სიახლეები

„დაწინაურებას გისურვებ შვილო“ –ბიძინა ივანიშვილის პიროვნული შტრიხები

30.05.2012 • • 1759
„დაწინაურებას გისურვებ  შვილო“ –ბიძინა  ივანიშვილის პიროვნული შტრიხები

ეს ინტერვიუს ის ნაწილია, სადაც ბიძინა ივანიშვილი მისი ოჯახის შესახებ საუბრობს.
პიროვნული შტრიხები: არ უყვარს ნადირობა და თევზაობა. ფრინველებიდან არ უყვარს ბეღურები, რადგან მიაჩნია, რომ მერცხლებს ბუდეებს ართმევენ. ყოველ დილით ურეკავს დედას, რომლის პირველი რეაქცია შვილის პოლიტიკაში მოსვლაზე იყო ასეთი – „ დაწინაურებას გისურვებ შვილო “.
„ევროპულ ასაკში დავქორწინდი – 35 წლის ვიყავი. ვიეშმაკე და 19 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად. ოთხი შვილი გვყავს. ყველაზე კარგი, რაც შემიქმნია ცხოვრებაში, ჩემი ოჯახია. მაქვს პრეტენზია, რომ თუ კარგი ოჯახი არსებობს, ჩვენი – სწორედ ასეთია. მეუღლე – ეკა ხვედელიძე – ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. დღეს ჩვენი ჯვრისწერის ოცი წლისთავია და ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას – ეს ცალკე საკითხია.
რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, ქართველებს გვერდს ვერ ავუვლი. ვაჟა ბუმბერაზია ჩვენთვის და ჭაბუა გვყავს ცოცხალი. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და რადგან წიგნების შემრჩევი არ მყავდა, ყველაფერს ვკითხულობდი. დიუმა განსაკუთრებით მიყვარდა. თითქმის ზეპირად ვიცოდი. მისაღებ გამოცდებზე თემა დავწერე და ციტატები მოვიყვანე. ეგონათ, გადავიწერე. დამიბარეს და გამესაუბრნენ. მაღალი ნიშანი არ მიმიღია, ოთხიანი მივიღე იმიტომ, რომ გრამატიკული შეცდომები მქონდა. მზექალა შანიძე იყო კომისიის თავმჯდომარე და რთული თემები მოიტანეს. ჩაწვა ხალხი, ვერ დავწერეთ, “ტეხნარები” ვიყავით. ბოლოს თავისუფალი თემა შემოაგდეს და დავწერე “ჩემი საყვარელი მწერალი”.
ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მკითხველია. დიდხანს მეხვეწებოდა, ორუელის “ცხოველების ფერმა” წაუღე მიშასო. ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს წიგნი კი მართლაც გაგახსენებს ჩვენი მთავრობის ამბავს.
რადგან სიმღერაზე მკითხეთ, სიმღერა ჩემი ჰობია. კარგად ვმღეროდი. ჩემი ძმა პროფესიონალია, მამია ხატელიშვილის გუნდში მღეროდა. მამაჩემი და დედაჩემიც კარგად მღეროდნენ. ჩემს შვილებს ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ.
უტა მყავს 19 წლის, ბერა – 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის – ცოტნე. უტას კი შეეძლო, მაგრამ მუსიკოსობა არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში. გვანცა ძალიან კარგად ხატავს, უკრავს და მღერის. არ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში ჩართულიყვნენ. როგორც მე ვიყავი ნეიტრალური პოლიტიკის მიმართ, ისე იყვნენ ესენიც. მაგრამ ასე მოხდა, რომ გვანცას გარდა ყველანი ჩავერთეთ. პატარა ცოტნემაც კი ჩაიცვა მაისური “ქართული ოცნებით” და ყოველ საღამოს მახსენებს, მამიკო, შენ რატომ არ გაცვიაო.
