სიახლეები

უმაღლესი საბჭო კურორტზე

30.05.2012 • • 1349
უმაღლესი საბჭო კურორტზე

ბათუმში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 40 თეთრი ღირს, თუმცა ერთ-ერთ სახელისუფლებო სტრუქტურამდე მისასვლელად ორი ტრანსპორტის გამოცვლა, დაახლოებით 3 ლარი და იქეთ-აქეთ მგზავრობისთვის 2 საათია საჭირო. მეგენეიშვილის ქ.#13 _ ეს უმაღლესი საბჭოს ახალი მისამართია დაბა ჩაქვში.

ნათია ზოიძე

ყოფილი უნივერმაღის შენობასთან ჩაქვის მიკროავტობუსები ჩერდება და მგზავრების შევსებისთანავე გადის. მანამდე მგზავრს რაც გევალება, 80 თეთრის გადახდაა არა მძღოლისთვის, არამედ ბატონი ნოდარისთვის (კურატორისთვის), მაგრამ თუ ბატონ ნოდარს იმასაც ეტყვი, რომ უმაღლეს საბჭოში მიდიხარ, მძღოლი დამატებით ინსტრუქციას მიიღებს _ უმაღლესი საბჭოს შენობასთან მიგიყვანოს.
სამარშრუტო ტაქსში ჟურნალისტებთან კონტაქტის სურვილი არ აქვთ, ჩვენს კითხვას _ უმაღლესი საბჭოს ჩაქვში გადმოტანა კარგია თუ ცუდი _ მხოლოდ ერთი ეხმაურება, და ისიც ბატონო ნოდარი: „ცუდი რატომ იქნება, ისე, ჯერ არ დაგვჭირვებია, არც მათ დავჭირვებივართ.“
უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი: „ეს ამ ორგანოს დისკრედიტაციაა, აქ ვინ მოვა. რომ გათოვდა, ორი დღე ჩვენ ვერ მოვედით სამსახურში. ჩვენთან ძირითადად ქედის, ხულოსა და შუახევის მოსახლეობა დადიოდა. ავტონომიის გაუქმებისკენ მიჰყავთ ყველაფერი, მაღალ შენობაში რომ ვიჯექით, შენობა ლამის თავზე დაგვანგრიეს, ქვემოთ სხდომა მიდიოდა და ზემოთ მშენებლებმა დემონტაჟი დაიწყეს.“
უმაღლესი საბჭოს ახალი შენობა შემაღლებულზე, მაგისტრალიდან 500-600 მეტრის დაშორებით მდებარეობს. აქ ვერსად ნახავთ ნიშნულს, რაც მიგანიშნებთ, რომ ზემოთ, გორაკზე, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მდებარეობს. მუნიციპალიტეტს აბრის დამზადებაზე ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.
საშვთა ბიუროს მიერ ჩემთვის მოწოდებულ საშვზე ერთი დეტალი იქცევს ყურადღებას: 14 თებერვლის 10:30 წუთის მდგომარეობით, უმაღლეს საბჭოში 170-ე ვიზიტორი ვარ.
ახალ იურიდიულ მისამართზე უმაღლესი საბჭო 30 დეკემბრიდან გაავიდა. 3000 კვ. მეტრის შენობა აპარატის 75 თანამშრომლისა და 18 დეპუტატის სამუშაო გარემოა.
ოპოზიციონერი `ქრისტიან-დემოკრატი~ ნიაზ ზოსიძე ამბობს, რომ ბათუმში, საშუალოდ, ყოველდღიურად 30-40 მოქალაქეს იღებდა, ახლა კი ეს ციფრი საშუალოდ სამ მოქალაქემდე შემცირდა.
ახალი უმაღლესი საბჭოს შენობის გარემონტება და რეკონსტრუქცია 2 189 600 ლარი დაჯდა. ამ თანხიდან მშენებელმა კომპანიამ მხოლოდ 6 000 ათასი ლარი ვერ აითვისა და უკან დააბრუნა. თავის დროზე უმაღლესი საბჭოს შენობის რეკონსტრუქციის უფლება პარლამენტარ ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატ თემურ ჩარკვიანის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. ამ კომპანიამ მაშინ მხოლოდ 20 ლარის უპირატესობით გაიმარჯვა შპს „ზუგო მშენზე“. ამ საკითხზე გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2011 წლის ივნისის ნომერში მოამზადა სტატია. გაზეთ „ბათუმელებთან“ თემურ ჩარკვიანმაც დაადასტურა, რომ ეს კომპანია მის მიერ იყო დაფუძნებული. კითხვებზე პასუხის გასაცემად კი ჩარკვიანმა საკრებულოს წევრ ბესიკ ჭოხონელიძესთან გადაგვამისამართა, როგორც სამუშოების მწარმოებელთან.
რით განსხვავდება ახალი უმაღლესი საბჭოს შენობა ძველისგან?
3-სართულიან შენობაში 75 სამუშაო კაბინეტია. არის ცალკე ბიუროს სხდომათა დარბაზი და ორი ღია აივანი ზღვის ხედით. ერთ დეპუტატზე ერთი კაბინეტი მოდის. კომისის თავჯდომარეების კაბინეტები რიგითი დეპუტატების კაბინეტებისაგან რა თქმა უნდა განსხვავდება. კომისიის თავჯდომარეების კაბინეტს დამატებით სველი წერტილი აქვს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტს კი _ პატარა მოსასვენებელი ოთახიც. სართულების ბოლოში საერთო სველი წერტილებია. საპირფარეშოში, ე.წ. „თურქულ ტუალეტებში“ კაფელი ისეა მიმაგრებული კედელზე, რომ საბჭოთა კავშირს გაახსენებს მას, ვისაც ამ ეპოქაში ბავშვობა გაუტარებია.
