სიახლეები

ჰალსტუხის გარეშე

30.05.2012 • • 1213
ჰალსტუხის გარეშე

ავტორი: თეონა თურმანიძე
19 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციაში, კითხულობდა სალექციო კურსებს – 32 წლის თემურ დიასამიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის სამსახური რუტინული საქმე არ არის, არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰკითხო და გასწავლონ, შეუძლებლია ყველაფერი იცოდე. თავისუფალი დრო? – მაქვს, თუმცა ყოფილა დღეები, როცა ღამის სამ საათამდე სამსახურში ვიყავი.
არის მომენტები, როცა ვფიქრობ, ნეტა სადმე გადამასახლა, ტელეფონი გამათიშინა, პასუხისმგებლობით თუ უდგები საქმეს, დამღლელია. ამ დროს ოჯახი მშველის, მეგობრები, გართობა, ახალი საქმე…
როგორ ვერთობი? ჩვეულებრივად, სახლში ვიკრიბებით, კაფეში, ზაფხულში ზღვაზე:) ჰო, მართლა, ახლა დავიწყე თურქული ენის შესწავლა, მინდა საფუძლიანად ვისწავლო და არც ისე ადვილია.
შეყვარებული ვიყავი, კი სერიოზულად, თუმცა დავშორდით. ახლა ვმეგობრობთ, მგონი, უცნაური არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, უკანასკნელი სიყვარული არ იყო:)
შეყვარებული თემური – ელეთ-მელეთი მომდის:) მართლა ასეა:) ამას ყველა შეყვარებისას ვგრძნობ, ურთიერთობებს სჭირდება მეგობრობა. როცა გიყვარს, აღარ გრჩება დრო არაფრისთვის და მხოლოდ მასთან გინდა. მოჩვენებითი თუ ვყოფილვარ? ვიყავი სტუდენტობისას, უფრო სწორად, თავს ვეძებდი..
ფული მეხარჯება ოჯახში, ტანსაცმელში, გართობაში, დანაზოგის დაგროვება დავიწყე, არ შემიძლია ასეთი რამეები, მაგრამ უნდა შევძლო.
ახლახან სადოქტოროზე დავიწყე მუშაობა წელიწად-ნახევარში დავასრულებ, იმედია:)
ოცნება? ოსკარი მინდა:) ოღონდ მართლა, :) სიტყვაც მაქვს მომზადებული.:)

33 წლის ზვიად ელიზიანი სხვადასხვა სფეროში მუშაობს. პირველად მუშაობა 2001 წელს დაიწყო ბათუმში. აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, ტურიზმის განვითარების კუთხით, რომელიც ძირითადად საგრანტო პროექტებზეა ორიენტირებული. ასევე კერძო კომპანია, რომლის ფარგლებშიც ტურისტულ და სასტუმრო სერვისის სფეროში მსურველებს ტრენინგებს სთავაზობს. ერთ-ერთი მნიშნველოვანი პროექტი, რომელსაც ბოლო წლებია მეგობრებთან ერთად ახორციელებს, ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალია (BIAFF), რომელიც მეექვსე წელია ტარდება. „ – მიმაჩნია, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული პროექტია არამარტო აჭარაში, არამედ ქვეყნის მასშტაბით. ასევე ვატარებ ლექციებს და ტრენინგებსაც“.
ამდენი საქმე ერთად დამღლელია, არ გბეზრდებათ?
-შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მომბეზრდა – საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერსო საქმიანობაა. თან, არავისზე არ ვარ დამოკიდებული. გართობა? თუ კარგად დაგეგმავ, თავისუფალი დრო დაგრჩება. ხშირად ახლობელებთან და მეგობრებთან, ხან მოგზაურობაში ან ზოგჯერ მარტოც ვატარებ. ფული? – ფული იმისთვის არის, რომ უნდა დაიხარჯოს :) უაზროდ ხარჯვას არ ვგულისხმობ, მაგრამ არ მიყვარს ძალიან ხელმომჭირნეობაც და არც ისეთი ხალხი, ვინც ყველა კაპიკს ითვლის. ბევრ რამეში შეიძლება ხარჯავდე – გართობაში, მოგზურობაში, ხან გარდერობის განახლებაში, თუმცა ამ უკანასკნელში ბევრი არ მეხარჯება, ძირითადად ინტერნეტით ან უცხოეთში ვყიდულობ. დანანებით არ მენანება – ვხარჯავ იმაში, რაც მაინტერესებს და მსიამოვნებს.
– ვისთან ერთად ცხოვრობ და ვისი აზრი შეიძლება გაითვალისწინო ოჯახის შექმნისას?
– ამჟამად მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. ოჯახის ყოლის შემთხვევაში, ცხადია, მარტო ცხოვრება სჯობს. ოჯახის შექმნის დროს აზრის გათვალისწინებას რაც შეეხება – ერთადერთი ჩემი, საკუთარი აზრია:), ამ კუთხით სხვისი აზრი ნაკლებად საინტერესოა და მნიშვნელოვანი.
სამომავლო გეგმები… ბევრია, ერთ-ერთი – ვაპირებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, გავზარდოთ პროგრამა, დავამატოთ სხვადასხვა ღონისძიებები. ასევე ვაპირებ ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებასაც.
რაზე ვოცნებობ? ბევრ რამეზე, ალბათ:). მოგზაურობაზე ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ – პირველ რიგში, ლონდონში. გრანდ კანიონზე აშშ-ში და ალპებში. მინდა ასევე მქონდეს საკუთარი კერძო სახლი (თანამედროვე მინიმალისტური დიზაინის) და საკუთარი როკ/ჯაზ/ბლუზ ბარი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ბათუმის კინოფესტივალი ვაქციოთ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად (რაც მიუღწეველი არაა). და კიდევ ბევრი რამ, ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
36 წლის პაატა ჯალაღონია, საიას ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე: საიაში 1999 წლიდან ვარ, მერე წავედი, ახლა ისევ აქ ვარ:) მიმუშავია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, თბილისის პოლიტიკური აკადემიის, ბათუმის ინსტიტუტში ლექტორად. სკოლაშიც ვმუშაობდი, ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრის თავმჯდომარეც ვიყავი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის და მერე იმერთის რეგიონში.
-სულ ორჯერ მიყვარდა, ჯერ სკოლაში… დღემდე მგონია, რომ ნამდვილად მიყვარდა, მერე სტუდენტობის დროს. ეს უკანასკნელი ალბათ უფრო ლტოლვა იყო, თუმცა მიყვარდა ისიც… და მას მერე? _არავინ მყვარებია, მოწონებით ბევრი მომწონებია. ქცევას და ხასიათს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. „პატარა გოგოები“ თუ მომწონს?:) –:)) არა, 25-დან ზევით:) როცა ქალი აქტიურობს? – არ მაღიზიანებს:) არასდროს მიფიქრია, როგორი ცოლი მეყოლება, შეიძლება არ მუშაობდეს, მერე რა:) ან სულაც დაკავებული იყოს, მოკლედ, ქალზეა ყველაფერი დამოკიდებული… ყველა ვერ იქნება რეალიზებული, მომხიბვლელობა რეალიზებასთან კავშირში არ არის.
პრაგმატულობა მაკლია, სტაბილური და მშვიდი ვარ… არ მიყვარს ჩემ შიგნით რაც ხდება, ყველას ვაჩვენო, არ მინდა, ვინმე დავღალო…
ხშირად იღიმი… – კი, ასე ჯობია:)

გადაბეჭდვის წესი