სიახლეები

საკადრო პოლიტიკა აჭარაში: ლობირებული ჩინოვნიკები

30.05.2012 • • 1269
საკადრო პოლიტიკა აჭარაში: ლობირებული ჩინოვნიკები

გენო გელაძე

გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)

2004 წლის მაისის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურად საუბრობენ საკადრო პოლიტიკაზე, უფრო კი ადგილობრივი კადრების უგულებელყოფასა და ხელმძღვანელ, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არაადგილობრივი კადრების დანიშვნაზე.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ რეგიონულობის, კუთხურობის მომხრე ვარ საკადრო პოლიტიკის საკითხებში. მიმაჩნია, რომ საპასუხისმგებლო, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მთავარია ინიშნებოდნენ პროფესიონალები, გამჭვირვალედ, ობიექტურად და ღირსეულად. ჩემთვის კონკრეტული თანამდებობის პირის წარმომავლობას, დაბადების, საცხოვრებელ ადგილს და ა.შ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ როდესაც ადგილზე უფრო პროფესიონალი კადრები გვერდზე არიან „მიჩოჩებული“ და ე.წ. „ლობირებული“ კადრები სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონებიდან მოევლინებიან რეგიონს, აი ეს უკვე ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფად მიმაჩნია.

ბევრ სფეროში ადგილზე, იმავე დაწესებულებაში, შესაძლოა ძალიან ბევრი პროფესიონალი, კარგი მენეჯერული თვისებების მქონე ადამიანები მუშაობენ და მათ მმართველად მოუვლენენ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე თვე ვითარებაში გასარკვევად სჭირდება, გარკვეულ პერიოდს – ახალი სფეროს „ათვისებას“ ანდომებს, რეალურად საქმეს ისევ ადგილობრივებს აკეთებინებს, რადგანაც ხშირად იგი ბოლომდე ვერ ხვდება, რა უნდა აკეთოს (ან საერთოდაც არასწორი მიდგომით აუარესებს დაწესებულების მუშაობას). ამავე დროს ასეთი „მოვლენილი“ ჩინოვნიკები თანამშრომლებს ხშირად ქედმაღლურად, ცინიკურად და დამცინავად უყურებენ/ეპყრობიან.

საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ შეუძლებელია მოინდომო და ვერ დაადგინო ვინ ვის ლობირებს, ვინ ვისი ახლობელი, ნათესავი და მეგობარია. აჭარის რეგიონში მოვლენილი კადრების შესახებ უმეტესწილად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი დანიშვნა სწორედ ნაცნობ-მეგობრობას, ნათესაობას უკავშირდება და არა – პროფესიონალიზმს და ისეთ უნარებს, როგორსაც რეგიონში სხვა არავინ ფლობს (როცა კადრებს მოავლენენ, მათ ცნობილი ქართული ფილმისა არ იყოს, „დიმიტრი გელოვანს“ ადარებენ, თუმცა გარკვეული პერიოდის მერე „დიმიტრი გელოვანების“ დიდი ნაწილი ცინიკოსებად და არაპროფესიონალებად გვევლინებიან).

ერთმა „მოვლენილმა“ ჩინოვნიკმა საჯაროდ ისიც კი განაცხადა, რომ უდიდესი ტრადიციების მქონე, საბიუჯეტო დაფინანსებით მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებაში თურმე ბიბლიოთეკარი ვერ შეირჩა და აუცილებელი გახდა მისი მოვლენა დედაქალაქიდან. ეს ფაქტი არის თუ არა ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლების და, ზოგადად, რეგიონის შეურაცხყოფა, – მკითხველმა თავად განსაჯოს.

ბოლო დროს გახმაურებული ამბავის, საპატრულო პოლიციის უფროსის გათავისუფლების ფაქტის შეფასების დროს, ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ შესალოა ამ უკანასკნელს ბევრი უარყოფითი თვისება ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა ის გაათავისუფლეს, არაადგილობრივ კადრს ჩამოიყვანენ და დანიშნავენ, რაც არასწორია და ჯობდა ისევ ის ყოფილიყო, ვინც აქამდე მუშაობდაო. ამ მოსაზრების ავტორები არაადგილობრივი კადრების მიმართ შიშს კი არ გამოხატავენ, უბრალოდ, დამცირებულად გრძნობენ თავს (და არც მთლად უმიზეზოდ).

ერთ-ერთი დაწესებულების ახალდანიშნულმა არაადგილობრივმა ხელმძღვანელმა ადგილობრივ თანამშრომლებს, რომელთაც სამუშაო ოთახში ესტუმრა, განუცხადა (სხვებისთვის გადასაცემადაც დააბარა), რომ: „ტანი ხშირად დაიბანონ, რადგანაც რაღაცნაირი სუნია“. ალბათ მკითხველი გაიგებს, რომ ჰიგიენურ მოწესრიგებაზე არ იყო მითითება (რაც, ასევე მთლად ეთიკური არ იქნებოდა), დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადების ქვეტექსტი უფრო სხვა რამეს გულისხმობდა.

კიდევ ერთი საინტერესო გარემეობა: არავინ არაადგილობრივ კადრად არ მიიჩნევს ადამიანს, ვინც სხვა რეგიონში/ქალაქში (თუნდაც აჭარაში) ნულიდან იწყებს კარიერის კეთებას. თუკი ადამიანი, სტაჟიორის ან რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან იწყებს და დამსახურებულად ინიშნება ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ამას არავინ აღიქვამს „არაადგილობრივ“ კადრად. ალბათ იმიტომ, რომ იგი კარგად იცნობს ადგილობრივ გარემოს, განწყობას, დამოკიდებულებებს, ტრადიციებს და კულტურას. ასეთ ადამიანებს ყველა ადგილობრივ კადრად მიიჩნევს და ამ მხრივ არავის აქვს პრეტენზია მათ მიმართ (ყოველ შემთხვევაში, მე მსგავსი რამ არ გამიგია).

საინტერესო ფაქტია ის, რომ რეგიონის საკადრო პოლიტიკა 2008 წელს ერთ-ერთმა პირველმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გააპროტესტა და განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში კერძო სექტორში სამუშაო ადგილებს უცხოელები იკავებენ, ხოლო სახელმწიფო სექტორში ხშირ შემთხვევაში აჭარის მკვიდრნი არ ინიშნებიან. ამის მიუხედავად ბატონი მთავრობის თავმჯდომარე ხშირად წინ მოუძღვის სხვა ქალაქიდან თუ რეგიონიდან მოვლენილ `დიმიტრი გელოვანებს~ და დიდი პათოსით წარუდგენს მათ დაწესებულების თანამშრომლებს.

როგორც ამბობენ, ამ ადამიანებთან მთავრობის თავმჯდომარე, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საერთო ენას ადვილად ნახულობს, ამიტომაც საბოლოოდ „ცოდვა“ მხოლოდ ლობირებით მოვლენილი ჩინოვნიკების თანამშრომლები რჩებიან.

კიდევ ერთი უაყოფითი მხარე, რაც განსაკუთრებით დედაქალაქიდან მოვლენილ ჩინოვნიკების დიდ ნაწილს ხშირდ ახასიათებს, არის ის, რომ მათ რეგიონი მიაჩნიათ ისეთ ადგილად, სადაც შეგიძლია აკეთო რაც გინდა და როგორც გინდა. წარმოუდგენიათ, რომ აქ არავის არაფერი ესმის და ვერავინ ვერაფერს ხედავს. ასეთი დამოკიდებულება უფრო გავლენიანი ჩინოვნიკების ლობირებით მოვლენილ კადრებს აქვთ.

არადა, ცდებიან, პატარა ქალაქებში უფრო კარგად ჩანს ყველა უკანონობა, კორუმპირებულობა და ცინიზმი.

გადაბეჭდვის წესი