სიახლეები

ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!

30.05.2012 • • 1320
ყავის გულისთვის, თორემ რავა გაკადრებდით ამას?!

დათო ტრაპაიძე, ბლოგერი  მთვარის კლუბი „აუ, წამო დღეს სადმე გავიდეთ. არ მოგწყინდა სახლში ჯდომა?! გავიდეთ, ყავა მაინც დავლიოთ! – გავიდეთ. მაგრამ სად?! აუ, ოღონდ იქ არ მიმიყვანო, რა… ვერ ვიტან იმ ოფიციანტს.”ოჰ, ეს გაურკვეველი ქართული სიამაყე და თავმომწონეობა. სხვათა შორის, ამ ქართულ კეკლუცობას ერთი, ძალზე სახასიათო თვისება აქვს. როგორც ღვინის ზოგიერთი სახეობა, ისიც ვერ უძლებს ტრანსპორტირებას და სხვაგან ეგრევე ფუჭდება.აბა, სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის, რომ აქ „მაგას რავა ვიკადრებ“  სიტყვების პატრონი სხვა ქვეყანაში – „რაზეა საუბარი, ვიზამ აბა რას ვიზამ”-ზე გადადის. სხვები ვერ გვხედავენ? უფრო სწორედ, სხვა ქართველი ვერ დაგვინახავს და ვერ დაგვცინებს?!  შე კაი ადამიანო, იქ თუ შეძელი, აქ რა გეტაკა?! არა, სათაკილოზე და უკადრებელზე ნამდვილად არაფერზე ვსაუბრობ. ქართულ „მიმტან-ოფიციანტ-გამყიდველ-მომსახურის” ფენომენს მოვაყოლე ეს ყველაფერი და ეს მართლაც ფენომენია.ბარების, კლუბებისა და რესტორნების სიმცირეს ნამდვილად რომ ვუჩივით, განსაკუთრებით ზამთარში. დღეისათვის ისეთ გაუგებარ სიტყვათშეხამებას, როგორიცაა: „ბოულინგ-ცენტრში წავიდეთ”, „წამოდი, კინოთეატრში პრემიერაა“, „ახალი გამოფენა გაიხსნა“ -ს რომ თავი დავანებოთ.როგორც უკვე ვთქვი, არჩევანი დიდი არ არის. ისიც ყველაფერი უნდა გათვალო, რა იცი, იქ შესულს ოფიციანტი რა გუნებაზე დაგხვდება. ეგებ, ბანკმა სმს-ი გამოუგზავნა მენატრებიო, ეგებ დონ ხუანის შვილის ბედ-იღბალზე ნაღვლობს. ეს „ეგებ“ შეიძლება ძალიან ბევრი იყოს და არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ ბარში შესულს, სკამზე მოკალათებულს და კარგი საღამოს მოლოდინში განაბულს, ერთ-ერთი ასეთი „ნა-ეგებარი” მზერა არ მოგერჭობა კეფაზე. თან ისეთი რისხვით გიყურებენ, რომ ძალაუნებურად მათივე სახლში ძალად შემოსტუმრებული გგონია თავი. ამიტომაც პირველი შენ მიმართავ თხოვნით და რაც მთავარია, ბოდიშით: „ბოდიში გენაცვალე, მენიუ თუ შეიძლება”  (მენიუ, თორე არ შეუკვეთო ჩიტის რძე….)ქართულ რესტორანში შეკვეთის მიღებიდან მოტანამდე მინიმუმ ერთი გადატრიალების და ახალი კონსტიტუციის მიღებაც შეიძლება. მაგრამ როგორ მოაქვთ?! სამზარეულოდან შენს მაგიდამდე მოტანისა და სუფრაზე დადების პროცესს არც მეტი, არც ნაკლები „ჩაცეცხლე” ჰქვია. ეს კერძის შეკვეთის შემთხვევაში. აბა, მხოლოდ ყავის შეკვეთის დროს მინიმუმ სამჯერ „მამაო ჩვენო“ უნდა წაიკითხო.როცა ოფიციანტებზე ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც მე და ჩემს მეგობარს გადაგვხდა ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს: „სად წავიდეთ”-ით შეწუხებულებმა ერთი ბარი ამოვირჩიეთ. საღამოს 8 საათი იქნებოდა. ბარის კარები რომ შევაღეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გარდა მხოლოდ მომსახურე პერსონალი იყო, ისიც გაშლილ სუფრას მიმსხდარი. შესვლისთანავე ვიგრძენით მზერა -„მოეთრნენ”. ღიაა?! – იკითხა მეგობარმა. კიო – არ დაიზარა თავის დაქნევა მიმტანმა (წინსაფარი მხოლოდ მას ეკეთა). მაგიდას მივუჯექით და მორჩილად ველოდეთ, როდის მოგვხედავდნენ. შორიდანაც კარგად ჩანდა, რომ გემოზე შეზარხოშებულები იყვნენ. ბოლოს წინსაფრიან ქალბატონს როგორც იქნა გავახსენდით. „მენიუ შეიძლება?!” – გვშიოდა, გვინდოდა, რაიმე გემრიელი გვეჭამა. „მითხარი, რა გინდა და გეტყვი” – გვიპასუხა წინსაფრიანმა და „ჩაგვჭრა”. „მწვადი არის?” – ვიკითხე მე. წინსაფრიანმა თვალები ჭერს მოავლო და რამდენიმეწამიანი „ძებნის“  შემდეგ მოკლედ გვიპასუხა: „აღარ“….არა და ეგ ხომ ძალიან მარტივია. გაიღიმე და გააკეთე შენი საქმე. შენი განწყობა კი შენთვის დაიტოვე. მაგრამ არა. ჩვენ ეს არ გვეკადრება. ჩვენ არც ოფიციანტობა გვეკადრება, არც დამლაგებლობა, არც მენაგვეობა. ჩვენთან ხომ მხოლოდ „გენერლების“, „დირექტორებისა“ და „მენეჯერების“ ქვეყანაა. ჩვენთან ყველამ ყველაფერი ვიცით, ისიც კი, როგორ მივიღოთ 200 კილოგრამი ადესისგან, 400 ლიტრი წყლისგან და ერთი ტომარა შაქრისგან „ნატურალური, სუფთა ღვინო”, როგორ ავაყვავოთ ქვეყანა, როგორ დავურიგოთ გაღატაკებულ ხალხს ხელფასები, როგორ ავაშენოთ ჩვენი და სხვისი ქვეყანაც. მაგრამ აი, ღიმილით ერთი ფინჯანი ყავის მოტანა და მაგიდის გადაწმენდა გვეთაკილება. ჩვენ ხომ დიდი ქართველები ვართ. ოღონდ, საქართველოში….თუმცა საბედნიეროდ ყველგან ასე არ არის. ჰოდა, ამ „საბედნიეროდ”-ის გადასამოწმებლად მივდივარ ბარში ყავის დასალევად. წინასწარ გიხდით ბოდიშს ქალბატონო ოფიციანტებო, ეს ოხერი ყავა რომ არა და ბარების სიყვარული, რავა გაკადრებდით ამას. იმედია გამიმართლებს.

გადაბეჭდვის წესი