სიახლეები

ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა

30.05.2012 • • 1284
ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ირინა ყურუა, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო პროგრამ „მაცნეს“ დღის გამოშვების პროდიუსერი, ამბობს, რომ მათი არხის ჟურნალისტსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილების შეუჩერეს. 25-ე არხზე ამბობენ, რომ ამის შესახებ მათ შოთა ხიზანიშვილმა აცნობა.

ირინა ყურუა: „ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით შს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს, რომელიც დაგვიპრდა, რომ საქმის არსში გაერკვეოდა. ცოტა ხანში შს სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსლიება შეუჩერდა. შოთა ხიზანიშვილმა თქვა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადასტურეს მომხდარი ინციდენტის შესახებ და ფაქტზე დაიწყო მოკვლევა“.

გადაბეჭდვის წესი