ლიფტი ჯერ ჩართული არ არის, თეთრად შეღებილი კედლები კი დაბზარულია, კარი ყველა კაბინეტს შავი აქვს, მაგრამ უკვე გაჩენილი ნაკაწრებით. აპარატის უფროსს ლევან ხოზრევანიძეს ვეკითხებით: „ეს რისი ბრალია? უხარისხო სამშენებლო მასალების თუ დაჩქარებული ვადების?“
„_ არც ერთის და არც _ მეორის, აქ ნესტია, მშენებელს აღებული აქვს ვალდებულება და რაც გაფუჭდება, ხელმეორედ გააკეთებს. ჯერ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრიდან მოვიწვიეთ ექსპერტები, მათ გარე ფასადი დაიწუნეს და ხელმეორედ გავაკეთებინეთ, აგურები, რომლებზეც ნესტი იყო გამოსული, გაფხიკეს და გააპრიალეს. ექსპერტებმა კარის სახელურებზე თქვეს, რომ უხარისხოა და ისიც გამოიცვლა, მათ სხვა შენიშვნები არ ჰქონიათ.“
ექსპერტიზას ელექტროგაყვანილობა არ დაუწუნია, თუმცა უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი, რომელიც 6 მარტს საგაზაფხულო სესიით გაიხსნება, მნიშნელოვან პრობლემას გადაურჩა. აპარატის უფროსმა სდომათა დარბაზი ჩვენს საჩვენებლად გააღო, 150 კვ. მეტრის დარბაზში კვამლის სუნი იდგა, ერთად აღმოვაჩინეთ, რომ ცენტრალური გათბობის რეგულატორი იწვოდა.
რაც შეეხება ავეჯს, უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში „ემდეეფისგან“ შეკერილ ავეჯს მალე განათავსებენ.
გამოცხადებულ ტენდერში სამშენებლო კომპანია _ „ვახტანგ აბულაძემ“ გაიმარჯვა და 26 000 ლარად დარბაზის ავეჯით უზრუნველყოფა საკუთარ თავზე აიღო.
ახალ ავეჯს უმაღლესი საბჭო დეპუტატების კაბინეტებისთვისაც შეიძენს. ლევან ხოზრევანიძე ამბობს, რომ ახლა უმრავლესობის კაბინეტში აბაშიძის დროს შეძენილი ავეჯია, რომელიც მწყობრიდან გამოდის. რა თანხა დაიხარჯება მის შესაძენად, ჯერ დაანგარიშებული არ არის. კორექტირება არ შევა მხოლოდ ნიაზ ზოსიძისა და მიხეილ მჟავანაძის კაბინეტებში. აპარატის უფროსი ამბობს, რომ კაბინეტების განახლებაზე მათ უარი თქვეს. დეპუტატების ოთახებიდან გამოტანილ ავეჯს კი აპარატის თანამშრომლების კაბინეტებში გადაანაწილებენ.
უმაღლესი საბჭოს გადასვლის მომენტში ახალ შენობაში ინტერნეტი არ იყო. ინტერნეტზე საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ ორშაბათიდან მიუწვდება ხელი, „სილქნეტს“ ინეტენეტით უზრუნველყოფისთვის წლის განმავლობაში 12 000 ლარს გადაუხდიან. 3 700 ლარი კი კომპიუტერული ტექნიკის შეძენაში დაიხარჯა.
უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში დღის 12 საათისთვის რამდენიმე დეპუტატის კაბინეტი დაკეტილი იყო, რამდენიმე კაბინეტში კი პარკში გახვეულ საკვებს შეამჩნევდით მაგიდაზე. უმაღლეს საბჭოს ჯერ სასადილო არ აქვს. სასადილოს მოსაწყობად აუქციონი უნდა გამოცხადდეს. თუმცა სამზარეულო ვინ უნდა უზრუნველყოს ტექნიკით, გამარჯვებულმა თუ თავად უმაღლესმა საბჭომ, დეტალები ჯერ გარკვეული არ არის.
ამ ელექტრონული აუქციონის გამოცხადებას მოუთმენლად ელოდება ჩაქვში უმაღლეს საბჭოსთან მცხოვრები საღინააძეების ოჯახი. ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას აუქციონში. 39 წლის ბადრი, რომელსაც სამშენებლო სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, წელიწადში ერთ თვეს ბათუმში ბარმენად მუშაობს. დარწმუნებულია, რომ თუ გაიმარჯვებს „ამ საპასუხისმგებლო საქმეს გაქაჩავს“.
უმაღლეს საბჭოში უკვე 3 ადგილობრივი დაასაქმეს, ერთი დამლაგებელი და ორი ტექნიკური პერსონალი.
ჩაქვში მოსახლებასთან გასაუბრების მცდელობა მაინც და მაინც წარმატებული არ აღმოჩნდა. შეკითხვაზე _ უმაღლესი საბჭოს ჩაქვში გადმოსვლით რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში? _ ჩაქვის ცენტრში გაფუჭებული მანქანის ირგვლივ შეკრებელი ადგილობრივებისგან ისევ კითხვითი პასუხი მივიღეთ _ „უკვე აქ არიან? ხედავ, ამოსულან კურორტზე?“
ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს მხოლოდ რამდენიმე თვეს მოუწევს მუშაობა. ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, იქ ახალი „დამსვენებლები“ ავლენ.

გადაბეჭდვის წესი