სიახლეები

სიმღერით გადაცემული ხალხის მილიონები ტელევიზიებს

04.06.2012 • • 1528
სიმღერით გადაცემული ხალხის მილიონები ტელევიზიებს

სოფო ნიჟარაძე კლიპში თეთრი ვარდები

ავტორი: ლელა დუმბაძე

“თეთრი ვარდები”, “სიმღერა სამეგრელოზე”, “აფხაზეთო ჩემო”, “ბათუმს ქათქათას” – ამ და სხვა მსგავსი კლიპების დამზადებაზე ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება. მარტო ორ კლიპზე – “სიმღერა სამეგრელოზე” და “თეთრი ვარდები”, რომლებიც ქუთაისისა და სამეგრელოს რეკლამირებისთვისაა განკუთვნილი, 291 285 ლარი დაიხარჯა.

ამ კლიპების ეთერში განთავსებისთვის “ტელეიმედს”, ამ ტელეკომპანიის სარეკლამო ტარიფით თუ ვიმსჯელებთ, ერთი დღის განმავლობაში სახელმწიფო 79 600 დოლარს უხდის.

ბოლო ერთი წელია, ქართული ნაციონალური ტელევიზიები ყოველ სარეკლამო ჭრის დროს ე.წ.ქვეყნის საიმიჯო კლიპებს აჩვენებენ. რომელი ბიუჯეტიდან ფინანსდება მუსიკალური კლიპების მომზადება და რამდენი ლარია მთლიანობაში გამოყოფილი მათ დამზადებასა თუ სატელევიზიო ეთერში განთავსებაზე? – ეს ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან “ბათუმელებმა” ორითვის წინ გამოითხოვა.

კულტურის სამინისტრომ ინფორმაცია ნაწილობრივ მოგვაწოდა. წერილში, რომელსაც ხელს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ყიფიანი აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო მხოლოდ ორი მუსიკალური კლიპის დამზადებაზე ფლობს ინფორმაციას:

“თეთრი ვარდები” და “სიმღერა სამეგრელოზე” რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სხვა კლიპების (მაგალითად, “ბათუმს ქათქათას”, “აფხაზეთო ჩემო”) შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია”.

კლიპი – “თეთრი ვარდები” სარეკლამო კომპანია შპს “საყვირმა” გადაიღო. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა ბუხრაშვილია. ამ კლიპში, რომლის ბიუჯეტი 114 815 ლარია, სოფო ნიჟარაძე მღერის.

მეორე კლიპის – “სიმღერა სამეგრელოზე”, სადაც საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი მღერის, გადაღება შპს “ფორმულა პროესკო პროდაქშენმა” უზრუნველყო. კლიპის გადაღება 176 470 ლარი დაჯდა. კომპანიის დამფუძნებელი მიშა მშვილდაძეა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კლიპში მონაწილეობისთვის სანდრა რულოვსს ანაზღაურება არ მიუღია, რადგან კლიპში გაცილებით ადრე მომზადებული კადრებია გამოყენებული.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ არ იციან, შედის თუ არა მათ მიერ გაცემულ თანხაში კომერციულ არხებზე კლიპების გაშვების ღირებულება, თუ სატელევიზიო ეთერში განთავსების თანხა ცალკე იყო გამოყოფილი. კლიპები სამივე ნაციონალური არხის ეთერში თვეების განმავლობაში გადაიცემოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს კლიპები კერძო ტელეკომპანიების ეთერში არა მარტო პრაიმ-თაიმის (20:00 სთ-დან 23:00 სთ-ის ჩათვლით), არამედ მთელი დღის განმავლობაში ყველა სარეკლამო ჭრაში გადიოდა. ყველაზე ხშირად კლიპები ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ტრიალებდა.

სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ ამ არხის 2010 წლის სარეკლამო ტარიფები ჟურნალისტური გამოძიების პროცესში მოიპოვა. ამ დოკუმენტის მიხედვით კი, “იმედში” 10 საათიდან16 საათამდე, ერთი წუთის განმავლობაში რეკლამის გაშვება 500 დოლარი ღირს, ხოლო საღამოს საათებში რეკლამის მაქსიმალური ღირებულება 2 500 დოლარია.

“ბათუმელებმა” “იმედის” ეთერის მხოლოდ ერთი დღის – 23 ნოემბრის მონიტორინგი გააკეთა. მონიტორინგის შედეგები ასეთია – მთელი დღის განმავლობაში 4-წუთიანი 4 კლიპი, მთლიანობაში 84 წუთის განმავლობაში გადასცა ტელევიზიამ.

“იმედის” გასული წლის სარეკლამო ტარიფების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტელევიზიას მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 79 600 დოლარი უნდა მიეღო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კლიპები მთელი ზაფხულის განმავლობაში გადაიცემოდა, “იმედს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი დოლარი უნდა მიეღო.

