სიახლეები

საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა

30.05.2012 • • 1169
საიამ ადამიანის უფლებს დარღვევის ფაქტები შეაჯამა

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალმა, „პრესკაფეში“ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე წლის ანგარიში წარმოადგინა. „ეს არ არის მთლიანი რეგიონის ანალიზი, არამედ განზოგადებულია ის საქმეები რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოებში წლის განმავლობაში და კონსულტაციას ან სხვა სამართლებრივ დახმარებას ვუწევდით იმ პირებს ვისი უფლებებიც დაირღვა“,- ამბობს საიას რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია.

შეხვედრაზე საუბარი იყო შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე, რომელიც ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და რომლის ხელყოფაც მოხდა 21 მაისს. საია შეეხო ინფარმაციის თავისუფლების, საკუთრების უფლების ხელყოფის, რეპრესირებულთა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების უფლებების ფაქტებსაც.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება გარანტირებულია როგორც კონსტიტუციით ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა აქტებით, თუმცა 21 მაისს რაც მოხდა არ ჯდება ხელისუფლების ლეგიტიმურ ქცევაში. ასევე დაირღვა იმ პირთა უფლება რომლებიც დააკავეს აქციაზე და 45-60 დღიანი უკანონო ადმინისტრაციული პატიმრობები მიუსაჯეს. სრულიად უწყინარი ადამიანის უფლებათა რეალიზავიცია გადაიზარდა ბევრი ოჯახის ტრაგედიაში, რაც ხელისუფლებისთვის დანაშაულის ტოლფასია“, – განაცხადა პაატა ჯალაღონია. იგი შეეხეო ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავსირებულ საკითხსაც. „ერთი შეხედვით უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ აქვთ საჯარო იმფორმაციის მიღებაზე პრობლემა, მაგრამ როცა საქმე ეხება მედიას ან რიგითი მოქალაქეების მხრიდან ინფორმაციის გამოთხოვას, აქ სახელმწიფოს ორმაგ სტანდარტს იჩენს. სასამართლოს თითქმის არ აქვს პასუხისმგებლობა გათავისებული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. იგი აცხადებს რომ ეს საკითხი მისთვის არ არის პრიორიტეტული და ინფორმაციის გაცემაზე რესურს ვერ დახარჯავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა“.

საიას წარმომადგენლებმა ისაუბრეს კერძო საკუთრების და აღსრულების პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. „ეს უფლებები განსაკუთრებით დარღვეულია მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით და განსაკუთრებულად კურორტულ ზონებში. პრობლემები შეიქმნა ყოფილი მეურნეობების მიწებზე, რომელიც სახელმწიფომ ჯერ გადასცა მოსარგებლეებს შემდეგ კი ჩამოართვა. მსგავსი ფაქტები ფისქირდება ძვირადღირებულ მიწებზე. როგორც გვითხრეს, ციხისძირის ყოფილი მეურნეობების მიწები, მთლიანად ორჯონიკიძემ იყიდა, თუმცა ეს არ არის ბოლომდე დადასტურებული ინფორმაცია“, – ამბობს პაატა ჯალაღონია.

იურისტების განცხადებით, უხეშად ირღვევა ადამიანის საკუთრების უფლება, აღსრულების პროცესში: „კანონში ჩაწერილი ბოლო ცვლილების მიხედვით, სახელმწიფოს შეუძლია მოვალის ქონებათ ჩათვალოს დააყადაღოს და აუქციონის წესით გაყიდოს ის ქონებაც, რომელიც რეალურად მისი ქონება არ არის.

მაგალითად, თუ ადამიანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, არმსრულებელი მიდის და აღწერს ყველა იმ ნივთს რომელიც მოვალის ბინაში ფიქსირდება, შემდეგ კი ყიდის. რომელიც შეიძლება საერტოდ არ წარმოადგენდეს ამ ადამიანის საკუთრებას, რაც სხვისი ქონების ხელყოფაა. ასევე, აღმასრულებელი არ ითვალისწინებს საერთო ქონების პრინციპსაც, რაც ასევე საკუთრების უფლების დარღვევაა“.

გადაბეჭდვის წესი