სიახლეები

ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო

30.05.2012 • • 1299
ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო

ხვალ, 12 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო ბიბლიოთკაში გაიმართება გამოფენა, რომელზედაც დასწრება თავისუფალია.

გამოფენის ორგანიზატორი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში გამოცემული ბეჭდური გამოცემების ყველაზე სრულყოფილ კოლექციას ფლობს. მასში დაცულია მასალები 1819 წლიდან (პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან) დღემდე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ფოტომასალა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების (პირველი ქართული გაზეთი „საქართველოს გაზეთი“, ცისფერყანწელთა გამოცემები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მენშევიკური პრესა და ა. შ.) დედნებიც.
ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, არასდროს უნახავთ ქართული პერიოდული გამოცემების რეტროსპექტული, ქრონოლოგიურად დალაგებული გამოფენა, რომელიც თვალნათლივ ასახავდა ქართული ბეჭდური მედიის განვითარების საინტერესო და, ხშირ შემთხვევაში, დრამატულ ეტაპებს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ასევე უცნობია, რა პოლიტიკურ გარემოში უწევდა მუშაობა ქართულ მედიას, რა ღირებულებებს ამკვიდრებდა და როგორ ხედავდა იგი საკუთარ თავს ამ რეალობაში. ასევე, ნაკლებად არის ცნობილი ქართული ბეჭდური გამოცემების უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი დიზაინი და მათი პოლიგრაფიული შესრულება.

გამოფენას თან ერთვის შემეცნებითი პრეზენტაციები ქართული პრესის განვითარებაზე, ქართულ მედიაში რეკლამის განვითარების ისტორიაზე. ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული გაზეთების ელექტრონული კატალოგი და ქართული ჟურნალების ციფრული ბიბლიოთეკა. გაიმართება რამდენიმე დისკუსია ბიბლიოთეკების, მედიისა და არასამთავრობო სექტორის მომავალი თანამშრომლობის თემაზე.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა.

ბათუმის საქალაქო ბიბლლიოთეკაში დაგეგმილი გამოფენა 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი