სიახლეები

რესპუბლიკური საავადმყოფოს აწმყო და მომავალი

30.05.2012 • • 1297
რესპუბლიკური საავადმყოფოს აწმყო და მომავალი

აჭარის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს, რომელიც ორი კლინიკის გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა, უკვე ორი თვეა ახალი დირექტორი ჰყავს – აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, აბესალომ გურგენიძე, თუმცა, საავადმყოფოში, სადაც 600-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამ დრომდე მიმდინარეობს რეორგანიზაცია. თანამშრომლები ადმინისტრაციიდან უკვე დაითხოვეს. მოსალოდნელია სამედიცინო პერსონალის შემცირებაც. ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აბესალომ გურგენიძეს ესაუბრა

ხატია ღოღობერიძე

– ფინანსური სიძნელეები დამხვდა, დავალიანება გვაქვს საგადასახადოსა და მომწოდებლის მიმართ. პირველ რიგში, აპარატურა განვაახლეთ. ადმინისტრაციაში არსებული ექვსივე სამსახური გაუქმდა და მათ ბაზაზე შეიქმნა სამი ახალი სამსახური – 100 თანამშრომელიდან 34 შემცირდა. ვფიქრობ, იმ საქმის გაკეთება, რომელსაც აკეთებდა 100 ადამიანი, 66 ადამიანითაც შეიძლება. ეს რომ ყოფილიყო კერძო საავადმყოფო, ადმინისტრაციის თანამშრომლების რაოდენობა ვერასდროს ავიდოდა ასზე. ყველა ზედმეტი ადამიანი საწარმოს აწევს ტვირთად. ჩვენი მიზანი არ არის ხალხის შემცირება, მაგრამ გარკვეულ უბნებზე ხალხი ზედმეტია.
– რა პრინციპით შეარჩიეთ თანამშრომლები?
– მას შემდეგ, რაც ყველა სამსახური გაუქმდა, დავითხოვეთ ყველა მუშაკი. სამი ახალი სამსახურის შექმნის შემდეგ, თვითონ ამ სამსახურის უფროსებმა შეარჩის კადრები დათხოვილი მუშაკებიდან, ოღონდ არა ბრძანებით, არამედ – ხელშეკრულებით. ხელშეკრულება ნახევარწლიანია და ავტომატურად გაგრძელდება, თუ მხარეები 5 დღით ადრე არ შეწყვეტენ. ასე გადავა ხელშეკრულებითი ურთიერთობა სამედიცინო პერსონალზეც.
– ანუ მოსალოდნელია სამედიცინო პერსონალის შემცირებაც?
– ორი საავადმყოფოს შერწყმის შედეგად ჭარბია საშუალო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ალბათ, მოგვიწევს ატესტაციის ჩატარება. როცა ერთ მიმართულებაზე უნდა იყოს 15 საშუალო და დაბალი პერსონალი, იქ 20 ადამიანი ვერ იმუშავებს, ეს მათსავე ინტერესებშია – ხელფასიც შესაბამისად გადანაწილდება.
– თუმცა საავადმყოფოების გაერთიანების შემდეგ კეთდებოდა განცხადებები, რომ თანამშრომლების შემცირება არ იგეგმებოდა…
– სამედიცინო პერსონალი იღებს თანხას გამომუშავების შესაბამისად. თუ მათ აკმაყოფილებთ ის, რომ 15 ადამიანი იღებს ათის ხელფასს, პრობლემა არ მაქვს, როგორც საწარმოს დირექტორს.
– რამდენად შედეგიანი იყო შემცირება ადმინისტრაციაში?
– ადმინისტაციის შემცირების შედეგად, წელიწადში 180 ათასი ლარის ეკონომია გამოგვდის, თუმცა მარტო ამ თანხით ვერ გავალთ, ვგეგმავთ, ეს თანხა 300 ათას ლარამდე გავზარდოთ. ეს მოგვცემს საშუალებას ხელფასები დავარიგოთ დროულად, საგადასახადოსთან დავალიანება მოვსპოთ და მიმდინარე დავალიანება დავფაროთ.
– რა სახის ფინანსური პრობლემები აქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოს?
– პირველი ივლისის მდგომარეობით, საგადასახადოს მიმართ 98 ათასი ლარი გვქონდა დავალიანება. სპეციალური გრაფიკი შევიმუშავეთ, რომლის მიხედვით აგვისტოდან ყოველ თვეში 20 ათასი ლარი უნდა გადავიხადოთ. გრაფიკი პირველ იანვრამდეა, მაგრამ ვფიქრობთ, ერთი თვით ადრე შევძლებთ დავალიანების დაფარვას. გარდა ამისა, საავადმყოფოს აქვს დავალიანება სხვადასხვა მომწოდებელთან, რასაც ეტაპობრივად დავფარავთ.
საავადმყოფოს დაფინანსების 3 წყარო აქვს – მოქალაქეები, რომლებიც მკურნალობის შესაბამისად იხდიან თანხას, სადაზღვევო კომპანიები, სახელწიფო პროგრამები – სოციალურად დაუცველი და სამოც წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის. ყველაზე მეტი პროცენტი დაზღვევაზე მოდის, რადგან ეს არის სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმო, თითქოს არის ვალდებულება, რომ მკურნალობა იყოს უფასო. მესმის სოციალური ფონიც, მაგრამ ყველა თეთრის უკან დგას ექიმი, სანიტარი, მედდა, რომელსაც სჭირდება ხელფასი. თუ მკურნალობის საფასურს არ გადაიხდიან, ეს იქნება ზარალი. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია.
