სიახლეები

სპეცსამსახურის ოფიცერის, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის მიზეზები

30.05.2012 • • 1344
სპეცსამსახურის ოფიცერის, გიორგი ჩიქოვანის გაქცევის მიზეზები

24 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროში გაზეთ “ბათუმელების” ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავენ. „იძებნება თუ არა გიორგი ჩიქოვანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო?“ – ამ კითხვით “ბათუმელებმა” შს სამინისტროს 13 ოქტომბერს მიმართა, მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემას სამინისტრო, ჯერჯერობით, სავალდებულოდ არ მიიჩნევს. გიორგი ჩიქოვანი საქართველოს შს სამინისტროს კუდის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი, ოპერატიული მუშაკია.

ეთერ თურაძე

გიორგი ჩიქოვანის, მეტსახელად “მაიმუნას”, საქართველოდან გაქცევის ამბავი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა ბათუმში, ოღონდ ამ ფაქტს ვერც ვერავინ ადასტურებდა, უარყოფით კი ჩიქოვანის დედა უარყოფდა. “ბათუმელებმა” ინფორმირებული წყაროს მხარდაჭერით მოიპოვა დოკუმენტური მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ჩიქოვანმა საქართველოს ტერიტორია სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან 1 ივნისს დატოვა. იმავე წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანი დღემდე არ დაბრუნებულა საქართველოში.
რატომ გაიქცა ჩიქოვანი საქართველოდან? ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხის მიღებას „ბათუმელები“ ბოლო 17 დღის განმავლობაში ცდილობდა. გიორგი ჩიქოვანის საქართველოდან წასვლის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს. შოთა უტიაშვილი თავდაპირველად დაგვპირდა ინფორმაციის მოწოდებას, მაგრამ საბოლოო ჯამში უტიაშვილის კომენტარი „ბათუმელებმა“ ვერ მოიპოვა.
„ბათუმელები“ დროის ამ მონაკვეთში დაუკავშირდა შოთა ხიზანიშვილსაც, რომელიც შს სამინისტროში ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია. ინფორმაციის მიღება ვერც მისი მეშვეობით მოხერხდა.
ხიზანიშვილისგან მიღებული თანხმობაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ “ბათუმელების” ნომრებს აღარ უპასუხა.
“ბათუმელებმა” ჩიქოვანის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით მის უშუალო უფროსსაც მიმართა. შს სამინისტროს აჭარის კუდის სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ პატარიძეს ამ უწყების კანცელარიაში დავუტოვეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ „ბათუმელები“ მას ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა. კანცელარიაში თავდაპირველად გვაცნობეს, რომ 5 წუთში გვეტყოდნენ ბატონი თეიმურაზის პასუხს. ხუთ წუთში კი გვითხრეს, რომ `ბატონი თემური თბილისშია და როდის დაბრუნდება არ ვიცით“.
“ბათუმელები” თეიმურაზ პატარიძეს მობილურ ტელეფონზეც დაუკავშირდა. ხმამ `ბათუმელებს~ უთხრა, რომ ის არ იყო თეიმურაზ პატარიძე (ვეჭვობ, რომ ეს არ არის სწორი, რადგან თეიმურაზ პატარიძემ თავისი ვინაობა “ბათუმელებთან” 10 სექტემბერს, პირდაპირი შეხვედრის დროსაც უარყო, მაშინ, როცა მას ფოტოსურათი გადავუღეთ. – ავტ.).
რატომ შეიძლებოდა დაეტოვებინა “მაიმუნას” საქართველო? – ეს არის კითხვა, რომელზეც “ბათუმელებმა” ზუსტი პასუხი შესაბამისი ორგანოებიდან ამ ეტაპზე ვერ მიიღო. არადა, ამ საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. “მაიმუნას” საქმიანობის შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია ბათუმელი ციცინო შავაძე, 2008 წლის აგვისტოში ბათუმში მოკლული როინ შავაძის ქვრივი. ციცინო შავაძე ასე ხსნის შს სამინისტროს ოპერატიული ოფიცრის ქვეყნიდან წასვლას: “ეს საქმე სექტემბერში ან ოქტომბრის ბოლოს აუცილებლად უნდა განიხილონ ევროპარლამენტში. მე თვითონ მივაწოდე მათ მასალები და ამ საქმეს ბოლომდე ჩასწვდნენ… ეჭვგარეშეა, ჩემი ქმრის მკვლელობაში ჩიქოვანის ხელი რომ ურევია. მან ხომ იცის, ვისი დაკვეთით მოკლეს რომა. იქნება იმისთვის გაუშვეს, რომ გამოძიება თუ დაიწყება, არ დაკითხონ.
მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის რაღაც დავალების შესასრულებლად გაუშვეს უცხოეთში იმის გათვალისწინებით, რომ ქილერია… შეიძლება არც არსად წასულა და აქ ჰყავთ ჩუმად”.
“ბათუმელებმა” ცოტა ხნის წინ ელექტრონულ ფორმატში “მაიმუნას” გაქცევის შესახებ კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო. შეტყობინება, რომლის მცირე მონაკვეთს მკითხველს აქვე ვთავაზობთ, არის დაუდასტურებელი. შეტყობინებაში წერია:
“ჩიქოვანი ამ ბოლო დროს განყოფილების უფროსი-გამომძიებელი იყო, თეიმურაზ პატარიძის მარჯვენა ხელი სამსახურებრივი საკითხების გადაწყვეტაში. ბოლო დროს თეიმურაზისა და ჩიქოვანის ურთიერთობა დაიძაბა… მაიმუნა, როგორც აჭარაში, ასევე დასავლეთ საქართველოში ასრულებდა სხვადასხვა დავალებას ძალიან პროფესიონალურ დონეზე -ოპოზიციის დაშლა, სხვადასხვა პიროვნებების მოტაცება დაშინების ფაქტით. 2004 წლიდან 2011 წლამდე მაგი ღებულობდა მონაწილეობას როგორც კანონიერ ოპერაციებში, ასევე არაკანონიერ ოპერაციებში. გიორგი ჩიქოვანი არის დიდი ინფორმაციის მატარებელი. 20.05.11 ქალაქ თბილისში დაიწყო მიტინგები, ჩიქოვანი და მისი სპეცრაზმი გაუშვეს თბილისში დავალების შესასრულებლად.
მიტინგის შემდეგ ზემდგომებმა, კერძოდ ახალაიამ და პატარიძემ, მისცეს დავალება ჩიქოვანს, რომ ლიკვიდაცია მოეხდინა ბადრი ბიწაძის, რაზედაც ამის საფასურად უხდიდნენ 200 000 (ორასი ათასი) ამერიკულ დოლარს, რომ ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე გაეკეთებინა, რაზედაც ჩიქოვანი დათანხმდა. დავალების არ შესრულების გამო ესროლეს (ჩიქოვანს)”.
გეგმავდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ბადრი ბიწაძის მკვლელობას, გაურკვეველია. ისევე როგორც გაურკვეველია, როგორ მოახერხა ბიწაძემ 26 მაისის აქციების შემდეგ ქვეყნის დატოვება.
წყაროსგან მიღებული კიდევ ერთი შეტყობინება კი შემდეგი შინაარსისაა:
“მაგი (იგულისხმება ჩიქოვანი) მისი ოპერატიული მანქანით იყო – FOთ 904. უნდა შეხვედროდა კონსპირაციულად ვიღაც აგენტს გონიოს ძველ ხიდთან, მარცხენა მხარეს, სადღაც ჭოროხთან ახლოს. აგენტის მაგივრად მივიდა შავი BMჭ X5 და იქედან ესროლეს. გიორგიმ საპასუხოდ გაუხსნა ცეცხლი და ამით გადარჩა. ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა ჩიქოვანს, რომ უნდა მოეკლათ. გ. ჩიქოვანი გადაიპარა სარფის საზღვარზე… მე გიდასტურებთ იმას, რომ ჩიქოვანმა ბრიტანეთს თხოვნით მიმართა, რომ მიეცათ პოლიტიკური თავშესაფარი”.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში “ბათუმელებთან” ეს ინფორმაცია არც დაუდასტურეს და არც უარყვეს. „ეს არის პირადი ინფორმაცია” – გვითხრეს საელჩოში.
ბადრი ბიწაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება “ბათუმელებმა’ ნინო ბურჯანაძესთანაც სცადა. ბურჯანაძის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ამ საკითხზე ის კომენტარს არ გააკეთებს. ბურჯანაძემ ამის შესახებ 26 მაისის აქციის შემდეგ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის, გამომძიებელ გიორგი ჩიქოვანის შესახებ სკანდალური ცნობა პირველად პრესაში 2007 წელს გავრცელდა. მაშინ მას სასამართლოში ქალმა უჩივლა. სასამართლო მასალებში წერია, რომ ჩიქოვანმა “2007 წლის 28 აგვისტოს განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა” ერთ-ერთი თავისი ნაცნობი გოგონა. მაშინ ჩიქოვანი მე-4 სართულზე კედლიდან აცოცდა.

გადაბეჭდვის წესი