სიახლეები

სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის მოლოდინში

30.05.2012 • • 1144
სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები   ხელფასის მოლოდინში

ავტორი:ნათია ზოიძე

„ჩვენ ვმუშაობდით უჩხითის საჯარო სკოლის მშენებლობაზე. მშენებლობის პროცესის განმავლობაში სამშენებლო ორგანიზაციებთან გვქონდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები შრომის ანაზღაურების შესახებ. მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ჩვენ, მომუშავეებს, დღემდე არ მიგვიღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი ანაზღაურება, რისთვისაც გთხოვთ დახმარებას“ – ეს წერილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ქრისტიან–დემოკრატიული ფრაქციის სახელზე შევიდა

წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ ანზორ წულუკიძეს აღებული აქვს 140 ლარი და ასაღები აქვს 1060 ლარი, ხ. კობალაძე კი წერს, რომ მას მისაღები აქვს 1400 ლარი.

წერილს ხელს ქედის მუნიციპალიტეტის 10 მოქალაქე აწერს.
ქრისტიან–დემოკრატი ნუგზარ ფუტკარაძე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული მაგალითია, როცა სკოლის მშენებლობაზე დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. იგივე მდგომარეობაა შუახევის მუნიცაპილეტეშიც, პაპოშვილების სკოლაზე დასაქმებულებმაც ამავე მშენებელისგან ვერ მიიღეს კუთვნილი ხელფასები.

ნუგზარ ფუტკარაძე აჭარის განათლების სამინისტროს მოუწოდებს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თანხა ერთდროულად წინასწარ არ გადაურიცხოს და დააწესოს ეტაპობრივი კონტროლი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობაზე.

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად ბერიძე აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „სპეც ჰიდრო პროექტს“ ჰქონდა პრობლემები ფინანსურ უწყებებთან: „როგორც ჩვენ ვიცით, შპს–ს ანგარიშს ინკასო ჰქონდა დადებული და ამის გამო ვერ მოხერხდა თანხის გადახდა“. ბერიძის განმარტებით კომპანია აღებულ ვალდებულებებს არ გაურბის. სამშენებლო კომპანიების მიერ გადახდილი იქნა ხელფასის ნაწილი, ხოლო მთლიანი დავალიანების დასაფარად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა „სპეც ჰიდრო პროექტის“ წარმომადგენელს ლევან გოგიბერიძეს, მაგრამ მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

კონტროლის პალატის მოხსენება

აჭარის განათლების სამინისტროსთან პრეტენზიები და რეკომენდაციები მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრს არ აქვს. ნუგზარ ფუტკარაძე არგუმენტების გამყარებას კონტროლის პალატის მიერ მოკვლეული მასალებითაც ცდილობს.

კონტროლის პალატამ აჭარის უმაღლეს საბჭოს ა.ა.რ 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა. მოხსენების წერილობით ვარიანტში ვკითხულობთ:

„სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ დაწესებულებში ადგილი აქვს შესყიდვების მარეგულირელი კანონმდებლობის დარღვევას. არის თანხის წინასწარი გადახდის შემთხვევები შესაბამისი გარანტიის გარეშე. სამინისტროს მიერ შესყიდვების პროცესში მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირსაგმტეხლოს თანხები თორმეტ შემთხვევაში გადახდილი იქნა არა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, არამედ გამოქვითული იქნა შესრულებული სამუშაოს მომსახურების ღირებულებიდან.“

განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ მოხსენებაში საუბარია განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებზე და არა უშუალოდ განათლების სამინისტროზე და მის მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე.

გადაბეჭდვის წესი