სიახლეები

სიგარეტის მწეველი ყველა ქალი ბოზია

30.05.2012 • • 3068
სიგარეტის მწეველი ყველა ქალი ბოზია

თვითმყოფადობის მხრივ ეს უბანი ძალიან საინტერესოა. აქ ყველა ყველას ნათესავია და მაღალმთიანეთის წესჩვეულებებისა არ იყოს ყვავი ჩხიკვის მამიდაც ძალზედ ეშინაურებთათ.

ამ ზაფხულს, როცა გადაბარგვის პროცესი მქონდა ჩემს მეგობარს ვთხოვე ბარგის გადატანაში დამხმარებოდა და თავისი მანქანით ავიტანეთ უბანში ჩემი გუდა-ნაბადი. საჭესთან ქეთი იქდა, გვერდით ნინო. უბანშ ასვლისას თითქოს ეუცხოათ მეზობლებს ქალის საჭესთან ჯდომა. ეგ არაფერი. ჩამობარგვის ჩემდეგ მეგობრები გავაცილე და უბნელებისგან პირველი გესლი მივიღე. „ჰა მოგაცილეს საყვარლებმა? ეხლა რანდა ქნან შენთან ბინაშ რომ ვერ იხლაფურცებენ?“. მე მკაცრი ტონით ვუთხარი, რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და მათთან არანაირი საყვალობა და მსგავსი არაფერი მაკავშირფებდა.

მეორე დღით მეგობრებმა კვლავ მომაკითხეს მანქანით და სამუშაოზე წამიყვანეს. საღამოს კი ჩემი და გაოცებული შემხვდა. „გეხვეწები მითხარი ვინ წაგიყვანა დილით, თორე მეზობლებმა შემჭამეს შენს ძმას საყვარელი აკითხავს მანქანითო“. ჩემმა დამ ჩემი ყველა მეგობრის შესახებ ყველაფერი იცის და ბევრი ვიხალისეთ მეზობლების თვალსაწიერზე.

მესამე ჯერზე მეზობლების მზერით დაკომპლექსებულმა მეგობრემა მითხრეს, რომ ბათუმის პატარა ქალაქია და ამდენი ჭორიკანას შემხედვარე ნამდვილად არ ღირდა სახელის გატეხვა.

ჯანდაბას მეგობრებს აღარ ვაწუხებ და მარშუტკით პატიოსნად დავდივარ. (ოღონდ იქაც თუ ნაცნობ გოგოს ფული გადავუხადე ე.ი. მომწონს და ვეჩალიჩები).

არც თუ ისე დიდი ხნის წინ უბანში დაღლილ-დაქანცული ავედი. ბირჟაზე სადაც 10-მდე უბნელი ბიჭი იდგა მათ შევუერთდი და ჩვეულებრივ სხვადასხვა თემაზე დავიწყეთ საუბარი. საქმე ქალი და სიგარეტის თემას შეეხო. აი აქ სრულ უმცირესობაში აღმოვჩნდი. ყველა ამბობდა, რომ ქალი სიგარეტს რომ მოწევს ბოზია. თბილისელები ეწევიან და იმიტომაც ბოზობენო. აი ამ ტერმინმა გადამრია. რატომ არის სიგარეტის მწეველი ქალი ბოზი?

ისინი ამტკიცებნდენ, რომ ქალი სიგარეტის მოწევას, რომ გაბედავს ის უკან არაფერზე დაიხევს.

მე ვცდილობდი თანატოლებისათვის სხვადასხვა არგუმენტად მეთქვა რატომ იყო მათი შეხედულება არასწორი.
სულ რაღაც 10 წლის წინ ქალისათვის შარვლის ჩაცმა ბოზობის ტოლფასი იყო. ეხლა არც ერთ მამაკაცს აღარ აქვს რეაქცია ქალის შარვლისადმი დამოკიდებულებაზე.

ქალი თუ სიგარეტს მოწევს აქვს თუ არა მნიშვნელობა? იგი მისთვისაც ისევე საზიანოა, როგორც მამაკაცისთვის. ეწევიან ქალები, თუმცა არ არიან ბოზები.

შენმა ქალმა (ცოლმა), რომ მოწიოს მოგეწონება? – მეკითხება ერთ-ერთი.

და მერე რა? ვეკითხები მე.

რაფერ თუ რა? ქალმა სიგარეტი, რომ მოგაფიულოს სახეში კაია?

მე თუ მივაფუილებ მანაც მომაფუილებს. მერე და რა თუ მოწია. მე არანაირი რეაქცია არ მექნება.

შენ ბოზსაც მოიყვან ცოლად – გადაჭრით მითხრა და გამეშვა.

ჩემდა გასაკვირვად იქ მყოფები ყველა მსგავსად ფიქრობდნენ. თუკი მე ცოლს უფლებას მივცემდი სიგარეტი მოეწია, ე.ი. ბოზი ცოლის მოყვანიც ვიყავი.

საღამოს უნებლიედ ფიქრი დავიწყე, რამდენი ჩემი ნაცნობ-მეგობარი ქალი ეწეოდა. აღმოჩნდა, რომ მათი ძირითადი ნაწილი მწეველი იყო. რატომ იყვნე ისინი ბოზები? იმიტომ, რომ ეწევიან? და რას ცვლის სიგარეტის მოწევა-არ მოწევა ქალის პატიოსნებაში?

რამდენ არამწეველ ბოზს ვიცნობ, რამდენ პატიოსნებაზე თავგადაკლულ მწეველს…

რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე ჩემს ნათესავ გოგონებთან მომიხდა იგივე თემაზე საუბარი. ისინიც ამტკიცებდნენ, რომ მწეველი ქალები ყველაფრის მკადრებლები არიან. მათ ვკითხე. 90-იან წლებში ქალებისთვის შარვლის ჩაცმა ბოზობის ტოლფასი იყო. ეხლა ისინი ატარებენ შარვალს. არიან ბოზები? რა თქმა უნდა პასუხი იყო, რა სისულელეა, სად შარვლის ჩაცმა და სად ბოზობა. იგივე არაა სიგარეტთან მიმართებაში? თუ მოწევ ვიაგრას ეფექტი აქვს და პირველივე მამაკაცს მიახდები თუ რა მიზეზით უნდა გაბოზდე?

რა თქმა უნდა გოგონებმა საუბარს გაექცნენ და ზედმეტად გათანემედროვების მოსურნე სულელად ჩამთვალეს, რომელიც უბნელი ბიჭების თქმისა არ იყოს ბოზი ქალის ცოლად მომყვანია.

ისე, სიმართლე გითხრათ ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ ამ პოსტის წერისას ვფიქრობდი, ნეტა მე ვარ ძალიან თანამედროვე თუ ისინი არიან უფრო ჩამორჩენილები? და მაინც რატომ არის სიგარეტის მწეველი ქალი ბოზი???

გადაბეჭდვის წესი