სიახლეები

„ექიმი არ არის კონიაკი, 25 წელი შეინახო, რომ კარგი გახდეს“

30.05.2012 • • 1332
„ექიმი არ არის კონიაკი, 25 წელი შეინახო, რომ კარგი გახდეს“

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 45 წლის თემურ გაბაიძე ერთი თვის წინ დანიშნეს. მანამდე იგი ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად მუშაობდა.

ნანა კვაჭაძე

– ბატონო თემურ, რა არის ის, რაც მინისტრობამდე არ მოგწონდათ ამ სამინისტროში და ახლა აპირებთ შეცვალოთ?
– გარდამავალი, რთული პერიოდია, სამედიცინო რეფორმების ერთი ეტაპი მიმდინარეობს. აქ მუშაობდა ხალხი, რომლებიც ამ საქმეს საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია სხვა ეტაპზე გადასვლა.
გარკვეული გამოცდილება მაქვს, დიდი ხანია ამ სფეროში ვმოღვაწეობ, სამედიცინო დაწესებულება, სადაც ვმუშაობდი (ბათუმის სამშობიარო სახლი), დიდი ხანია მოგებაზე მუშაობდა. კონცენტრირებული ვიყავი ერთ საავადმყოფოზე, ახლა ეს უნდა გაკეთდეს ყველა საავადმყოფოში. გარკვეული რეფორმები გატარდება იმ საავადმყოფოებში, რომლებიც, ჯერჯერობით, არაა გასხვისებული, „ტუბსაავადმყოფო“ და ინფექციური გაერთიანდა, ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ ამ საავადმყოფოების გარემონტებას და სტანდარტებში მოქცევას. ფსიქიატრიული საავადმყოფო თითქმის გარემონტებულია, ვმუშაობთ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რომელსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა. შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწიოს, მაგრამ შედეგად მივიღებთ დახვეწილ, მობილურ საავადმყოფოს.
_ ბოლო თვეებში ბევრი სამედიცინო დაწესებულება უჩიოდა ხელფასების დაგვიანებას. ამასთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?
– ეს პრობლემაა. სამწუხაროდ, მენეჯმენტი ყველა საავადმყოფოში არ განვითარდა. სამედიცინო მენეჯმენტის შექმნა ძალიან ძნელია, ადგილზე მიღებული თანხის რაოდენობა დაბალია და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან თანხის დაგვიანების შემთხვევაში ხელფასებიც გვიანდება. ყოველ დღე ვიღებთ სხვადასხვა საავადმყოფოდან შეტყობინებას, რა ოდენობის დავალიანება აქვთ სადაზღვევო კომპანიებს და ვიწყებთ მუშაობას. სპეციალური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სადაზღვევო კომპანიასთან იმუშავებს, თანხა დროულად რომ ჩამორიცხონ. ეს პრობლემა ნელ-ნელა გამოსწორდება.
ამჟამად აჭარაში რამდენიმე საავადმყოფო შენდება. სადაზღვევო კომპანია აშენებს თანამედროვე სტანდარტების სამ საავადმყოფოს აჭარის მაღალმთიან რაიონებში, შენდება საავადმყოფოები ბათუმში, ქობულეთში. თითოეულ საწოლზე იხარჯება 100-105 ათასი დოლარი. ეს არის თანამედროვე სტანდარტი.
– თუმცა ამას აკეთებს სადაზღვევო კომპანია. სამინისტროს ამ შემთხვევაში რა როლი აქვს გარდა მონიტორინგისა?
– სამინისტროს როლი აქ ძალიან დიდია, აკეთებს „იმედი L“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „იმედი L“ გააკეთებს იმას, რაც უნდა. ის არის გარკვეულ იურიდიულ ჩარჩოში მოქცეული, მაგალითად, ვერ იტყვის უარს სახელმწიფო პროგრამებზე. რაც შეეხება ქალაქს, ვცდილობთ, გაკეთდეს კიდევ რამდენიმე საავადმყოფო, რომელიც მოახდენს სამედიცინო მომსახურების დივერსიფიკაციას. მონოპოლიური განყოფილებები არსებობდა აჭარაში დიდი ხნის განმავლობაში, ამის გამო ჩვენ ვერ მივიღეთ აჭარაში ძალიან კარგი ექიმები. მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილება, მაგრამ ექიმი არ არის კონიაკი, 25 წელი შეინახო, რომ კარგი იყოს. მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი, თუ ამას ყოველდღიური ინფორმირებულობა არ ახლავს. ჩვენ არაერთი გამოცდილი ექიმი გვინახავს, რომელიც 1950 წელს გამოცემულ წიგნს გადაგიშლის და ამტკიცებს – ეს ასეაო.
