სიახლეები

„ბათუმელებმა” ამოიცნო შანტაჟისტი პოლიციელი

30.05.2012 • • 1268
„ბათუმელებმა” ამოიცნო შანტაჟისტი პოლიციელი

netgazeti.ge

“ბათუმელებმა” დაადგინა შანტაჟისტი პოლიციელის ვინაობა;
• 2009 წლის 25 ნოემბერს ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის მიმართ შანტაჯს ახორციელებდა საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი;
• გაზეთი “ბათუმელები” ითხოვს მთავარი პროკურატურისგან დროულად დაკითხოს დავით დევნოზაშვილი.

პოლიციამ დავით დევნოზაშვილის მონაცემები ჩაიწერა, მაგრამ ოქმი არ გააფორმა

20 ნოემბერს, გაზეთმა „ბათუმელებმა“ მიაკვლია იმ პირს, ვინც გაზეთ „ბათუმელების“ საგამოძიებო ჯგუფის კოორდინატორს, თედო ჯორბენაძეს 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს (ყოფილი უშიშროების შენობა,  გრიბოედოვის ქ.#4) შენობაში, შანტაჟის გზით, აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა. გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2009 წლის 26 ნოემბერს მიმართა პროკურატურას საქმის აღძვრის მოთხოვნით. ორი წლის მანძილზე საქმე არ გახსნილა და პროკურატურა აცხადებდა, რომ ვერ ხერხდება იმ პირების პოვნა, რომლებმაც 25 ნოემბერს თედო ჯორბენაძე ბათუმში, გრიბოედოვის ქ.#4-ში დაიბარეს და დააშანტაჟეს.

გამოძიებას უნდა დაედგინა, ვინ იყო „ვინმე ბატონი დავითი“, რომელიც 2009 წლის ნოემბერში  შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ერთ-ერთ სამმართველოს შენობაში აშანტაჟებდა ჟურნალისტს საბჭოთა კაგებეს მეთოდებით _ ეუბნებოდა, რომ თუ მათთან არ ითანამშრომლებდა, გაავრცელებდნენ მის „მაკომპრომეტირებელ ფოტოებს“. თედო ჯორბენაძესთან ერთად იმყოფებოდნენ გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი.

2009 წლის დეკემბერში გამოძიებამ თედო ჯორბენაძეს, მზია ამაღლობელსა და ეთერ თურაძეს ამოსაცნობად წარუდგინა ფოტოები, თუმცა მათ შორის არ იყო „ვინმე ბატონი დავითის“ ფოტო.

ორწლიანი დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად „ბათუმელებმა“ მიაგნო  „ვინმე დავითს“ _ დავით დევნოზაშვილს.

1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილი თბილისში, დოლიძის 26-ე კორპუსში ცხოვრობს.  მისი ამოცნობა გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შეძლო, რომელმაც დევნოზაშვილს სახლში შპს „ბათუმელების“ თანამშრომლებთან ერთად მიაკითხა. დევნოზაშვილმა ამაღლობელთან საუბრისას დაადასტურა, რომ მართლაც მუშაობდა ბათუმში. მზია ამაღლობელი დევნოზაშვილთან საუბრის შემდეგ დაუკავშირდა საპატრულო პოლიციას და აცნობა, რომ დავით დევნოზაშვილი არის სწორედ ის პირი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებით აშანტაჟებდა ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ დოლიძის 26-ე კორპუსთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. ეკიპაჟის უფროსი კაპიტანი ხვიჩა კირვალიძე იყო. საპატრულო ეკიპაჟთან ერთად ადგილზე მოვიდნენ გამომძიებლები. უბნის ინსპექტორმა „ბათუმელებთან“ დაადასტურა,  რომ დავით დევნოზაშვილი ნამდვილად ცხოვრობს აქ და ის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელია.

საპატრულო პოლიცია ადგილზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და აწარმოებდა სატელეფონო კონსულტაციებს. 18.34 საათზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა მზია ამაღლობელთან და განუცხადა, რომ ხელმძღვანელობას ესაუბრნენ, დაადასტურეს, რომ გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს აღნიშნულ ბინაზე თვალთვალი. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ გააფორმა სათანადო აქტი და მიატოვა გამოძახების ადგილი.

გაზეთი „ბათუმელები“ ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, სამართალდამცავებს გამოეძიებინათ ბათუმში ჟურნალისტზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტი. 2009 წელს „ბათუმელებმა“ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართა. „ბათუმელების“ პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ,  MDLF-მა საქართველოს პრეზიდენტს და ამერიკელ სენატორებს, მათ შორის სენატორ მაკ-კეინსაც მიმართა. „ბათუმელების“ განცხადებას გამოეხმაურნენ გაზეთების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გევინ ო’რეილი და რედაქტორთა მსოფლიო ფორუმის პრეზიდენტი ჰავიერ ვიდალ-ფოლჩი, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქმის გულდასმით გამოძიება და დამნაშავეების დასჯა სთხოვეს.

ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის უშიშროების ყოფილ შენობაში შანტაჟის მცდელობის გამოუძიებელი საქმე მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაით ვოთჩის“ 2010 წლის ანგარიშშიც.

2010 წლის 10 იანვარს ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახურულ შეხვედრაზე მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ახსენა “გაზეთი ბათუმელებიც“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელი თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტის სიტყვის „ქვეტექსტი დაახლოებით ასეთი იყო: “ბათუმელები” ისეთს არაფერს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილიყო მისი დაშინებით. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მათ სურათები აჩვენეს, მაგრამ ვერავინ ამოიცნეს”.

მაშინ, როცა გამოძიება „ვინმე დავითის“ „ამაოდ ადგენდა“, საქართველოს პრეზიდენტმა  2011 წლის 11 ივლისის #11/07/02 განკარგულებით, „ვინმე დავითს“ – დავით დევნოზაშვილს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილის #36-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 67,17 კვადრატული მეტრი ბინა 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადასცა. საჯარო რეესტრის მონაცემებით ეს ბინა უკვე დავით დევნოზაშვილის საკუთრებაა.

გადაბეჭდვის წესი