ძველი ბათუმის ძვირადღირებული “არაჩვეულებრივი” რეაბილიტაციის მეორე ტალღა

ძველი-ბათუმის-ძვირადღირ

ავტორი :ნათია ზოიძე

ბათუმის მერია ისტორიულ უბნებში მცხოვრებლებს ემუქრება.სახლები, რომლებიც მერიის რეაბილიტაციის გეგმაში მოხვდა, მოსახლეობის თანადაფინანსებით უნდა გაკეთდეს. მერია მანსარდს დააშენებს, მოქალაქე კი ერთ კვადრატულ მეტრში 350 ლარს გადაიხდის. თუ მესაკუთრისთვის ეს პირობა მიუღებელია, მერია სახლზე მანსარდს მესაკუთრის ნებართვის გარეშეც დააშენებს.იმ შემთხვევაში,თუ ფართობი იზოლირებული არ არის, მერია სასამართლოს მიმართავს და თანხის ამოღებას მესაკუთრისგან „უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმით“ შეეცდება. იურისტები მერიის მიერ მიღებული განკარგულების ნორმას იურიდიულ კაზუსად მიიჩნევენ.

გოგებაშვილის ქუჩის ნომერი 22. სახლის ხედი _ ბათუმის პორტი. გარდა იმისა, რომ ეს შენობა ისტორიული ძეგლია, იგი ყველაზე გრძელი სახლია ბათუმში, მისი სიგრძე 68 მეტრია. მემორიალურ დაფაზე წერია, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი გრაჩ სეჩენიანი. ორსართულიან, დერეფნისსისტემიან სახლში მხატვრის შთამომავლები აღარ ცხოვრობენ.ამ სახლში 37 ოჯახი ცხოვრობს. მათ სახლის მომავალზე ჟურნალისტებთან საუბარი ძირითადად არ სურთ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ემზარ სულაბერიძეიმას გვიყვება, რაც ერთი თვის წინ ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა,თემურ ჩარკვიანმამათ უთხრა: ინვესტორი მოვა. ლუიზა ლომაძეს კი განსხვავებული ინფორმაცია აქვს. იდეა _ ინვესტორი აქ „ქარვასლას“ ტიპის სავაჭრო სახლის მშენებლობას გეგმავდა, აღარ განიხილება.

ლუიზა ამ სახლის ამხანაგობის თავმჯდომარეა. ის სახლის რეკონსტრუქციით დაინტერესებულია. მანსარდის დაშენება ადრეც უცდიათ _ხარჯები მშენებლებს დაათვლევინეს. სწორედ მათგან იციან, რომ ე.წ. „თეთრი კარკასი“ კვ/მ 80 დოლარი დაუჯდებოდათ (ინდივიდუალურად დაშენება რომ არ იკრძალებოდეს,ე.წ. შავი კარკასის მისაღწევად 15 ათასი ლარი იქნებოდა საკმარისი).
ლუიზა ლომაძეს ჯერ დოკუმენტი არ უნახავს და არც მედიით მოუსმენია სიახლეების შესახებ. ამბავი შვილმა მიუტანა გამგეობიდან. გამგებელმა ავთანდილ ბარამიძემ აუხსნა, რომ შეიძლება 1 კვადრატული მეტრის თანადაფინანსება 350 ლარი დაჯდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მერია დააშენებს მანსარდს 350 ლარად,15 000-ის ნაცვლად 21 ათასი ლარი ექნებათ გადასახდელი. მიუხედავად ამისა, მისთვის ეს პირობა მისაღებია, რადგან ბანკიდან სესხის გამოტანის შემთხვევაში თანხა შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო.
მერიის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა,რომ გოგებაშვილის 22 ნომერში მდებარე სახლის რეაბილიტაცია პირველ ეტაპზე არ იგეგმება. გოგებაშვილის ქუჩაზე სახლების (#52, 44 , 42, 36, 38) რეაბილიტაცია ერთდროულად დაიწყება. უკვე ცნობილია ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანიაც: „ანაგი“ და სულხან გოგიბერიძის „კრატივი იმპრეშენს კავკასუსი“ ორი სახლის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
მერია სახლების მესაკუთრეებთან უკვე ხელშეკრულებებს აფორმებს, პარალელურად კი შესაბამის განკარგულებას ცვლის და პირობებს ამკაცრებს.

პირობების გამკაცრებასსაკრებულო არშეწინააღმდეგებია. 12 მარტსსაკრებულოსსხდომაზე ამ თემაზე არ უმსჯელიათ. სათაური წაიკითხეს და კენჭი უყარეს.

განკარგულების პროექტში ვკითხულობთ:ობიექტის მესაკურეთა მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა დამატებით მანსარდის ტიპის დაშენებული ფართობის შემთხვევაში ყოველ კვ/მეტრზე შეადგენს 300 ლარს(ნაცვლად 200-ისა), ხოლო სხვა ტიპის ფართობის მიშენების ან დაშენების შემთხვევაში _ 350 ლარს.

