სიახლეები

უკანონო „12 კვერცხი, ორი შლოპანცი და დაჭმუჭნული ბოთლი“

30.05.2012 • • 1420
უკანონო „12 კვერცხი, ორი შლოპანცი და დაჭმუჭნული ბოთლი“

12 კვერცხი და ორი ე.წ. “შლოპანცი” _ მონუმენტი სასტუმროების _ “კემპინსკსა“ და „რედისონს“ შორის დგას. ბათუმელების ნაწილმა ამ მონუმენტის  არსებობის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქიდან”გაიგო. ლილი ფანტოცის ქანდაკება _ “სახიფათოდ თქვენი” ბათუმის ერთ-ერთ სკვერში ისე აღმოჩნდა, რომ არამარტო ბათუმელების უმრავლესობისთვის, საკრებულოს წევრებისთვისაც სიურპრიზი იყო.

ნათია ზოიძე

საკრებულოს წევრებს “ნაციონალური მოძრაობიდან” კარგად ახსოვთ საკრებულოს ის სხდომა, რომელზედაც ქანდაკებისთვის გამოყოფილ თანხას და ბიუჯეტს მისცეს ხმა. მაგრამ ვერ იხსენებენ დღეს, როცა ფრანგი ხელოვანის უკვე დამზადებული მონუმენტის დადგმის განკარგულება მიიღეს… მონუმენტიდან -„სახიფათოდ თქვენი”- სულ რამდენიმე მეტრით არის დაშორებული ე.წ. დაჭმუჭნული ბოთლი (არც ერთ სკულპტურას ოფიციალური სახელწოდება არ აქვს, ამიტომ სახელწოდებები, რომელიც წერილში გამოვიყენეთ, პირობითია).

ამ  ორ სკულპტურას 3 რამ აქვს საერთო –  ორივეში რაღაც იდეაა გამოსახული და პიროვნების აღქმაზეა დამოკიდებული, რა ჩანაფიქრი აქვს ავტორს. მეორე საერთო ის არის, რომ ერთ სკვერშია ორივე განთავსებული; მესამე კი ის, რომ ერთიცა და მეორეც უკანონოდ დადგეს. ამ მონუმენტების განთავსების შესახებ ბათუმის საკრებულოს განკარგულება არ გაუცია. არადა ეს მისი მოვალეობა იყო.

სპეციალური დადგენილება საკრებულომ 2007 წელს მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე ქანდაკების დასადგმელად საკრებულოს განკარგულება აუცილებელია. ამონარიდი დებულებიდან:

„საკითხი განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო ინდივიდუალურად იღებს განკარგულებას“.

საკრებულოს სხდომამდე კი, ამ საკითხზე საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას უნდა ემსჯელა.

კომისიის თავმჯდომარის, ნაზი ფუტკარაძის თქმით, კომისიას რომ ემსჯელა საკითხზე, ვინმეს უნდა მიემართა კომისიისთვის. ამ შემთხვევაში კომისიისთვის არავის მიუმართავს.

არის თუ არა ეს ქანდაკებები უკანონოდ განთავსებული? _ ამ  კითხვით საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს მაშინ მივმართეთ, როცა ის ამ თემაზე საკრებულოს წევრ ირაკლი ჩავლეიშვილთან კამათობდა.

„იურისტებს ჰკითხეთ და გიპასუხებენ. საკრებულოს სხდომაზე თუ გაინტერესებთ რამე, მე ის მკითხეთ“, _ გვპასუხობს გიორგი კირთაძე.

თუ მონუმენტის განთავსების წესები დარღვეულია, ე.ი. ის უკანონოდ არის განთავსებული – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი და ასევე ერთ ფაქტს იხსენებს. “6 მაისის პარკს სტატუსი დღემდე უკანონოდ აქვს მინიჭებული”.

რატომ არ აინტერესებს შესაბამის სამსახურს უკანონო ქანდაკებები? „გაზეთ ბათუმელების“ კითხვას მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ძნელაძე პასუხობს: „მასეთი ქანდაკება ნებართვას არ საჭიროებს. რაც შეეხება საკრებულოს, იგი მხოლოდ და მხოლოდ იღებს გადაწყვეტილებას იმ პირთა უკვდავსაყოფად, ვინც გარდაცვლილია ან საზოგადო მოღვაწე იყო. მონუმენტი ან მემორიალური დაფა – ასეთ შემთხვევაშია საკრებულოს  განკარგულება საჭირო“.

2007 წელის 26 აპრილს დადგენილებაში კი წერია: „დამტკიცდეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ქანდაკების, ობელისკის, მემორიალური დაფის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თანდართული წესი“. ეს იმას ნიშნავს, რომ მემორიალური დაფის გარდა, საკრებულომ განკარგულება სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) შემთხვევაშიც უნდა მიიღოს.

აქედან გამომდინარე, ბათუმის მერიამ და საკრებულომ უნდა აღიარონ, რომ ის, რაც ბათუმის ერთ-ერთ სკვერში დადგეს, ხელოვნების ძეგლი (ქანდაკებაა) არ არის. თუ  ამას აღიარებენ, მაშინ გამოდის, რომ 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული  თანხა _ 32 820,6 ლარი ამ ქანდაკებების დამზადება-დადგმის სამუშაოებისთვის უკანონოდ არის დახარჯული.

გადაბეჭდვის წესი