისთვის არის საიდუმლო, რომ „ფოქს ნიუსი“ რუბერტ მერდოკის არხია და ამერიკაში იგი რესპუბლიკელების მხარდამჭერ ტელევიზიად არის მიჩნეული. გავლენიან ჟურნალისტურ წრეებში ამ ტელევიზიის სახელის ხსენებაზე ან სახე ეცვლებათ და კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, ან მხოლოდ ხუმრობენ. ის რაც ზემოთ გიამბეთ, ჩვენ ნიუ-იორკის ჟურნალისტიკის სკოლის ერთ-ერთმა ლექტორმა გვიამბო.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამერიკული მედიის სახე „ფოქს ნიუსი“ ნამდვილად არ არის. პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრის ერთი დეტალი გამახსენდა, როცა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ამერიკაშიც არის არხები, რომელთაც პოლიტიკური პარტიები აკონტროლებენ“. რა თქმა უნდა, ეს მართალია, მაგრამ ისიც მართალია, რომ ამ ქვეყანაში ასეთი მედიაორგანიზაციები არც თუ ისე ბევრია და თუ კი არის, ის ჟურნალისტური ანეკდოტების თემაც ხდება.
ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამერიკული მედიის მუშაობის პრინციპებს, ძირითადად ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს, გამომძიებელ ჟურნალისტებს.

 „ვაშინგტონ პოსტის“ შესასვლელში ჩვენი ყურადღება რამდენიმე დეტალმა მიიქცია. პირველი: წითლად შეღებილი საბეჭდი მანქანა – ეს უკვე ამ გაზეთის სამუზეუმო ექსპონატია და ყველას შეუძლია სამახსოვრო ფოტო გადაიღოს. შესასვლელშივე ნახავთ დაფაზე გამოკრულ შვიდ წესს, რომლის დაცვა 1835 წლიდან აუცილებელია „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებისთვის. და მთავარი – აქ ნახავთ გაზეთის ყველა იმ ნომერს და სტატიას, რომელმაც მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში მიმართულებები შეცვალა. მართალია, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი ნიქსონი პირველი და უკანასკნელია, რომლის სავარძელიც ჟურნალისტურ გამოძიებას შეეწირა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც არა მარტო ჟურნალისტურ სახელმძღვანელოებში, არამედ ამერიკის ისტორიაშიც შევიდა.

ფილადელფიის კონსტიტუციის მუზეუმში ცნობილი ადამიანების ნუსხაში „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორის, ქეთრინ გრეჰემის გვარსაც აღმოაჩენთ და თუ კი ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების ელექტრონულ დაფაზე ერთ ღილაკსაც დააჭერთ ხელს, წაიკითხავთ ისტორიას, რატომ არის ეს ქალი მნიშვნელოვანი ამერიკისთვის.

პრეზიდენტ ნიქსონზე მომზადებული სტატიის გამოქვეყნების წინააღმდეგი ამავე გაზეთის იურისტი იყო. რედაქტორმა საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მაინც მიიღო და მიიღო პრობლემებიც. გაზეთმა რესპუბლიკელი ნიქსონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არჩევნების წინ დემოკრატების ოფისში მოსასმენი აპარატების დამონტაჟებასა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაში ამხილა. წერილების ციკლი 1972 წლიდან იწყება. „ვაშინგტონ პოსტს“ ნიქსონმა ბოიკოტი გამოუცხადა და სხვებსაც მოუწოდა, ასე მოქცეულიყვნენ. ადმინისტრაციაში ან აღარ პასუხობდნენ ზარებს „ვაშინგტონ პოსტიდან”, ან ანტიპატრიოტიზმში ადანაშაულებდნენ მას. გაზეთს ფინანსურად მალე მართლაც გაუჭირდა, მაგრამ საგამოძიებო სტატიების ციკლის გამოქვეყნება გააგრძელეს, უოტერგეიტის სკანდალის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ კი პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა.

