სიახლეები

„აჰა, ნახეთ ჩემი მობილური ტელეფონი“

30.05.2012 • • 1207
„აჰა, ნახეთ ჩემი მობილური ტელეფონი“

ახალი ტელეფონები ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის ბიუჯეტის ფულით
„ჩვენთვის, აჰა ნახეთ ჩემი მობილური ტელეფონი, ეს ლენტა რომ მოვხსნა, აღარ იმუშავებს“, – მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის გელა მახარაძე „ნოკიას“ძველ მობილურ ტელეფონს გვიჩვენებს და პასუხს სცემს „გაზეთ ბათუმელების“ შეკითხვას – ვისთვის ყიდულობთ მობილურ ტელეფონებს?
გელა მახარაძემ ასევე დააზუსტა, რომ ახალი მობილური ტელეფონებით მერიის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ისარგებლებენ. მობილური ტელეფონის ფასი, სავარაუდოდ, 700 ლარის ფარგლებში იქნება. სულ 16 ერთეულის ყიდვაა დაგეგმილი.
რატომ ბიუჯეტის ფულით?
-„თბილისის მერიის თანამშრომლები, თბილისის საკრებულოს თანამშრომლები თუ იყიდიან მობილურ ტელეფონებს, ჩვენ რატომ ვერ ვიყიდით ვითომ“, – ამბობს გელა მახარაძე.
ბათუმის მერიის სამსახურების უფროსების თანამდებობრივი სარგო 1650 ლარია. ამას ემატება კვარტალური პრემიების ოდენობაც.
სულ 13 ათასი ლარი მობილური ტელეფონებისთვის. ბათუმიის მერიის შესყიდვების გეგმა შეიცვალა, მას ახალი შესყიდვა დაემატა.
ასევე ქალაქ ბათუმის ვებ-გვერდის დამზადებისთვის 4 950 ლარი გაითვალისწინეს. ბათუმის მერიას ვებ-გვერდი უკვე აქვს, მაგრამ როგორც საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ის უფრო ინფორმაციული გახდება.
დღეს საკრებულოს სხდომაზე შესყიდვების გეგმაში ცვლილებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

გადაბეჭდვის წესი