სიახლეები

სეზონი მცირე ბიზნესის გარეშე

30.05.2012 • • 1565
სეზონი მცირე ბიზნესის გარეშე

გონიო-კვარიათის მოსახლეობა შეზლონგებს ვეღარ გააქირავებს

ავტორი: ლელა დუმბაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გონიოს, სარფისა და კვარიათის სანაპირო ზოლი აუქციონის წესით გასცა. მოიჯარეებმა, რომლებმაც სანაპირო ზოლზე ტერიტორია ხუთწლიანი ვადით აიღეს, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეზლონგების გაქირავება აუკრძალეს.

„ფაქტობრივად ამ შემოსავლით ვცოცხლობთ და ამის ნებასაც თუ არ მოგვცემენ, რა უნდა ვქნათ არ ვიცი“, -ამბობს გონიოელი მანუჩარ წულუკიძე. მისი ოჯახი წლების განმავლობაში სწორედ შეზლონგების გაქირავებით ირჩენდა თავს. როგორც მანუჩარი ამბობს, ადრე მეიჯარეებთან სიტყვიერად თანხმდებოდნენ და სანაპირო ზოლზე შეზლონგების გაქირავების პრობლემა არ ექმნებოდათ: „მაგრამ წელს კატეგორიული უარი განაცხადეს, წილს ვაძლევდით და აღარც ეს უნდათ, ჩვენი უნდა შემოვიტანოთო. გლეხმა რა ქნას. პურის ფულზეა საუბარი, ამის გარეშე ვრჩებით“.

რიგით ადამიანებს პლაჟზე არამარტო შეზლონგების გაქირავების უფლება წაერთვათ, მათ ასევე ვაჭრობაც აუკრძალეს. პროდუქტებით ვაჭრობაზე მონოპოლია კომპანია „ბარამბომ“ აიღო, შეზლონგებსა და ბარებზე კი  იმ პირებმა, ვინც აუქციონზე გაიმარჯვეს. საწყისი საიჯარო ფასი წლის განმავლობაში 4500 ლარია, რისი გადახდის შესაძლებლობა წვრილ მოვაჭრეებს არ აქვთ. „10 ცალი შეზლონგის გაქირავებით მე რა კონკურენცია უნდა გავუწიო ბიზნესმენებს, 4500 ლარი შეიძლება საერთოდ ვერ გააკეთო მთელ სეზონზე“, -ამბობს წულუკიძე.

აუქციონში გამარჯვებულთა უმრავლესობა იურიდიული პირია. მათ შორის ერთ-ერთი შპს „ჭურთავაა“, რომლის მფლობელიც თეა კიკნაველიძე, ხოლო მინდობილი პირი შალვა – მგალობლიშვილი. კვარიათის საპლიაჟო ზოლზე მას 500 კვ.მეტრი აქვს აღებული. ამდენივე ფართობი აქვთ აღებული შპს-ეებს „SP GROUP“-ს, „ONOKHAN “-სა და „NA“-ს, ასევე კერძო პირებს. მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატებს -ლეონ თედორაძესა და მურმან ნუმანიშვილს.

ახმედ ზაქარაძე, რომელიც გონიოს პლაჟზე ბუნგალოს აკეთებს, მეზობელს შეზლონგებით ვაჭრობას გადასახადის მიზეზით უკრძალავს: „მე კასა მიდევს, ესენი არაფერს იხდიან. აბა, ფული როგორ ამოვიღო, თუ მაგათ გაქირავების უფლება მივეცი“.

მიხეილ კახაძე სეზონის განმავლობაში სულ 10-15 შეზლონგს აქირავებს: „ეს ოთხი ოჯახის შემოსავალია. სხვა სამსახური არ არის, რომ დავსაქმდეთ. ჩვენი სახლების მიმდებარედ ადგილი დაჭაობებულია და დამსვენებელიც არ მოდის. რა ვქნათ, პურის ფულიც აღარ გავაკეთოთ?“-  ამბობს იგი.

ოთარ ოსანაძე პენსიონერია. პლაჟზე ხუთი შეზლონგი უდევს: „სულ ეს მაქვს. არ დამადებინებენ და წავიღებ სახლში ან მივყიდი ვინმეს. შარშან პლოშადკა გავაკეთე, დაგაჯარიმებთო, მითხრეს და ავწიე, რა ვქნა, ვიცხოვრებ 70 ლარზე“.

შაქრო ქოქოლაძეც შეზლონგების გაქირავებით ირჩენს თავს. იგი მიიჩნევს, რომ პლაჟის ზოლის დაპატრონება ერთეულების მიერ უსამართლობაა: „ჯერჯერობით მეიჯარე არ გამოჩენილა. გავიგე, თურქეთის მოქალაქეს აუღია ხუთწლიანი იჯარით. 150 შეზლონგი უნდა ჩამოიტანოს და დადგასო და ჩვენი სადღა გამოჩნდება. არ არის ეს სამართლიანი, ჩაწყობით პლაჟს რომ ეპატრონებიან“.

იმავეს ფიქრობს კახა გოგიტიძეც: „სანაპირო ყველასია. რატომ არ უნდა შემეძლოს ჩემი სახლის წინ პურის ფულის შოვნა. ჩვენი შემოსავალი ხომ მხოლოდ ესაა. არ არის სამართლიანი“.

ოთარ დევაძე ნავებს აქირავებს. თუმცა იმ ადგილს, სადაც ახლა 20-მდე ნავი უწყვია, ახალი მეპატრონე ჰყავს: „პლაჟს თუ ჩაგვიკეტავენ, ნავებს ვეღარ გავაქირავებ… ადგილობრივ მცხოვრებლებს არსებობის საშუალებას გვართმევენ“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქონების მართვისა და პრივატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ანა ბაჟაშვილი აცხადებს, რომ აუქციონი თავდაპირველად 42 საპლაჟე ადგილზე გამოცხადდა, თუმცა მხოლოდ 27 ადგილი გაიცა, ორი ადგილი კი განმეორებით აუქციონზე გასხვისდა. სამი მოიჯარის ვინაობა გამგეობამ არ გაგვიმხილა. ანა ბეჟაშვილის თქმით, მოიჯარეები საკონტაქტო ინფორმაციას გამგეობას არ უტოვებენ.
 
გადაბეჭდვის წესი