ქვეყნის საიმიჯო კლიპები მხოლოდ “იმედის” ეთერში არ გადაიცემოდა. ამ კლიპებით სარგებელი მიიღო კიდევ ერთმა ტელევიზიამ – “რუსთავი 2”-მა. იმისათვის, რომ “ბათუმელების” მკითხველს წარმოდგენა შეექმნას, რა თანხა დახარჯეს მოქალაქეებმა “რუსთავი 2”-ის ეთერში დღის განმავლობაში სოფო ნიჟარაძის, სანდრა რულოვსის, ლელა წურწუმიას და კიდევ სხვა შემსრულებლების მოსასმენად, გთავაზობთ “რუსთავი 2”-ის 2010 წლის სარეკლამო ნიხრებს, რომელიც ასევე ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ მოიპოვა:

18-საათიანი “კურიერის” წინ 30 წამის ფასი 280 დოლარია, “კურიერის” ჭრაში, 30 წამი – 500 დოლარი;18:35 წუთზე გადაცემა “სიცილის ზონაში” 30 წამი – 600 დოლარი, 18-დან 19-საათამდე – 550 დოლარი, 20 საათზე – 750 დოლარი, 9-საათიანი “კურიერის” წინ – 900 დოლარი, “კურიერის” პირველი ბლოკის ჭრაში – 1300 დოლარი, მეორე ბლოკის ჭრაში – 1000 დოლარი, ხოლო “პოსტსკრიპტუმში” რეკლამა – 1000-1200 დოლარი ღირს.

კერძო ტელევიზიების – “რუსთავის 2”-ისა და “იმედისთვის” ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება “ბათუმელებს” არ უცდია, რადგან კერძო ტელევიზიების ხელმძღვანელები აქამდე მუდმივად აცხადებდნენ, რომ არ არიან ვალდებულები, თავიანთი სარეკლამო შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, ხოლო საჯარო სამსახურში – კულტურის სამინისტროში, სადაც აქვთ ამის ვალდებულება, აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იციან.

როგორია შედეგი და შეცვალა თუ არა საინვესტიციო ან ტურისტული გარემო ძვირადღირებულმა კლიპებმა? რამდენმა უცხოელმა გაიცნო ამ კლიპების მეშვეობით საქართველო და გაკეთდა თუ არა სწორი გზავნილები საქართველოს ფასეულობების გასაცნობად? – ამ კითხვებზე კულტურის სამინისტროში პასუხი არ აქვთ.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილის შეფასებით კი, ქვეყნის იმიჯზე გათვლილმა კლიპებმა, შესაძლებელია, საწინააღმდეგო შედეგი მოიტანოს:

“ეს ის კლიპია, სადაც ბუბა კიკაბიძე რუსულად მღერის. ამან ბევრი კამათი გამოიწვია სოციალურ ქსელებში. მე არ ვამბობ, რომ რუსულად არ უნდა იმღეროს მომღერალმა, მაგრამ როცა ამას ქვეყნის საიმიჯო კლიპში აკეთებ, არასწორია, რადგან სტერეოტიპებს ამყარებს. მე დღესაც კი, როცა ჩავდივარ სხვადასხვა ქვეყანაში და ვეუბნები, რომ საქართველოდან ვარ, თვალებმოჭუტული მეუბნებიან – “Russia?” ამიტომ, როცა ვინმე უცხოელი, ვთქვათ, სკანდინავიელი წააწყდება ინტერნეტში რუსულად მომღერალ კიკაბიძეს, რომლითაც ის ეპატიჟება უცხოელებს საქართველოში, იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ერთ-ერთი რეგიონია.

თუკი გვსურს, რომ საქართველო უცხოელ ტურისტს მივაწოდოთ, ნამუშევარში არ უნდა დავკარგოთ ავთენტიკურობა. რაღაც ნაღდი უნდა იყოს მოცემული, რადგან ევროპას და დასავლეთს პრიალით ვერ გავაკვირვებთ”, – ამბობს თეო ხატიაშვილი.

კინომცოდნეს აზრით, არ არის ესთეტიკური, როცა რაღაცის ძალიან მიმზიდველად წარმოჩენას ცდილობ, რადგან ამ დროს შეიძლება მიიღო უკუშედეგი:

“ეს ბევრი მარციპანით და კრემით გაჯერებულ ტორტს წააგავს, რომელიც კი არ გიზიდავს, სიმსუყის შეგრძნებას ბადებს და აღარ გინდა გაეკარო. სამწუხაროდ, ეს ესთეტიკა საქართველოს არქიტექტურულ კულტურაში ბოლო დროს მკვიდრდება.

ამ კლიპებისა და იმ შადრევნის ესთეტიკას შორის, რომელიც ქუთაისში კეთდება, პირდაპირ კავშირს გავავლებდი, რადგან ორივეგან ქანდაკებების ბევრი დეტალი და ბევრი ოქროა, ის, რაც არ ახასიათებს ქართულ არქიტექტურას და კულტურას”.

თეო ხატიაშვილის თქმით, არასწორია თავის მართლება იმაზეც, რომ კლიპი პოსტსაბჭოთა სივრცეზე იყო გათვლილი:

“ფოკუსირება ვიწრო რეგიონზე არ უნდა გააკეთო, როცა კლიპი Youtube-ზე გაქვს განთავსებული და იცი, რომ შეიძლება ის პოსტსაბჭოთა სივრცის იქითაც ნახონ”.

სანდრა რულოვსი კლიპში სიმღერა სამეგრელოზე

სტატია გამოქვეყნებულია გაზეთ ბათუმელების 2011 წლის სექტემბერში.

გადაბეჭდვის წესი