სიახლეები

ჩვენ გვიყვარს „მაუგლი“

30.05.2012 • • 1852
ჩვენ გვიყვარს „მაუგლი“

მარიამ ლორია (კონკურსის გამარჯვებული)

მარიამ ლორია არის „ბათუმელების“ საბავშვო გვერდის კონკურსის გამარჯვებული. ის პირველი იყო, რომელმაც გასულ ორშაბათს „ბათუმელების“ რედაქციაში ყველაზე ადრე მოიტანა მაუგლის აპლიკაცია, რისთვისაც საჩუქარიც მიიღო – წიგნი.

მარიამი ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის მე-3 კლასში სწავლობს. მარი გულწრფელად ამბობს, რომ ცოტა მობეზრდა დაუსრულებლად გაკვეთილების სწავლა და სულ კითხვას თამაში ურჩევნია, მაგრამ წიგნის კითხვა ძალიან უყვარს.

გიორგი ბერიძე (კონკურსის გამარჯვებული)

გიორგი ბერიძეც მე-3 კლასელია. „ბათუმელების“ რედაქციაში ისიც დედასთან ერთად მოვიდა. ის მეორე იყო ვინაც მაუგლის აპლიკაცია მოიტანა, რის სანაცვლოდაც საჩუქრად წიგნი მიიღო.

გიორგი ამბობს, რომ წიგნი მაუგლიზე არ აქვს წაკითხული, თუმცა ფილმი აქვს ნანახი. გიორგიმ ისიც გაუმხილა „ბათუმელებს“, რომ სწავლა უფრო უყვარს, ვიდრე თამაში. გიორგი დაგვპირდა, რომ „ბათუმელების“ საბავშვო გვერდის მკითხველისთვის მალე საბავშვო კროსვორდსაც მოამზადებს. ასე, რომ შემდეგ ნომრებში გიორგის მომზადებული კროსვორდის ამოსახსნელად მოემზადეთ…

მარგალიტა მგელაძე (კონკურსის გამარჯვებული)

„ბათუმელების“ კიდევ ერთი გამარჯვებული, მარგალიტა მგელაძე მე-6 კლასში სწავლობს. მარგოს „ბათუმელებთან“ სხვა ურთიერთობაც აკავშირებს „აქ დედაჩემი მუშაობს, მაგრამ მაინც მინდა, რომ „ბათუმელებისგან“ საჩუქრად წიგნი დამრჩეს. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ვკითხულობ, მაგრამ თუ წიგნმა დამაინტერესა, შემიძლია მთელი დღე ვიკითხო.

გადაბეჭდვის წესი