სიახლეები

საწარმოო მტვრის გემო

30.05.2012 • • 1995
საწარმოო მტვრის გემო

ავტორი:ცაგო კახაბერიძე

„ვიცი, რომ ამ გზიდან მილიონები გადის, მაგრამ აქაურობის მოწესრიგება არავის უნდა. ეს დასაწვავი მილიონების საბადოა ჩვენი დამღუპველი, ჩვენი დაავადმყოფების და ათასი უბედურების მიზეზი,“ – 45 წლის ნანული ქოქოლაძის აგრესიის ობიექტი ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაა, რომელიც შარაბიძეების დასახლებიდან 400 მეტრში მუშაობს. ამ ზონაში არსებული ქარხნების გამონაბოლქვი, საწარმოო მტვერი და ხმაური მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

შარაბიძეების დასახლებაში არ იციან, აქვს თუ არა საშენ მასალათა კომბინატს ფილტრი. კომბინატი სხვა მასალებთან ერთად ცემენტსაც აწარმოებს. დასახლების მცხოვრებთა პრობლემაა ქარხნებიდან წამოსული მტვერი და სატვირთო მანქანები, რომლებიც შარაბიძეების ცენტრალურ შესასვლელში დღე-ღამის განმავლობაში ერთნაირად მოძრაობს, მათგან წარმოქმნილი მტვერი კი დღის განმავლობაში გაუსაძლის სიტუაციას ქმნის. „გზაზე ვერ გაივლი, მზიან ამინდში მტვერს ვსუნთქავთ, წვიმაში კი მეექვსეკლასელი, სკოლაში მიმავალი ბავშვი ხელით გადამყავს“, – ამბობს შარაბიძეების დასახლების მცხოვრები, ნონა ზაქარაძე.
„საშენ მასალათა კომბინატი“ ხელვაჩაურის სამრეწველო ზონის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომბინატია და მას, დოკუმენტების მიხედვით, სამრეწველო ზონაში 16.400 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. კომბინატის პროექტი მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ, შპს „ბაკურმა“, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2008 წელს წარუდგინა. მან სამინისტროსგან წარმოების ნებართვა „განუსაზღვრელი ვადით“ მიიღო.
გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი შპს „ბაკურს“ საკონსულტაციო ფირმა „ეკოლცენტრმა“ მოუმზადა: „ობიექტის განლაგების ტერიტორიაზე დაგეგმილი პროცესების განხორციელებით მოსალოდნელი იქნებოდა საწარმოო ობიექტისგან გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფა. დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება კი მავნე ნივთიერებათა ემისიის წყაროების გაჩენას შეუწყობდა ხელს, რომელთაგანაც საწარმოო ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ბუნებრივი გარემოს დაბინძურება დაგეგმილი სამუშაოების სპეციფიკის შედეგია“.
ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით შპს „ბაკურს“ გარემოს დაცვის სამმართველოს რეკომენდაციები უნდა გაეთვალისწინებინა: `მტვერდამჭერი სისტემისა და ქსოვილიანი ფილტრების დამონტაჟება, არაორგანული მტვრის გაფრქვევის შემცირების მიზნით გამწვანების ზოლის მოწყობა, მშრალ ამინდში მტვრის შესამცირებლად პერიოდული მორწყვა, ტრანსპორტირება მხოლოდ დღის საათებში, ნარჩენი ინერტული მასალებით კი პერიოდულად მისასვლელი გზების შეკეთება~, – ეს იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც გარემოს დაცვის სამმართველოს ლიცენზირების განყოფილებამ შპს „ბაკურს“ სავალდებულო პირობებში ჩაუწერა.
