სიახლეები

ცოცხალი კედლები უნივერსიტეტში

30.05.2012 • • 1213
ცოცხალი კედლები უნივერსიტეტში
ლაშა მიქელაძე

ლაშა მიქელაძე, სტუდენტი

უკვე თვეზე მეტია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში უფრო და უფრო მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი. ამის მიზეზი არც მოახლოებული გამოცდებია და არც სტუდენტების აკადემიური მდგომარეობა, საქმე სულ სხვა რამეშია, კერძოდ კი ისინი უკმაყოფილოები არიან ბოლოდროინდელი ცვლილებებით, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდა. საუბარია სათვალთვალო კამერებზე, რომლებიც, როგორც დერეფნებში, ისევე აუდიტორიებშია დამონტაჟებული.

კამერებზე საუბარი განცხადების გახმაურებისთანავე მთავარ თემად იქცა როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ პერსონალში და ძირითადად უარყოფითი და კრიტიკული შეფასებები გამოიწვია. სწორად ამის გამო, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო ბაკურიძემ რამდენჯერმე მოაწყო კონფერენცია, რათა აეხსნა უკმაყოფილო სტუდენტებისათვის, თუ რა დადებითის მომტანი იყო სათვალთვალო კამერები. ამ პრესკონფერენციებზე ძირითადად ერთი და იგივე ისმოდა, რომ კამერები დამონტაჟდებოდა მხოლოდ ისეთ აუდიტორიებში, სადაც ესა თუ ის ტექნიკა იყო, მაგრამ კამერები უკვე დამონტაჟებულია ისეთ აუდიტორიებშიც, სადაც არანაირი ტექნიკა არ არის და არც ახლო მომავალში არ ჩანს იმის პერსპექტივა, რომ სწავლების გაუმჯობესების მიზნით ამ აუდიტორიებში თანამედროვე ტექნიკას შეიტანენ.

სტუდენტები ასევე ფიქრობენ, რომ მათი საუბარი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ისმინება, ეს ინფორმაცია რექტორმა რამდენჯერმე უარყო და აღნიშნა, რომ „არავინ არ აპირებს სტუდენტების პირადი საუბრების მოსმენას“.

იმისათვის, რომ უფრო კონკრეტულად მოგვცემოდა სიტუაციის შეფასების საშუალება და დაგვეზუსტებინა აკადემიური პერსონალის დამოკიდებულება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ასოცირებულ პროფესორს ირაკლი მანველიძეს, რომელიც უნივერსიტეტის „კამერიზაციასთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ ეს შეიძლება „კარგიც იყოს და ცუდიც”: რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ამგვარი პრეცედენტი სხვა უნივერსიტეტებში არ არსებობს, კამერები სხვაგანაც მონტაჟდება, მაგრამ ეს ხდება ძირითადად უნივერსიტეტის ეზოში ან ფოიეში და არა აუდიტორიებში.”

შეკითხვაზე, მართლა ისმინება თუ არა სტუდენტების საუბარი უნივერსიტეტში, ირაკლი მანველიძე ასე პასუხობს: „წყაროს არ დავასახელებ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ისმინება. ეს პირად საუბრებშიც ჟღერდა. საერთოდ ეს ძვირადღირებული კამერებია, რომლებიც აღჭურვილია მოსასმენი მექანიზმით, ამასთანავე ლექციებიც ისმინება, როგორც აღნიშნეს, სწავლების გაუმჯობესების მიზნით. პირადად მე დისკომფორტს არ მიქმნის, თუმცა ამის მოსმენა საკმაოდ არაეთიკურია. ამასთანავე სასამართლოს ნებართვის გარეშე საუბრის მოსმენა კანონით ისჯება და არ მგონია, ამაზე სასამართლოს ნებართვა იყოს გაცემული.“

ლექტორებისაგან განსხვავებით სტუდენტები თავს უფრო არაკომფორტულად გრძნობენ. ბევრი მათგანი აღნიშნავს, რომ სემინარის ჩაბარებისას დაძაბულია, ეს დაძაბულობა კი ხელს უშლით სწავლების პროცესში, ამის გასაპროტესტებლად უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფიც კი ჩამოყალიბდა, მაგრამ პროტესტმა ჯერ-ჯერობით მასშტაბური ხასიათი ვერ მიიღო.

გაეროს სტუდენტებისა და მასწავლებლების ეთიკის კოდექსში გარკვევით წერია, რომ სასწავლო დაწესებულებებში ამა თუ იმ ცვლილების განხორციელება სტუდენტებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, ჩვენ შემთხვევაში არათუ შეთანხმება, არამედ გაფრთხილებაც კი არ ყოფილა, რითიც დაირღვა ზემოხსენებული ეთიკის ნორმები.

მაშინ როდესაც უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ბიბლიოთეკაში მოძველებული და არასაკმარისი წიგნების რაოდენობაა, მაშინ როდესაც ტექნიკურად გამართული პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა ძალიან მცირეა, მაშინ როდესაც ისტორიის ლექციაზე ელემენტარული, ათლარიანი რუკებიც კი არაა, ათასობით ლარი იხარჯება კამერებსა და მოსასმენ აპარატებზე.

გაუგებარია, თუ რას ემსახურება განხორციელებული პროექტი, ერთი კი ნათელია, ეს არც ტექნიკის დასაცავადაა გაკეთებული და მითუმეტეს, არც სტუდენტების, რადგან არაა საჭირო კამერების დამონტაჟება ისეთ აუდიტორიებში, სადაც ტექნიკა არაა, (თან მოსამენი მექანიზმით აღჭურვილი კამერების). რაც შეეხება სტუდენტების დაცვას, უკეთესი იქნებოდა, ეყიდათ მეტალოდეტექტორი და უნივერსიტეტის შესასვლელში დაემონტაჟებინათ, ასე უფრო ეფექტურად დაიცავდნენ სტუდენტებს.

გადაბეჭდვის წესი