სუფრაზეც ვთქვათ. თამადობა მიწევს, როცა სახლში სტუმრები მყავს და როცა ხასიათზე ვარ, მაგალითად, როცა ჩემს მეგობრებთან ვარ, “ქართულ ხმებთან”. მათ უყვართ ჩემი თამადობა. არავის ეწყინოს, მაგრამ, კარგი ტრადიცია ცოტა არ იყოს დავამახინჯეთ: სამი კაცი რომ შეიკრიბება და 60 სადღეგრძელოს ამბობს – არ მგონია ლამაზი. ეს უნდა ხდებოდეს იშვიათად და იმ პეწით, რაც ამშვენებს ქართულ სუფრას. კარგი ლექსი უნდა ითქვას სუფრაზე, კარგი სიმღერა, უნდა შეზარხოშდე კიდეც და არა – გატიალდე. და ეს შეზარხოშება, რაღა დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ყოველდღიური ცხოვრების წესად არ უნდა იქცეს.
ქართული ღვინოები მომწონს ძალიან. ღვინოს სახლში ვაყენებ, მამაჩემის დანატოვარ ქვევრებში. ჩემი სიმამრიც მოყვარული იყო ამ საქმის. ამ ათი წლის წინ დიდი ტრაგედია გვქონდა ჩემს მეუღლეს და მე – სამი მშობელი დავმარხეთ ერთ წელიწადში.
დედა მყავს 89 წლის. ერთად ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რაც მამაჩემს ჰქონდა და მეც ძალიან მიყვარს ეს საქმე. მხოლოდ ჩემი სახლის ღვინოს მოვიხმარ, თუმცა ფრაგული ღვინოების კარგი კოლექცია მაქვს.
დედაჩემმა პოლიტიკაში ჩემი წასვლის ამბავი რომ გაიგო, ტელეფონში მითხრა, შვილო, დაწინაურებას გისურვებო. მეორეჯერ რომ დაველაპარაკე – ჩემი ყოველი დილა იმით იწყება, რომ დედას ვურეკავ და მოვიკითხავ, სადაც არ უნდა ვიყო – ვეკითხები, დედა, დაწინაურებას აღარ მისურვებ-მეთქი? ეცინება და მეუბნება, კარგი, დამანებე თავი, დაივიწყე, რაც გითხარიო.
ნარდი ძალიან მიყვარს და ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობ. ნარდი ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა. გრძელი ნარდი მიყვარს ძალიან და “ქართულ ხმებთან” მაგარი ომი გვაქვს. ჩემპიონატებს ვატარებთ ხოლმე.
– არც ვნადირობ და არც ვთევზაობ. ძალიან მიყვარს ბუნება და ამას ვერაფრით ვიკადრებ. მახსოვს, 19 წლის ვიყავი, როცა მწყერზე ნადირობიდან ვბრუნდებოდი. ნახნავებიდან გვრიტი აფრინდა და ვესროლე. წაფრთხიალდა და დავარდა. მეორე, როგორც ეტყობა, მისი წყვილი იყო. იმდენი იწვალა, ჩავიდა-ამოვიდა იმის ამოსაყვანად, ჩავიდა-ამოვიდა. ისე გამიფუჭდა ხასიათი, დავაგდე ორლულიანი თოფი და მახსოვს, რომ კონდახი შუაში ამოტყდა. იმის შემდეგ თოფი ხელში აღარ ამიღია.
სხვათა შორის ბეღურები არ მიყვარს. მუდმივად ართმევენ ბუდეს მერცხლებს და ეს ვერ მიპატიებია.
ბუნება ძალიან მიტაცებს. ჩემი ჰობია – სეირნობა და ფიქრი. ჭორვილაა ჩემი სამშობლო. ყველაფერი მიყვარს მისი, სულ მესიზმრებოდა. სამი წელიწადია, გარეთ არ გავსულვარ, ისე მეძნელებოდა მისი დატოვება. უნიკალური ნერგები ჩამოვიტანე. ძალიან მიყვარს ბაღის გაშენება და სულ ჩემი ხელით ვაკეთე პარკი ჯერ ჭორვილაში, მერე ურეკში და თბილისშიც. უამრავი ნერგი მაქვს დარგული…“–ამბობს ბიძინა ივანიშვილი

გადაბეჭდვის წესი