თავის დროზე თქვენ წვლილი შეიტანეთ ნიქსონი თეთრი სახლიდან დროზე ადრე რომ გამოსულიყო. მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა, ხომ არ შესუსტდა თქვენი გავლენა? „ვაშინგტონ პოსტის“ ბოლო დროის გამოძიებებიდან მნიშვნელობის თვალსაზრისით, რომელს გამოყოფდით? – ვკითხე „ვაშინგტონ პოსტში“ ჩვენს მასპინძელს.
რამდენიმე წუთის დაფიქრების შემდეგ ერთ-ერთი რედაქტორის მოადგილე მპასუხობს: `გამოვყოფდით ალბათ საგამოძიებო სტატიებს ერაყის ომსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც ამერიკულ საავადმოყოში ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ. ჩვენმა ორმა რეპორტიორმა საგამოძიებო სტატიების ციკლისთვის პულიცერის პრემია მიიღო“.

გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ ახალი ამბების დარბაზში კი კედელზე გაზეთების სპეციალური ნომრებია გამოკრული. აქ რედაქციის განვითარების ისტორიაა ასახული 1966 წლიდან დღემდე. „ფლორიდა თუდეი“ ყოველდღიური გაზეთია, აქ გაზეთების მწკრივში სულ რამდენიმე ნომერია ერთი და იმავე რიცხვით დათარიღებული. როგორც გაზეთის რედაქტორი გვიხსნის, გაზეთი უკვე დაბეჭდილი იყო, ამიტომ ამ დღეებში ხელმეორედ გამოსცეს ნომერი. ეს მაშინ მოხდა, როცა ნიქსონი გადადგა და 1983 წელს, როდესაც „ნასას“ ხომალდი აფეთქდა.
ამ გაზეთის საგამოძიებო სტატიებს შედეგად ის მოჰყვა, რომ ქარიშხლის შედეგადად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გაშუქებამ სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში, ამ შტატში კანონი შეცვალა. გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ მთავარი რედაქტორი, ბობ სტიულერი ამბობს, რომ აქ, ამ ქვეყანაში არის თავისუფლების შეგრძნება, ზოგი მედიასაშუალება ამას იყენებს ბოლომდე, ზოგი კი – არა.
ბობის პირველი შეკითხვა ჩემთან ასეთი შინაარსის იყო: „14 საგამოძიები სტატიის ავტორი ხარ? რამდენი კაცი დააჭერინე?“ – ეს ამერიკაში ლოგიკური კითხვაა, ვინაიდან აქ მედიას ქართული მედიის განსხვავებით აქვს გავლენა, საგამოძიებო სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ჩინოვნიკებს ან ციხეში სვამენ, ან უკანონოდ მიღებულ ფულს ბიუჯეტში აბრუნებინებენ. მათთვის არალოგიკურია პასუხი, როცა ამბობ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 გამოყვეს სხვა მიზნებისთვის და დახარჯეს „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორების ხელფასზე, უფრო არალოგიკური და გაუგებარია, როცა ამბობ, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ქალაქის მერიც და საკრებულოს თავჯდომარეც, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი ამ დოკუმენტზე, ხელმეორედ აირჩიეს თუ დანიშნეს და კიდევ რამდენიმე წელი იქნებიან ხელისუფლებაში.

„ნიუს დეის“ ჟურნალისტის, სანდრა პედიეს საგამოძიებო სტატიებმა შტატში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, ხელისუფლება აიძულა, კანონი შეეცვალა, მიუხედავად ამისა, კითხვაზე – რა არის ამერიკული მედიის თავისებურება? პასუხობს: „ჩვენ ვერ ვიყენებთ მოცემულ შანსს ბოლომდე“.

ეკონომიკური კრიზისის გამო ასეულობით გამოცემა დაიხურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ დღესაც კი, ამ ფონზეც, მედიაბაზარი და მედიაკონკურენცია არსებობს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ეს ორი მნიშვნელოვანი ცნება უკანა პლანზე გადასულა და მათი ადგილი ჟურნალისტურ სოლიდარობას დაუჭერია, როგორც მოხდა 1984 წელს, როცა გამომძიებელი ჟურნალისტი სასტუმროსთან მანქანაში ააფეთქეს. მაშინ გამომძიებელმა რეპორტიორებმა სხვადასხვა გამოცემებიდან თქვეს, რომ „ჟურნალისტები არ უნდა კვდებოდნენ სულელური მიზეზების გამო“, შექმნეს ერთიანი საგამოძიებო ჯგუფი და დაღუპული ჟურნალისტის საქმე გამოიძიეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

netgazeti.ge