აჭარის განათლების სამინისტრო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის, დამატებით კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2013, 2014 და 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71 % -ს. სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:
სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;
სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში 2016 წლის 7 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით.