სიახლეები

„ბათუმელები“ დღეს არ გაიყიდება

30.05.2012 • • 1117
„ბათუმელები“ დღეს არ გაიყიდება

გაზეთი „ ბათუმელები“ დღეს ჯიხურებში არ გაიყიდება. „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის განმარტებით, გაზეთის დაბეჭდვა სტამბამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოახერხა. სტამბას ტექნიკური პრობლემის შესახებ გაზეთის მენეჯმენტი წინასწარ არ გაუფრთხილებია.

„ბათუმელები“ ბოდიშს უხდის თავის მკითხველს, რომელსაც გაზეთი წესით დღეს, 10 ოქტომბერს უნდა მიეღო.
2011 წელს ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელების“ დაბეჭდვამ ერთი დღით დაიგვიანა.
გაზეთი „ბათუმელები“ დამოუკიდებელი გამოცემაა და მას 10 წლის ისტორია აქვს. ყოველკვირეული გაზეთი 5000 ტირაჟით თბილისში იბეჭდება და უკვე ერთი წელია, რაც ყოველ ორშაბათს გამოდის.

გადაბეჭდვის წესი