სიახლეები

შეჩერდება თუ არა აჭარაში ივანიშვილის პროექტები

30.05.2012 • • 1165
შეჩერდება თუ არა აჭარაში ივანიშვილის პროექტები

ავტორი: ლელა დუმბაძე

221 მოქალაქის მოლოდინი

„ხმა არ ამოიღო მაგაზე, თორემ იგერ გორაზე მეექვსე კამერა თავისუფალია… ვისთვის და ყველასთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით“, _ ამ ფრაზით ბათუმის ზოოპარკის თანამშრომლებმა სცადეს `ბათუმელების თავიდან მოშორება~. საქმე იმაშია, რომ ზოოპარკს, როგორც ბინადრების კვებას ისე ადმინისტრაციის ხელფასებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი აფინანსებს. ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბათუმში ზოოპარკთან ერთად აფინანსებს, 6 მაისის პარკის, დელფინარიუმის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღის თანამშრომლებს, სულ 221 მოქალაქეს. ხელფასის მოლოდინში მყოფი ადამიანები ამბობენ: „აქამდე ყველაფერი რიგზე იყო და აწი რა იქნება არ ვიცით“.

ბათუმის ზოოპარკს დღემდე ბიძინა ივანიშვილის ფონდი ინახავს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ხელისუფლების პოზიციები მის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. პირველი რადიკალური ნაბიჯი „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანის დაკავება და რამდენიმე მილიონი ლარის ამოღება იყო. სწორედ ამ ბანკის მეშვეობით ურიცხავს მილიარდერი თანხას საქართველოში არსებული იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დღემდე მისი მეურვეობის ქვეშე იმყოფებიან. ბათუმის ბოტანიკურ ბაღის 115 თანამშრომელს ხელფასს სწორედ ივანიშვილის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უხდის. ასევე დელფინარიუმს, 6 მაისის პარკსა და ზოოკუთხეს, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ბინადრობენ.

წელს ზოოპარკში ნამატიც ჰყავთ. ცხოველების შენახვა, როგორც აქ მომუშავე პერსონალი ამბობს, თვეში ათასობით ლარი ჯდება. ივანიშვილმა წლების წინ პარკი აღადგინა და ქალაქს გადასცა, თუმცა თვითმმართველობამ პარკის და მისი ბინადარი ცხოველების შენახვა ვერ უზრუნველყო. „ცხოველები მშივრები იყვნენ. ხან ვის ვთხოვდით ფულს, ხან ვი“, _ ამბობენ ზოოკუთხის თანამშრომლები. ატრაქციონებზე დასაქმებული ადამიანებიც თვეების განმავლობაში დაგროვილ სახელფასო დავალიანებაზე წუხდნენ. მას შემდეგ, რაც ქალაქის მერიამ პარკის მოვლა ვერ შეძლო, ივანიშვილმა მათზე მეურვეობა დაიბრუნა. მანვე აღადგინა დელფინარიუმიც.
როგორი იქნება დელფინარიუმის და პარკის მომავალი, თუკი ივანიშვილს ფონდს საქართველოში პრობლემები შეექმნება, _ ამ კითხვას შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე, ამ ეტაპზე არ პასუხობს. „თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან“, _ ამბობს იგი. ორგანიზაციაში 106 ადამიანია დასაქმებული. დელფინარიუმის შემოსავალი წარმოდგენაზე გაყიდული ბილეთებია. წარმოდგენები კი, ძირითადად, ზაფხულში იმართება, რაც დასაქმებული პერსონალის ხელფასებსა და დელფინების შენახვას ვერ უზრუნველყოფს. დელფინარიუმის შენახვა სულ ცოტა მილიონი ლარი ჯდება.
ფონდი „ქართუ“ აფინანსებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც: „ხელფასი „ქართუ ბანკის“ სახელფასო ბარათებზე გვერიცხება. თუ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან ბანკს, ბუნებრივია, ჩვენც გვექნება პრობლემები… ჯერ არც კი გამიანალიზებია ის პროცესები, რაც მიდის“, _ ამბობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ჯემალ წულუკიძე.
როგორც ბოტანიკური ბაღის ბუღალტერი ზინა გელაძე ამბობს, ფონდი ქართუ ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე მილიონიან პროექტებს ახორციელებს: „ფონდმა გაარემონტა ისტორიული მნიშვნელობის ორი ადმინისტრაციული შენობა. კიდევ სხვა ბევრი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისთვის ქალაქში ბინები შენდება, ბინებს „ქართუ ჯგუფი“ აშენებს“.
გასულ კვირას „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ივანიშვილის სოფელში და მთლიანად საჩხერის მუნიციპალიტეტში ყველა ის ადამიანი-პედაგოგები, ექიმები დაიბარა ხელისუფლებამ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ამ ადამიანებს ივანიშვილისგან ხელფასების  მიღებაზე უარის თქმა მოსთხოვეს.

გადაბეჭდვის წესი