სიახლეები

შიში და ბათუმიის მერიის აუთვისებელი 30 მილიონი

30.05.2012 • • 1153
შიში და ბათუმიის მერიის აუთვისებელი 30 მილიონი

 ავტორი:ნათია ზოიძე 

ბათუმიის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ბიზნესმენები ერიდებიან 

ბათუმიის მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები ჩავარდა, რადგან ტენდერში მონაწილეობის მსურველები არ გამოჩნდნენ. საბოლოოდ ბათუმის მერიამ, ცხრა თვის ანგარიშის შედეგის მიხედვით, 30 მილიონი ლარი ვერ აითვისა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, კომპანიები დაჭერის შიშით არ იღებენ ტენდერებში მონაწილეობას. მაგალითად, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამებისთვის სულ 11,953,2 ლარი იყო გამოყოფილი და 9 თვის ანგარიშის შედეგის მიხედვით, მხოლოდ 2 მილიონ 547.2 ლარია ათვისებული.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, არჩილ ვანაძე ირწმუნება, რომ 30 მილიონი ლარი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება და თანხი პრიორიტეტის მიხედვით განიკარგება.

ისევ კონცერტები

ანგარიშის მიხედვით გამოჩნდა, რომ ბათუმის მერიამ თანხა განკარგვისთვის პრეზიდენტის, მთავრობის და სარეზევო ფონდებიდან მიიღო. საქართველოს მთავრობისა და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კი ფინანსური დახმარება. ჯამში ეს თანხა თითქმის 13 მილიონია.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი გამოიყო. თამარ კვესიტაძის ქანდაკების დადგმისთვის, ბათუმის პიაცაზე თამარ გვერწითელის კონცერტის ტექნიკური ხარჯების დაფარვისთვის, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ქალაქ ვენის ოპერის სოლისტის იულია ნოვიკოვას კონცერტის ორგანიზებისთვის. პრეზიდენტის ფონდიდან ბათუმში უკრაინელი მუსიკოსების კონცერტიც დაფინანსდა.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ბათუმის მერიამ 200 000 ლარი მიიღო MTV  lIVE  GEORGIA-ს კონცერტის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით. ასევე 3 მილიონ 741 ათასი იქნა გამოყოფილი გადასახადის 50 პროცენტის გადახდის მიზნით.

აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 350,0 ათასი ლარი გამოყოფილი იქნა ფინანსური დახმარების მიზნით საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განვითარებისა და შესაძლებობის გაძლიერების მიზნით. სამაგიეროდ ბათუმის მერიამ საკუთარი სარეზერვო ფონდიდან, რომელიც 250 000 ლარია, მხოლოდ 4500 ლარი აითვისა. ეს თანხაც ხანძრით დაზარებულ ოჯახს გადაეცა.

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს ქალაქის 2011 წლის ბიუჯეტის და მერიიის პროგრამების 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 94 პროცენტით, ხოლო საგადასახადო – 90 პროცენტით შესრულდა. მერიის ბიუჯეტის ცხრა თვის გეგმა 144 მილიონი ლარი იყო.

გადაბეჭდვის წესი