სიახლეები

„არც ასი წლის შემდეგ ვინანებ“

30.05.2012 • • 1350
„არც ასი წლის შემდეგ ვინანებ“

ანა კოსტავა

ავტორი: ლელა დუმბაძე
16 წლის ანა კოსტავა მეათე კლასში სწავლობს, თუმცა მას უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე 21 წლის მათე ცხადაძეა, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი. ანას მშობლები და ერთი წლის დაიკო თბილისში ცხოვრობენ, ოჯახი კი ბათუმში შექმნა, აქ მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მომავალი მეუღლე სამი წლის წინ, ნათესავის ოჯახში გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ანა სრულწლოვანი არაა, მიაჩნია, რომ გაცნობიერებული ნაბიჯი გადადგა.

ის ახლა ლიტერატურის გაკვეთილზეა. მოსწავლეების მსჯელობიდან ვხვდებით, რომ დისკუსიის თემა ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩაა“. მოსწავლეები კამათობენ, თუ რის მაგალითს იძლევა „ონისე“, როცა „ცდუნების“ მთელ პასუხისმგებლობას საყვარელ ქალს აკისრებს, რამდენად სწორად მოიქცა ხევისთავი, როცა საკუთარი შვილი სიკვდილით დასაჯა… ტრადიციები, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

ანას მიაჩნია, რომ მისი ნაბიჯი ბოლომდე გააზრებულია. „საერთოდ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ვფიქრობ, მტკიცე ხასიათი მაქვს და შემიძლია პრობლემების დამოუკიდებლად გამკლავებაც. დამოუკიდებლობის მოპოვებას ბავშვობიდანვე ვცდილობდი. ვკამათობდი მშობლებთანაც, რადგან მიწევდა დამემტკიცებინა, რომ გაცილებით მეტი შემეძლო, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ“.
ანამ მომავალი მეუღლე ნათესავის მეშვეობით გაიცნო. სამი წლის შემდეგ კი მასთან ერთად ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. „დედაჩემს ფრთხილად შევაპარე, მინდოდა გამეგო რა რეაქცია ექნებოდა ჩემს გადაწყვეტილებაზე. თავიდან გაბრაზდნენ მშობლები, რადგან უნდოდათ სკოლა დამემთავრებინა. მე და ჩემი მეუღლე გავიპარეთ და ოჯახი მაინც შევქმენით. რა თქმა უნდა, ახლა სიტუაცია დალაგდა და მშობლებიც შეეგუენ ჩემს გადაწყვეტილებას“.

ანა და მათე სულ რაღაც ორი თვეა რაც ერთად არიან, თუმცა ანა ქორწინების ბეჭედს სკოლაში არ ატარებს: „ვცდილობ, სკოლაში არ ვატარო. მეუხერხულება მაინც“. ანა აპირებს გამოცდები ექსტერნად ჩააბაროს და სკოლა ვადაზე ადრე დაამთავროს, რადგან თუკი შვილი მალე შეეძინება, პატარა ბავშვით სკოლაში სიარულს ვერ მოახერხებს: „უხერხულია მაინც. იმედი მაქვს, რომ გამოცდებს ჩავაბარებ, მაგრამ თუკი ასე არ მოხდა, ჩვილს ხელოვნურ კვებაზე გადავიყვან“.
ანა ამბობს, რომ დედობა გააზრებული აქვს და ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არის: „ჩემი და ერთი წლისაა, ვერ ვიტყვი, რომ მის მოვლაში ძალიან ჩართული ვიყავი, თუმცა გარკვეული გამოცდილება მასთან ურთიერთობითაც მივიღე. ვფიქრობ, შევძლებ“.

დღეს საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია სექსუალური თემატიკა, თუმცა ნაკლებად სკოლებში. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ადრეული ქორწინება ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტს უკავშირდება. შედეგი კი საბოლოო ჯამში ის არის, რომ ადვილად ინგრევა ოჯახები. ანა ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, ისე კი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მაინც ინდივიდუალურია: „ვფიქრობ, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ აზროვნებს ადამიანი. ბევრი მოზარდი ადვილად ყალიბდება ადრეულ ასაკშიც, არიან ისეთებიც, რომლებსაც წლების შემდეგაც უჭირთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მხოლოდ, ვფიქრობ, რომ ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. არ ვნანობ და არც ასი წლის შემდეგ ვინანებ. საერთოდ, ჩვენთან ბევრი სტერეოტიპი არსებობს. გათხოვილი მოსწავლეც ძალიან უკვირთ. ბევრ კითხვას მისვამდნენ, როგორც გათხოვილ ქალს. ვფიქრობ, ჩემი ასაკის გოგონებს არ აქვთ სწორი დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ბევრი ძალიან მეოცნებეა. როცა შეგიძლია ნაკლი დაინახო და აღიარო, მაშინ მარტივია პრობლემის გადაწყვეტა. ოჯახურ ურთიერთობაში მთავარი ნდობა და პატივისცემაა, თუმცა, ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს“.

ანა ამბობს, რომ, ჯერჯერობით, მისი ცხოვრების რიტმი განსაკუთრებულად არ შეცვლილა: „ალბათ იმიტომ, რომ დიასახლისობა არ მიწევს. ხელს მიწყობენ, რომ ვისწავლო. მინდა ჟურნალისტი გამოვიდე და ბათუმში ვიმუშაო, რადგან აქ უფრო ადვილია თავის დამკვიდრება“.

გადაბეჭდვის წესი