სიახლეები

“მაესტრო” საგანგებო ვითარებაში მაუწყებლობს

30.05.2012 • • 1400
“მაესტრო” საგანგებო ვითარებაში მაუწყებლობს

ნეტგაზეთი
ტელეკომპანია “მაესტრო” საგანგებო რეჟჲმში მუშაობს მას შემდეგ, რაც მაუწყებლობა აღსდგა. საინფორმაციო სამსახურის რამდენიმე თანაშრომელი სტუდიაშია ჩაკეტილი.

სტუდიაში იმყოფება თამარ რუხაძე, “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელი, რომელმაც “ნეტგაზეთს” ამ წუთისთვის ტელევიზიაში არსებული ვითარება აღუწერა:

“სტუდიაში და საეთეროში შემოსასვლელი კარის არის დაკეტილი, დაკეტილი არის იმიტომ, რომ გარეთ ისევ არიან უცნობი ადამიანები და ნებისმიერი თანამშრომლისთვის რომ გაიღოს ეს კარი, გაიღება ყველასთავის. ამიტომ ეს კარი შიგნიდან არის დაკეტილი და ეროსი კიწმარიშვილი აქ ვერავის ვერ შემოუშვებს, რადგან ისიც გარეთ არის”.

თამარ რუხაძე ამბობს რომ მან მაშინ შეძლო შენობაში შეღწევა, როცა ჟურნალისტების ჯგუფი შევიდა, მაშინ როცა კიწმარიშვილს განცხადება უნდა გაეკეთებინა, თუმცა ამბობს რომ არ უნახავს და არ უსაუბრია ეროსი კიწმარიშვილთან. მისი ინფორმაციით სტუდიაში იმყოფება მამუკა ღლონტიც.

“მაესტროს” შენობის გარეთ, ნუცუბიძის ქუჩაზე ამჟამად 50 მდე ადამიანია შეკრებილი – ჟურნალისტები, პოლიციელები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები”. შენობის ეზოში კი იმყოფება ეროსი კიწმარიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად და რამდენიმე ჟურნალისტი.

გადაბეჭდვის წესი