სიახლეები

საქართველო : ალბანეთი – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

30.05.2012 • • 1251
საქართველო : ალბანეთი – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

რომან თურმანიძე 

საქართველო–ალბანეთის თამაშს, საქართველოს გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდნენ. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე მუნდიალის ფინალი იყო, ელოდნენ როგორ წარმოაჩენდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები საკუთარ თავს საქართველოს უპირველეს გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების გარეშე. დაცვის ცენტრში –  კახა კალაძის გარეშე, რომელმაც სულაც თავი დაანება ნაკრებში თამაშს, ნახევარ დაცვაში – ლევან კობიაშვილისა და თავდასხმაში იაშილის გარეშე. ინტერესის მთავარ სფეროს წარმოადგენდა, თუ როგორ ათამაშებდა ნაკრებს თემურ ქეცბაია. ნაკრები სახელად იყო, თორემ თემურ ქეცბაიამდე გუნდის მას არაფერი უგავდა. თამაშს გვიგებდა ყველა ვისაც უნდოდა და როგორც უნდოდა. ქეცბაიას მოსვლის შემდეგ კი გუნდი ნელ–ნელა იბრუნებდა თავის სახეს. იღებდა სათამაშო დისციპლინას და ფეხბურთელები ბოლომდე ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებებს. ამის ნათელი მაგალითი იყო საქართველო–ხორვატიის მატჩი, რომელიც ბრწყინვალედ მოიგეს ქართველმა ფეხბურთელებმა ბოლო წუთზე. მწვრთელმა აღმოფრქვა ბოლო წლების ყბად აღებული მეკარის პრობლემა და მოაგვარა ქრონიკულად ქცეული ავადმყოფობა „დაცვის ხაზი“. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოთხ შესარჩევ  ციკლში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა და აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა თავის ისტორიაში.

ბოლო შესარჩევმა ციკლმა კარგად დაგვანახა, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას და სწორი მიმართულებით ვითარდება. მიუხედვად ამ წარმატებისა,  ნაკრებს მაინც ვერ მოვთხოვთ მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფიდან გასვლას. იმიტომ კი არა, რომ გულშემტკივრებს არ გვინდა, ან  ფეხბურთელებს არ სურთ, იმიტომ, რომ დღეს გუნდი შენების პროცესშია. თაობათა ცვლა მიდის და ეს მტკივნეული პროცესია. კიდევ ერთი,  ჩვენს ჯგუფშია არც–მეტი არც ნაკლები –  ესპანეთი და საფრანგეთი, არაფერი რომ არ ვთქვათ ფინეთისა და ბელარუსიის ნაკრებზე. და მაინც, რომ მოხდეს სასწაული და გავიდეს ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან, სულ ცოტა მსოფლიო ჩემპიონები იქნებიან ქართველ გულშემატკივართა თვალში.

ახლა უშუალოდ თამაშზე. ნათქვამია, რომ კარგი დასაწყისი საქამის ნახევარიაო. საქართველოს ნაკრებმაც მოგებით დაიწყო. თამაშის დასაწყისი კარგს არაფერს გვიქადიდა. მეხის გავარდნას გავდა მესამე წუთზე ხიზანიშვილის ცუდი პასი, რომელიც ჩანიმ ჩაჭრა.  10–15 მეტრი ბურთი ატარა და რევიშვილს მარცხენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა. გაშვებული ბურთის შემდეგ, ინიციატივა ქართველმა ფეხბურთელებმა ხელში აიღეს, მაგრამ, მათ შეტევას სისწრაფე და სიმწვავე აკლდა. მე–7 წუთზე თარგამაძეს შეექმნა ნახევარ მომენტი, როცა საჯარიმოდან ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ აუღო. შემდეგაც აქტიურობდნენ ქართველი ფეხბურთელები, რომ შეექმნათ საგოლე მომენტები, მაგრამ ბოლო პასს სცოდავდნენ. 28–ე წუთი მიდიოდა, როცა ალბანეთის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 100 ასეთი შემთხვევიდან 99 შემთხვევაში პენალტს არ დანიშნავდნენ. ეს ერთიც, საქართველოს სასარგებლოდ დაინიშნა.

ნიშნულთან დვალიშვილი მივიდა იმ იმედით, რომ თავის მშრალ სერიას წერტილს დაუსვამდა. მაგრამ, უიკამი სხვაგვარად ფიქრობდა, რომელმაც მშვენიერი ნახტომით მოიგერია. დამატებაზე ყველას კაშიამ დაასწრო და იქაც უიკამი დარჩა გამარჯვებული. ასე დათავრდა პირველი ტაიმი 0:1 ალბანეთის სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში ქეცბაიამ ცვლილებები მოახდინა. მურთაზ დაუშვილის ნაცვლად მოედანზე გელაშვილი გამოვიდა, რომელმაც შეტევის მარცხენა ფრთა დაიკავა, ხოლო ალ. კობახიძემ კი ცენტრისკენ აიწია. რამაც უდავოდ გაამართლა, უფრო მწვავე გახდა შეტევები და გოლმაც არ დააყოვნა. თარგამაძემ მარჯვენა ფრთიდან შეუტია, სწრაფად აუარა  ორ მეტოქეს და საჯარიმოში კობახიძე მოძებნა. ამ უკანასკნელმა კი აუღებლად დაურტყა უიკამის და ანგარიშიც 1:1 გახდა. ამის შემდეგ თამაში უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა. უფრო მასიურად შეუტიეს, მაგრამ გოლი არ ჩანდა. ხან ფორვარდები სცოდავდნენ, ხან კი  მოწოდების სიმაღლეზე იყო ალბანეთის კარის დარაჯი. მე–80 წუთი მიდიოდა, როცა კვირკველიამ მარცხენა ფრათიდან ჩააწოდა და საჯარიმოში კი ალბანელებმა კობახიძე მოცელეს. არბიტრმა პენალტის ნიშნულისაკენ გაიშვირა ხელი. 11 მეტრიან ნიშნულთან თარგამაძე მივიდა დასარტყამად. შემდეგ რაც მოხდა ის, რაც მხოლოდ ბოლივუდის ფილმებში გვხვდება ან კიდევ კურიოზებში. ამიტომ ჩვენც დავტოვოთ უკომენტაროდ.

მთავარია წელი დავიწყეთ მოგებით. როგორც იტყვიან  გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

P.S. მოგებული თამაშის მიუხედავად დაღად დააჩნდა საქართველოს ნაკრებს კობიაშვილისა და იაშვილის არ ყოფნა. კობიაშვილის არ ყოფნის მომენტში სამი პენალტი გააფუჭეს და კვლავ ვერ გაიტანეს ფორვარდებმა გოლი.

რაც სასიხარულოა ორი წლიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ლევან ყენია.

batumelebi.ge არ არის პასუხისმგებელი მოქალაქე ჟურნალისტის მიერ მოწოდებული  მასალის შინაარსზე 

გადაბეჭდვის წესი