სიახლეები

ჯენტლმენური სპორტი საზოგადოებრივ საწყისებზე

30.05.2012 • • 1425
ჯენტლმენური სპორტი საზოგადოებრივ საწყისებზე

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

გასულ ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბათუმელ მოფარიკავეს სულ რამდენიმე ქულა დააკლდა. სალიცენზიო ტურნირზე მან საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა წლის განმავლობაში გამართულ შეჯიბრებებზე დაუფინანსებლობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, რის გამოც ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის საჭირო ქულები ვერ მოაგროვა. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი ირაკლი ჭელიძე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფარიკაობის ფედერაცია ბათუმში დღემდე საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს და არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვებს სპეციალურ ბილიკზე ვარჯიშის საშუალება მიეცეთ.

ბათუმის სპორტსკოლაში ფარიკაობის შესასწავლად ასამდე ბავშვი დადის, მათ შორის ბევრი სპორტის ამ სახეობას ხუთი წლიდან ეუფლება. დღეში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მეცადინეობენ, ოღონდ არა – სპეციალურ ბილიკზე, რადგან ფარიკაობისთვის განკუთვნილი საათის შემდეგ დარბაზში ფრენბურთის ჯგუფი შედის, 14 სმ სიგრძის ელექტრობილიკის ყოველდღიურად აღება-დაგება კი შეუძლებელია.

„ადრე სპეციალური სტაციონარი გვქონდა, სადაც ექვსი ბილიკი იყო დაფენილი. ახლა იმ დარბაზში მოჭიდავეები შეიყვანეს. ბოლო წლებში აღჭურვილობაც არ გვქონდა, არც საბრძოლო იარაღი, რამაც ძალიან დაგვწია უკან. ბილიკი და შესაბამისი აღჭურვილობა ბათუმის მერიამ გასულ წელს შეგვიძინა, ამიტომ დარბაზის გამო აღარ ვწუწუნებთ.“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა თენგიზ მორჩილაძემ.

დარბაზში, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ, ჰაერის ნაკლებობა და საპირფარეშოს სიახლოვე იგრძნობა, თუმცა არც მწვრთნელი გენა სმირბა და არც მისი მოწაფეები პირობებს არ უჩივიან. მათი ერთადერთი სურვილი და სათხოვარი შეჯიბრებებზე წასვლის შესაძლებლობაა.
13 წლის მოფარიკავე რომან კეჟერაძე, რომელიც უკვე ხუთი წელია ვარჯიშობს, ამბობს: „ფარიკაობა იმიტომ ავირჩიე, რომ ლამაზი სპორტია, მომწონს და კმაყოფილი ვარ.“ თუმცა ერთადერთი, რაზეც გული სწყდება ისაა, რომ შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა. იგივე გვითხრა აგინა სმირბამაც, რომელსაც ფარიკაობაში საუკეთესო შედეგები აქვს და 14 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონია.

ფარიკაობის ფედერაცია ბათუმში საზოგადოებრივ საწყისებზეა. სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის მთავრობა დიდ სახსრებს არ ხარჯავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც სპორტსკოლა მუშაობს, მხოლოდ ჩემპიონატებს აფინანსებს, რისთვისაც ფარიკაობის ფედერაციას 2012 წლის ბიუჯეტში 10 000 ლარი გამოუყვეს. რაც შეეხება იმ რვა პედაგოგის დაფინანსებას, რომლებიც ბავშვებს ფარიკაობაში წვრთნიან, ისინი ხელფასს, როგორც სპორტსკოლის თანამშრომლები, ისე იღებენ და მათი ანაზღაურება თვეში 250 ლარია.

ფედერაციის პრეზიდენტი ბიზნესმენი რევაზ ჭაღალიძეა, რომლის როლიც გენერალური მდივნის განმარტებით „ფედერაციისთვის სპონსორების მოძებნაში უნდა გამოიხატოს.“ კითხვაზე, გამოუდის თუ არა მას ეს? – ბიზნესმენი პასუხობს, რომ ცდილობს.
გენერალური მდივნის თენგიზ მორჩილაძის მოვალეობა კი ფედერაციის დოკუმენტაციის მოწესრიგება და მთავრობისთვის ფინანსური ანგარიშის ჩაბარებაა. „წესით, ბუღალტერიც უნდა გვყავდეს, მაგრამ მაგის ფუფუნება არ გვაქვს“ -უთხრა მან „ბათუმელებს“.

უკვე გამოცდილი მოფარიკავე და საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი ირაკლი ჭელიძე სპორტის იმ სახეობაში, რომლითაც ბავშვობაში „მოიწამლა“, ბათუმის #1 სკოლის მოსწავლეებს წვრთნის, ახლა ეს მისი სამსახურია. ამბობს, რომ ფარიკაობა სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ადამიანად ჩამოყალიბებაში გეხმარება. „ბრძოლის დროს ფიქრი გჭირდება, როცა ფარიკაობ, იმ დროს არ ფიქრობ, რომ ეს სპორტია. მას იმდენად ჯენტლმენური წესები აქვს, რომ მიუხედავად იმისა, როცა ბილიკზე ხარ და იქ შენი მოწინააღმდეგისგან ყველა ჩხვლეტა წაგების დასაწყისს ნიშნავს, უსიამოვნო განწყობა ბილიკს იქით წამითაც არ მიგყვება.“

გადაბეჭდვის წესი