სიახლეები

შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭა-იმერეთში

30.05.2012 • • 2609
შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭა-იმერეთში

ვახტანგ მაკარაძე, მერი ცისკარაძე, ფერიის საკარო სკოლის პედაგოგები

ექსკურსია მეტად ახარებს მოსწავლეს, ახალგაზრდობას, განსაკუთრებულ სტიმულს აღძრავს მასში, აყვარებს სასწავლო საგანს, ამიტომ სწავლების ეს ფორმა გონივრულად, მომზადებულად უნდა გამოვიყენოთ.
4 და 5 ივნისს ფერიის საჯარო სკოლამ (დირექტორი ლეილა დუმბაძე) მოაწყო IXბ-X-კლასელთა ექსკურსია მარშრუტით: ფერია-სამტრედია-ქუთაისი-გელათი-ტყიბული-ამბროლაური-ონი-უწერა-შოვი-წყალტუბო-ფერია.
მოსწავლეებს წინა დღით ვესაუბრეთ მარშრუტზე, მხარეთა რელიეფზე, ჰავაზე, ჰიდროგრაფიაზე, ისტორიულ ადგილებზე – ძეგლებზე.
ყოველდღიურად, ყოველ საათში, ახალი, ერთიმეორეზე უფრო საინტერესო, თვალწარმტაცი სანახაობა იშლებოდა ჩვენ თვალწინ.
პირველ დღეს მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით დაათვალიერეს გელათი, ქ. ტყიბული, ცუცხვათის კარისტული მღვიმე, ტყიბულისა დ შაორის წყალსაცავები, ნაქერალას ქედი, ნიკორწმინდა, კურორტები: უწერა და შოვი – „აუწერელი სილამაზე“, „რაჭა სიზმარია, უწერას კი სიზმარში ვერა ნახავს კაციო“, _ უთქვამს ბრძენკაცს.
მოსწავლეების თვალწინ გადაიშალა რაჭა-ლეჩხუმის ბუმბერაზი კავკასიონი ლანქერებით, მწვერვალები: ჭანჭახი, ფასის მთა, წითელი მთა, ლაბოდა, ტაიმზე, სამკაცა, კატის წვერა, ხვინი და ბროლის მთა.
ღამე გ.მეტრეველის ოჯახში, კეთილმოწყობილ სახლში გავათიეთ. მეორე დღეს, დილით ახალგაზრდებმა მოინახულეს მინერალური წყლები: ნაპერწკალა, გვერდულა, რკინის წყალი… რომელთა დალევით იჯერეს გული და ბევრმა მათგანმა წყალი ბოთლებითაც წამოიღო სახლში.

სანატორიუმ „ფაზისის“ კარმიდამო უმშვენიერესია, წმინდა მარიამის ეკლესიის ეზოში 7 ძირი (საქართველოს 7 სამთავროს საპატივცემულოდ) 800-წლოვანი, მრავალწვერიანი, ცადაზიდული ცაცხვის გოლიათები, წითელი ხისა და ბზის კორომები და სხვანი.
საირმე თუ კურორტების დედოფალია საქართველოში, მაშინ უწერასა და შოვს ეკუთვნის მეფეთ-მეფობა.
ვნახეთ საქართველოს ეკლესიათა მეფე-ბარაკონი, ხოტევისა და ხიდისკარის ციხეები. ქუთაისში ვეწვიეთ 1000-წლოვან ბაგრატის ტაძარს, საქართველოს განძსა და სიამაყეს, ვიყავით საკურორტო ქალაქ წყალტუბოში და კარისტულ მღვიმეში.
შთამბეჭდავი ექსკურსიის შედეგებს შევაჯამებთ მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე, წაკითხული იქნება საინტერესო მოხსენებები, შევადგენთ ალბომს, გამოვფენთ ფოტოსურათებს.
ერთხელ კიდევ დავრწმუნდით, რომ დამოუკიდებელ, ტურფა საქართველოს აქვს გმირული წარსული, საუკეთესო აწმყო და უბრწყინვალესი მომავალი.

გადაბეჭდვის წესი