თუ პირი უარს განაცხადებს ბათუმის მერიის შეთავაზებაზე, მერია მაინც ააშენებს ამ ფართობს, ოღონდ ქონება უკვე მერიის ბალანსზე გადავა.
მერიაში ისიც გათვალეს, რომ თუ დაშენებულ ფართობს არ ექნება ცალკე შესასვლელი, იმ პირის მიმართ, რომელიც ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის ნორმას –”უსაფუძვლო გამდიდრება”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი მაია ქათამაძე ამბობს, რომ „ასე მერია სასამართლო გზით ამოიღებს მის მიერ დახარჯულ თანხას…მაგრამ ეს შემთხვევა არ შეიძლება მოექცეს უსაფუძვლოდ გამდიდრების ნორმათა სივრცეში. თანაც კერძო სამართლებრივ სივრცეში ხელშეკრულების დადების ვალდებულება არ არსებობს. მოქალაქეს აქვს უფლება, არ გააფორმოს ხელშეკრულება”.

თუ პირი ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერს, მაშინ ბათუმის მერიის შეღავათით ისარგებლებს: თანხას 5 წლის განმავლობაში გადაიხდის. თუ მესაკუთრე ფართობს გაყიდის, ვალდებულები ახალ მესაკუთრეზეგადავა.

„ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, რას ფიქრობენ ამაზე ის მოქალაქეები, რომელთაც ცვლილება ეხებათ. გოგებაშვილის ქუჩაზე მცხოვრებიერთ-ერთი ქალბატონი ფიქრობს, რომ უსამართლო იქნება, თუ მერია მანსარდს მის საკუთრებაზე დააშენებს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ქონება მერიის საკუთრება გახდება.რადგან მას საჯარო რეესტრში ჭრიც დასაკუთრებული აქვს. საუბრის დროს ქალბატონს ოჯახის წევრმა მოუწოდა: „უთხარი, რომ კმაყოფილები ვართ. ძალიან კარგია, აბა, შენ ვერ ააშენებ, რამე შარი არ ნახო ერთი“. ქალბატონმა საუბარი შეწყვიტა.

მერიამ თანადაფინანსების პრინციპით ერას მოედანზე რამდენიმე სახლს რეკონსრუქცია 2010 წელს ჩაუტარა. მას შემდეგ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სახლი გაარემონტა, მაგალითად, გოგოგებაშვილის ქუჩაზე,ოთხსართულიან სახლზე აივნები ამოაშენა და მეტალოპლასმასის ფანჯრები ჩასვა (მანსარდი არ დაუშენებია). აქ მცხოვრებლებს გაუმართლათ, მათ ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე ადასტურებს, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე რამდენიმე სახლის რეკონსტრუქციაზე ფინანსური პასუხისმგებლობა მერიამ საკუთარ თავზე აიღო, _ ფასადი შეაკეთა და აივნები ამოაშენა.თანადაფინანსება კი შეეხება იმ სახლებს, სადაც მანსარდი უნდა დაშენდეს.

„ბათუმელები“ რამდენიმე სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა კითხვით, რა ღირს ერთი კვადრატული მეტრი მანსარდის დაშენება? _ 150$ იყო ყველაზე მაღალი ფასი, რაც სამშენებლო კომპანიებში დაასახელეს.

მერიის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ თუ მოქალაქე ინდივიდუალურად ააშენებს მანსარდს, მართლაც შეიძლება150 დოლარი დაუჯდეს. „მაგრამ ჩვენ ხომ ჩვეულებრივად არ ვაშენებთ, ჩვენ ვაშენებთ არაჩვეულებრივად,ანუ ძვირ სამშენებლო მასალებს ვიყენებთ, ამიტომაც უფრო ძვირი გვიჯდება“, _ ამბობს გელა მახარაძე.

– ვინ განსაზღვრა მოქალაქეთა თანამონაწილეობის ტარიფი? ამ კითხვის პასუხად გელა მახარაძე განმარტავს, რომ შეიკრიბნენ თვითონ, მერი, ვიცე-მერი, არქიტეტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები და დაადგინეს ტარიფი.

მერიას გოგებაშვილის(ბაქოს) 42-ში საცხოვრებელი სახლის რესტავრაციისთვის 323 371 ლარი აქვს გამოყოფილი და ამ სახლის ხუთ მესაკუთრესთან ხელშეკრულებაც გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მერიამ გოგებაშვილის #42-ში დაახლოებით 234 კვ/მ მანსარდი და 15 კვ/მ აივანი უნდა დააშენოს, მოქალაქეებმა კი 75 226 ლარი გადაიხადონ. გარდა ამისა, მერიამ ფასადებიც უნდა შეაკეთოს, ხოლო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მიიღოს მოგება და გადასახადები გადაიხადოს.

მთლიანობაში მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის ისტორიულ უბანში მცხოვრებ ათასობით ადამიანს ეხებავისი სახლებიც რეაბილიტაციის მოლოდინშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge