სიახლეები

სად, რომელ კლუბში?

30.05.2012 • • 2915
სად, რომელ კლუბში?

ავტორი: თეონა თურმანიძე
ბათუმში ღამის კლუბები მთელი სეზონის მანძილზე იმუშავებენ. კლუბი „საბლაიმი“ დღეს, 6 ივლისს, „რეტროფართს“ შემოგთავაზებთ დიჯეი ვაკოსთან ერთად, 8 ივლისს, პარასკევს კი მოწვეული იქნება გიო შენგელია. კვირას კლუბს უცხოელი დიჯეი ეყოლება. განსაკუთრებული საღამოები იგეგმება ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას, ღამის 11- დან დილის 5 საათამდე. კლუბში შესვლა ფასიანია, გოგონებისთვის 10 ლარი, ხოლო ბიჭებისთვის 20 ან 30 ლარია („ივენთის“ მიხედვით). სუფრა 4, 8 და 12 ადამიანზე გათვლილი 100 ლარიდან 1200 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება „სოჰოს“, ის ყოველდღიურად იმუშავებს, მათ შორის დღისითაც. შეზლონგებით მომსახურება მთელი დღის განმავლობაში (მუშაობს ბარი და სამზარეულო) 15 ლარი ეღირება. ამ კლუბში ივენთები 15 ივლისიდან დაიგეგმება, ხოლო სეზონი ივლისის ბოლოს გაიხსნება. შესვლა უფასოა, კონკრეტული ღონისძიებებზე შესვლა კი მოსაწვევებით იქნება. შესაძლებელი. სასტუმრო „შერატონის“ ღამის კლუბი, ყოველ დღე, 11-ის ნახევრიდან ბოლო სტუმრამდე მუშაობს, შესვლა უფასოა და იხდით მხოლოდ შეკვეთილი საკვებისა და სასმელის ფასს. „ივენთები“ აქაც ივლისიდან იგეგმება. სულ მალე „ბამბა რუმსიც“ ამოქმედდება. კლუბი „აფ ენდ აფი“ კი აღარ ფუნქციონირებს.

batumelebi.ge პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაცის ბათუმში მდებარე ღამის კლუბების შესახებ. 

გადაბეჭდვის წესი