დაბა შარაბიძეებში მცხოვრები თამუნა ქობულაძე, რომელიც ორსულადაა და დღე-დღეზე შვილს ელოდება, ამბობს, რომ საწარმოო მტვრის სუნი დიდ პრობლემებს უქმნის. „მეცხრე სართულზე ვცხოვრობ, მისაღები ოთახი და აივანი გზის მხარეს გვაქვს და იქ ვერ ვჩერდები, ზოგჯერ ღამითაც მუშაობენ, ხმაური მაწუხებს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემი ქმარი ერთ-ერთ საწარმოში მუშაობს“.
რაც შეეხება მორწყვასა და გამწვანების ზოლს, როგორც მოსახლეობისგან ირკვევა, გარემოს დაცვის მიერ წაყენებული პირობების ეს ნაწილიც დარღვეულია. „რამდენიმე გაზრდილი ნაძვი მოიტანეს და დარგეს, მაგრამ ყველა გახმა“, – ამბობენ შარაბიძეების დასახლებაში.
გარემოს დაცვითი საკონსულტაციო ფირმა „ეკოლცენტრის“ დირექტორის, გიული დარცმელიას თქმით, დღეს საქართველოში ცემენტის მწარმოებელ ქარხნებს „ფილტრაციის პროცესი დაცული აქვთ. ამის მიზეზი კი არამარტო ის საფრთხეებია, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას ახდენს. დანაკარგი მტვრის სახით იმდენად მაღალია, რომ ფილტრის დამონტაჟება თავად მეწარმეების ინტერესებშია“.
შპს „ბაკურის“ დირექტორმა, ზურაბ ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“ გასაუბრებაზე უარი ასე ახსნა: „კომბინატი ჩვენ აღარ გვეკუთვნის 2011 წლის დასაწყისიდან ის „ბეთლემი 2011“-ის საკუთრებაა“. კომბინატის ახალი მფლობელების საკონტაქტო ინფორმაცია კი, როგორც თქვა, მას არ ჰქონდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბეთლემი 2011“ 2011 წლის 27 დეკემბერს სწორედ შპს „ბაკურმა“ დააფუძნა და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელიც ეს კომპანიაა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „ბეთლემი 2011“-ის დირექტორი მერაბ კონცელიძეა.
„ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მერაბ კონცელიძემ დააზუსტა, რომ ის შპს „ბათლემი 2011“-ის დირექტორი კი არა, დირექტორის მოადგილეა, დირექტორი და დამფუძნებელი კი – ბიზნესმენი თენგიზ ბაკურიძეა.
„მესმის მოსახლეობის პრეტენზიები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გარემოზე ზიანი. ფილტრი, რა თქმა უნდა, გვაქვს, რომელსაც პერიოდულად ვცვლით. მართალია, ხანდახან ჩამოტანა გვიგვიანდება, მაგრამ მაინც ვახერხებთ, მისასვლელ გზასაც ვაწესრიგებთ, მაგრამ ყოველ ოც დღეში გამოდის წყობიდან, თანაც იქ სხვა საწარმოებიცაა და ეს მარტო ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის. რაც შეეხება ხმაურს, გადაამოწმეთ, ჩვენ ღამით არ ვმუშაობთ, დღისით, როცა საფქვავი დრაბილკა მუშაობს, შეიძლება ხმაურს ვიწვევთ, მაგრამ ახლა შევიძინეთ ახალი ტექნიკა და მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ“, – ამბობს მერაბ კონცელიძე.
დაბა შარაბიძეების ტერიტორია, სადაც სამრეწველო ზონაა, დაახლოებით ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების შემცირების ხარჯზე, ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. ქარხნების მუშაობით გამოწვეულ პრობლემებზე ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურიდან აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში გადაგვამისამართეს. სამმართველოში აცხადებენ, რომ მსგავსი საწარმოების კონტროლის არც მექანიზმი და არც ფუნქცია მათ არ გააჩნიათ, „ამ საკითხებს ცენტრიდან არეგულირებენ“. გარემოს დაცვის სამინისტროში კი გვიპასუხეს, რომ სპეციალისტი, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, უცხოეთშია მივლინებული.

გადაბეჭდვის წესი