სიახლეები

საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში

30.05.2012 • • 1234
საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში

რუსული სააგენტოების ცნობით, სამხრეთ ოსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს მეორე ტური გამოავლენს. 13 ნოემბერის არჩევნებში კი, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა ალა ჯიოევამ – 24,6%; მას მოჰყვება, სავარაუდოდ კრემლის ფავორიტი, ანატოლი ბიბილოვი – 23,8%;

ალა ჯოიევას მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთში პოპულარული ჯამბულატ თადიევი, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ალა ჯიოევას მას შემდეგ გამოუცხადა სპორტსმენმა მხარდაჭერა, რაც საარჩევნო კომისიამ მას კანდიდატად დაარეგისტრირებაზე უარი უთხრა. უარის მიზეზი: თადაევს ბოლო 10 წლის განმავლობაში რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უცხოვრია.
ალა ჯიოევას კიდევ ერთი მხარდამჭერია არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რუსეთის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი ანატოლი ბარანკევიჩი.
ამ არჩევნებში ხმების მოგროვება სულ 10-მა კანდიდატმა შეძლო. ხმები ასე გადანაწილდა: ალა ჯიოევა – 24,6%; ანატოლი ბიბილოვი – 23,8%; ალან კოტაევი – 8,3%; ვლადიმერ ქელეხსაევი – 6,1%” ალან პლიევი – 0,8%; ვადიმ ცხოვრებოვი – 9,3%; გიორგი კაბისოვი – 7,2%; დიმიტრი ტასოევი – 8,6%; სერგეი ბიტიევი – 3,2%; ჯემალ ჯიგკაევი – 0,9%; სოლტან ტედეთი – 1%.
მეორე ტური იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად, თუ საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის მხოლოდ 30 პროცენტი დააფიქსირებს თავის პოზიციას.
13 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რეფერენდუმიც ჩატარდა. რუსული სააგენტოების ცნობით, ამ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმეტესობა თანახმაა რუსული სახელმწიფო ენად გამოცხადდეს.
არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში სულ 34 ათასი მოქალაქე ჰყავდათ საარჩევნო სიაში შეყვანილი.

გადაბეჭდვის წესი