– დედათა და ბავშვთა ცენტრის მისამართით ისმის ყველაზე ხშირად საყვედურები, ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებს სამინისტრო?
– ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე გაკეთდება ას საწოლზე გათვლილი სამშობიარო და ასსაწოლიანი ბავშვთა კლინიკა, თავისი პოლიკლინიკით. სამშობიაროს მშენებლობა მოკლე ხანში დაიწყება და მომავალი წელს, ამ დროისათვის უნდა დასრულდეს. დასრულებისთანავე დაიწყება ბავშვთა საავადმყოფოს არსებული შენობის რეაბილიტაცია, შენობა ძველია, მაგრამ გამართული და გაკეთდება თანამედროვე სტანდარტებით, არ შეიძლება მხოლოდ შეიღებოს, შეითითხნოს და ეს ჩაითვალოს რემონტად.
ბავშვთა საავადმყოფოში მალე შევა იაშვილის კლინიკის მენეჯმენტი, ეს კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ის დარგები, რომლებიც აქ ფაქტობრივად არ არსებობს ან მოიკოჭლებს, ააღორძინოს. ეს უახლოეს თვეებში მოხდება.
– რა ბედი ეწევა სამშობიარო სახლს რუსთაველის ქუჩაზე, რომლის გადატანასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინაც იყო მითქმამოთქმა?
– ჯერჯერობით, სამშობიარო სახლი იქ იქნება, მაგრამ როცა ანგისაში ახალი სამშობიარო აშენდება, ბუნებრივია, მეპატრონე წაიყვანს კონკურენტრუნარიან ექიმებს სამშობიარო სახლიდანაც. ნებისმიერი პაციენტი ითხოვს ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას, ჩვენ კადრების პრობლემა გვაქვს აჭარაში, როდესაც აშენდება ევროპული დონის კლინიკები, ეს უფრო თვალშისაცემი გახდება. ბევრი დარგია, რომელიც აჭარაში, ფაქტობრივად, არ არის.
– სოფლის ექიმებს ორი თვის წინ მოსთხოვეს სამედიცინო მონაცემების ელექტრონული ფორმით მომზადება. ექიმები ამბობენ, რომ ეს უსამართლოა, მათ არა აქვთ კომპიუტერი და არც ხელფასი აძლევთ მისი შეძენის საშუალებას…
_ 800 კომპიუტერი იყიდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საკითხის მოსაგვარებლად. ინტერნეტში ჩართულ ნოუთბუქებს დაარიგებენ ამ შემოდგომაზე მთიან რეგიონებში. რაც შეეხება მიზეზს – „კომპიუტერი არ ვიცი“, დღეს ეს აღარ მიიღება. ისე როგორც წერა-კითხვა არის აუცილებელი, ასევეა ესეც.
– მოქალაქეების მიღება თუ დაიწყეთ?
– ყოველ პარასკევს ვიღებ მოქალაქეებს, გარდა ამისა, სამინისტროში ყოველ სამუშაო დღეს ხვდებიან მოქალაქეებს. დავიწყეთ მოქალაქეების მიღება მუნიციპალიტეტებშიც, სექტემბერში ვიქნებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასეთი მიღებები ყოველ თვე გაიმართება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
– ყველაზე ხშირად რა საკითხზე მიმართავენ მოქალაქეები ჯანდაცვის მინისტრს?
– ყველაზე დიდი პრობლემა არის სოციალური სააგენტო, ქულებთან დაკავშირებით გაუგებრობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან მოსული ყველა ადამიანი მართალია, მაგრამ მე მაინც ხალხის მხარეს ვარ, უნდა აუხსნა ადამიანს რატომ არ ეკუთვნის კონკრეტული ქულა. მესმის, სოციალური მუშაკები იცავენ კანონს, მაგრამ არის მეორე მხარეც, „მიჩივლე სადაც გინდა“ – ამის თქმას სჯობს, აუხსნა ადამიანს. მეორე პრობლემა არის ეკომიგრანტების პრობლემა. ასევე ხშირად მოგვმართავენ ჯანმრთელობის პრობლემებით.

გადაბეჭდვის წესი