– ამ ეტაპზე შემოსავლის რამდენი პროცენტი იხარჯება პერსონალის ხელფასებში?
– გამომუშავებაზეა დამოკიდებული. არის შემთხვევები, როცა ათასი, ორიათას ან სამიათასი გამოსდით. პაციენტის უფლებაა მოითხოვოს კონკრეტული ექიმის მკურნალობა. არიან წამყვანი ექიმები, ქირურგიაში, სხვადასხვა დარგში. ამ შემთხვევაში, მათ აქვთ სოლიდური ხელფასი. დაბალი ხელფასი, ძირითადად, აქვთ მედდებს, სანიტრებს. ჩვენთან ყველაზე დაბალი ხელფასი 190 ლარია. თუ ვინმეს უფრო ნაკლები გამომუშავება აქვს, ვუვსებთ მინიმალურით. არის მედდა, რომელიც 500-600 იღებს და არის მედდა, რომელსაც 200 ლარი გამოსდის.
– რა ეტაპზეა სარემონტო სამუშაოები, რომელიც თქვენს საავადმყოფოში მიმდინარეობს?
– სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად, დამთავრებულია. ამისთვის აჭარის მთავრობამ 330 ათასი ლარი გამოყო. გამოიცვალა ფანჯრები და გაყვანილობა. ახლა ნორმალური სიტუაციაა, ჩვენ პრეტენზიას ვერ ვაცხადებთ, რომ ეს არის ევროპული დონის საავადმყოფო, მაგრამ მისაღებია.
_ როდის დასრულდება რეორგანიზაციის პროცესი?
_ უახლოეს თვეში რეორგანიზაცია მთლიანად დამთავრდება, მაგრამ ფაქტია, რომ საავადმყოფოში მაინც დარჩება ჭარბი მუშახელი. რეალურად ეს პროცესი დაიძვრება უკეთესობისკენ მას შემდეგ, რაც აჭარაში ამოქმედდება სხვა საავადმყოფოები. აჭარაში შენდება სავადმყოფოები და მას შემდეგ, რაც ისინი ამუშავდება, სამედიცინო პერსონალი გადანაწილდება. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ `იმედი L~-ის საავადმყოფოში ყველა თბილისელი ან უცხოელი იმუშავებს. უმეტესობა იქნება ადგილობრივი. იქნება კონკურენცია, კადრების გადადინება და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მაშინ დაიწყება ამ მუშახელის განტვირთვა. ისე, ვფიქრობ. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საავადმყოფოს დიდი მომავალი არ აქვს.
– ეს ეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც?
– რა თქმა უნდა. თუ საავადმყოფოში არ ჩაიდო თანხა აღჭურვილობისთვის, ეს საავადმყოფო ვერ იქნება თანამედროვე. ეს არის საკმაოდ დიდი თანხა და ჩვენს პირობებში საავდმყოფოს ამ თანხის მოძიება არ შეუძლია, შენობა-ნაგებობაც ძველია – რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება, ანუ მთლიანად აღსადგენია. რა თქმა უნდა, ეს საავადმყოფო იქნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მომავალი მაინც კერძო მედიცინისაა.
– თქვენ სახელს, ძირითადად, ორგანიზაცების გაკოტრება-გაყიდვებს უკავშირებენ. ხომ არ გეგმავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებასაც?
– ამ შენობას საავადმყოფოდ არავინ იყიდის, შეუძლებალია აქ თანამედროვე სავადმყოფოს განთავსება, ამიტომ ამ საავადმყოფოების შესაძლებლობა მწირია. ვაკუუმი რომ არ შეიქმნას, იმიტომ არის ეს საავადმყოფო, თორემ, მაგალითად, „მედინას“ მსგავსი რამდენიმე საავადმყოფოს არსებობის პირობებში, აქ აღარავინ მოვა, ყველას უნდა კომფორტი და კვალიფიციური ექიმი. მას შემდეგ, რაც ეს კლინიკები შევა მწყობრში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღარ ექნება პერსპექტივა. კარგი ექიმებიც ნორმალურ საავადმყოფოში გადავლენ. აქ არც კარგი ხელფასი გაქვს და არც კარგი პირობები.
დღეს რესპუბლიკურს უჭირავს ლიდერის პოზიცია, მაგრამ ხვალ ამას ვეღარ შეინარჩუნებს. ეს იქნება ბუნებრივი მოვლენა და ჩემს სახელთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ ობიექტურ რეალობასთან. მას შემდეგ, რაც ყველაფერი დალაგდება, ვფიქრობ, ეს ტერიტორია გაიყიდება და ქალაქი განაშენიანდება.

გადაბეჭდვის წესი