სიახლეები

ფრთხილად მძღოლებო! თქვენს მანქანებს ბლოკირება ელოდება

30.05.2012 • • 1137
ფრთხილად  მძღოლებო! თქვენს მანქანებს ბლოკირება ელოდება

ავტორი: ნათია ზოიძე
თუ მანქანა ბათუმის ქუჩებში ისე გყავთ გაჩერებული, რომ პარკირების წესი გაქვთ დარღვეული, თქვენს ავტომანქანას ბლოკირება ელოდება.
ამ შემთხვევაში თქვენი ავტომანქანის საბურავებს სპეციალური რკინის ხელსაწყო უკეთდება, რაც ავტომანქანის გადაადგილებას შეზღუდავს, საქარე მინაზე კი დაგხვდებათ გაფრთხილება: თქვენი მანქანა ბლოკირებულია (ავტომანქანის მოძრაობაში მოყვანის მცდელობამ შეიძლება ავტომანქანა დააზიანოს).
საკრებულომ დღეს მერიის ამ ახალ ინიციატივაზე ერთ საათზე მეტი იმსჯელა და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება 19-4-ის წინააღმდეგ.
ახალი წესის თანახმად, ბლოკირებისა და მისი მოხსნის უფლება „სატრანსპორტო ინფრასტუქტურის მართვის სააგენტოს აქვს, რომელსაც 50 ერთეული ბლოკირების ხელსაწყო უკვე შეუძენია.
დღეს საკრებულომ კენჭი უყარა და დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საბურავებიდან ბლოკირების მოხსნის საფასურიც.
სამუშაო საათებში 10 საათიდან 19 საათამდე – დამრღვევი პირი 15 ლარს გადაიხდის.
დასვენების დღეებში 20 ლარს. თანხის გადახდა ბანკის საშუალებით მოხდება და იგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება.

გადაბეჭდვის წესი